ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 10 марта 2010 г.

მანიშ მალჰოტრა - 20 წელი ბოლივუდში

მოდელიერი და ტელეწამყვანი მანიშ მალჰოტრა ბოლივუდში მისი მუშაობის 20 წლისთავს აღნიშნავს. მან მოაწყო საღამო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით რომ აღენიშნა იუბილე.
მანიში ამბობს რომ მან მუშაობა შრიდევისთან დაიწყო და ის მისი საყვარელი მსახიობია. შემდეგ მუშაობდა ჯუჰი ჩალვასთან ფილმისათვის " Swarg". თუმცა მისი კარიერის ყველაზე წარმატებულ მომენტებს ის უკავშირებს ურმილა მატონდკართან მუშაობას ფილმისათვის "Rangeela" და კარიშმა კაპურთან მუშაობას ფილმისათვის "Raja Hindustani".
ამჟამად დიზაინერი ქმნის კოსტიუმებს ისეთი სახეებისათვის ბოლივუდში, როგორებიცაა: დიპიკა პადუკონი, კარინა კაპური, აიშვარია რაი, კაჯოლი, პრიანკა ჩოპრა. ამჟამად მუშაობს იმრან ქჰანისა და სონამ კაპურის სახეებზე ფილმისათვის "Hate Luv Storys".
მანიშ მალჰოტრა იყო პირველი დიზაინერი ვინც მიიღო ჯილდო საუკეთესო კოსტიუმებისათვის ფილმში "Rangeela".
ამჯერად კი მან გადაწყვიტა ბედი რეჟისურაშიც სცადოს. მოდელიერი ორი წლის განმავლობაში ოცნებობდა საკუთარ ფილმზე. ბოლოსდაბოლოს მან გადაწყვიტა აიღოს ტაიმაუტი ტანსაცმლის ახალი კოლექციების შექმნაში და შეუდგეს გადაღებებს. ფილმის სცენარი მზადაა. პროდიუსერობას ფილმს კარან ჯოჰარის კინოსტუდია "Dharma Productions" გაუწევს. მთავარი მამაკაცის როლები ახალგაზრდა კინოკუმირებს, რანბირ კაპურს და შაჰიდ კაპურს შესთავაზეს. საუნდტრეკებს ფილმისათვის კომპოზიტორების დუეტი ვიშალი და შექჰარი დაწერს.

1 комментарий:

Megi Benia комментирует...

ძალიან მომწონს მანიშ მალჰოტრას მიერ შეკერილი კოსტუმები! ის ცდილობს, რომ თითოეულ მსახიობს დაუფაროს ის ნაკლი, რომელიც მას აქვს და ყურადღება მის ლამაზ მხარეზე გაამახვილოს! ჩემი აზრით ის საკუთარი საქმის პროფესიონალია და არა მარტო ჩემი აზრით!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails