ყველასათვის საყვარელი რეჟისორი, კარან ჯოჰარი თავს დასვენების უფლებას არ აძლევს. "ჩემი სახელია ქჰანი" -ს წარმატებული მსოფლიო პრემიერის შემდეგ, ის მზადაა მაყურებელს თავისი კინოკომპანიის "Dharma Productions"- ს სახელით რამდენიმე პროდიუსერული პროექტი წარუდგინოს.
პირველი ესაა ფილმ "დედინაცვალი"-ს რიმეიკი, რომელშიც ჯულია როტბერსი და სუზან სარანდონი თამაშობენ, კაჯოლის, კარინა კაპურის და არჯუნ რამპალის მონაწილეობით.
მეორე ანიმაციური ვერსია თავისი სადებიუტო ნამუშევრისა , "ცხოვრებაში ყველაფერი ხდება", შაჰრუჰ ქჰანის, რანი მუქერჯისა და კაჯოლის გახმოვანებით.
მესამე ესაა ფილმი "ვერ ვიტან სიყვარულის ისტორიებს", სონამ კაპურისა და იმრან ქჰანის მონაწილეობით, რომლის მუსიკალური ნომრების გადაღებაც ახლახან დასრულდა.
მეოთხე, გაგრძელება კომედიისა "მეგობრები". მთავარ როლებში ისევ ჯონ აბრაჰამი და აბიშეკ ბაჩანი. ქალის მთავარ როლზე ჯერ არავინაა დამტკიცებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий