ცნობილი იაშ ჩოპრას ვაჟი, უდეი ჩოპრა სავსეა შემოქმედებითი ძალებითა და ამბიციებით. ცნობილი წარმატებული კომედიური როლების შემდეგ ბლოგბასტერებში - "ბაიკერები" და "ბაიკერები 2", უდეიმ შეყვარებული გმირის კარიერაზეც იფიქრა. მან თითონვე დაწერა სცენარი, დააფინანსა და გაუწია პროდიუსერობა ფილმს - "სიყვარული შეუძლებელია", რომელშიც მთავარ როლზე მასთან ერთად პრიანკა ჩოპრა მოიწვია.
ფილმი ამ წლის დასაწყისში გამოვიდა ეკრანებზე და კრიტიკებისა და მაყურებლისაგან ცივად იქნა მიღებული და ცხადია არც შემოსავლიანი გამოდგა.
უდეიმ რათქმაუნდა ფილმის ჩავარდნა ძალიან ახლოს მიიტანა გულთან.
ის ერთი თვით ამერიკაშიც კი გაემგზავრა როგორც ამბობენ, ჭრილობების მოსაშუშებლად, თუმცა არც იქედან დაბრუნებული ჩანს ბედნიერი.
ბრძენმა და გამოცდილების მქონე ადამიანებმა იციან როგორ გადაიტანონ ასეთი მარცხი და დანაკარგები.
იმედს ვიტოვებთ ბოლივუდის ყველაზე მსხვილი კინომწარმოებლის შვილი საკმარისად ძლიერი აღმოჩნდება იმისათვის რომ არ დანებდეს და მომავალში უფრო სწორად შეარჩიოს პროექტები, რომლებშიც თავისი ნიჭის საუკეთესო მხარეებს აჩვენებს. ეს კი კომედიური ხასიათის როლებია.
თუ კადრებით ვიმსჯელებთ ფილმი ნამდვილად მხიარული და საინტერესო ჩანს.
Комментариев нет:
Отправить комментарий