გახმაურებული ფილმის, "მილიონერი გარეუბნიდან"- ს შემდეგ ცნობილი გახდა რომ ანილ კაპური და ბრიტანელი რეჟისორი დენი ბოილი კიდევ ერთხელ აპირებენ ერთად მუშაობას. დენი ბოილმა დიდი ხანია გადაწყვიტა თავისი შემდგომი ფილმის მუმბაიში გადაღება და სურს ამაში ბოლივუდის მსახიობებიც ჩართოს.
ანილი და დენი ბოილი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს და ცხადია მათ მიიღეს გადაწყვეტილება გადაიღონ ახალი პროექტი ერთად. ახლახან კი პრესისათვის გახდა ცნობილი რომ ბოილმა ანილის ქალიშვილი, სონამ კაპური მოიწვია ქალის მთავარ როლზე. რეჟისორი შეხვდა ახალგაზრდა მომხიბვლელ მსახიობს და სონამმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.
ბოილის ახალი ფილმი გვპირდება რომ ის არ იქნება ბოლივუდური შტამპის განმეორება, მაგრამ მასში ნამდვილად იქნება კლასიკის ელემენტები.
Комментариев нет:
Отправить комментарий