ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 25 марта 2010 г.

კატრინა კეიფი 2010 წელს მნიშვნელოვნად მიიჩნევს

კატრინა კეიფს სულ ახლახან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
საკვების მიერ მიღებული მოწამვლის შემდეგ მას მოულოდნელად გული წაუვიდა. რაც გამოწვეული იყო გამოფიტვით.
თუმცა მსახიობს სხვა პრობლემები უფრო აწუხებს. ის შეწუხებულია იმ უარყოფითი აურით, რაც მის ირგვლივ შეიქმნა და ამის ძირითად მიზეზად მსახიობი პრესასა და ტელევიზიას მიიჩნევს.
ჭორები მისსა და რანბირ კაპურს შორის სავარაუდო რომანის შესახებ, ასევე ჭორი მის თითქოსდა სწრაფვაზე შაჰრუჰ ქჰანის მიმართ აშკარად უარყოფითად მოქმედებენ მსახიობის ჯანმრთელობაზე.
-ძალიან დიდი უარყოფითი ზეგავლენაა ირგვლივ და ეს მოქმედებს ჩემზე - განაცხადა მსახიობმა.
თუმცა კატრინას გადაწყვეტილი აქვს გაწონასწორდეს თავის სამუშაოზე, რადგან თვლის რომ 2010 წელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მის კარიერაში. ამ წლისათვის ის განწყობილია რომ ისევ მოიპოვებს კრიტიკებისა და თავისი მაყურებლის პატივისცემას მსახიობური თამაშითა და გარეგნობით.

3 комментария:

Анонимный комментирует...

თუ მსახიობს ძლიერი ნებისყოფა და ნერვები არ აქვს, ძნელია მათი ცხოვრება იმდენ რამეს იგონებენ მათ შესახებ და იმდენს ითხოვენ,რომ თვითონაც არ შეუძლიათ მაგრამ მოთხოვნა ადვილია და გაჭორვაც როცა შენ არ გეხება.მათზე ხომ ყველა კატეგორიის ადამიანი გამოთქვავს თავის აზრს და ნებისმიერ რამეს ლაპარაკობენ რაც თავში აზრად მოუვათ.ნინი

Анонимный комментирует...

samagierod kargadfac gulaoben... marto kargi cxovrebistvis girs mat adgilas kofna

Megi Benia комментирует...

არ მინდა შენი ჭირიმე ასეთი "გულაობა"! დღეს მშვიდად დაიძინებ და იმის გარანტია არ გაქვს, რომ დილით გაღვიძებულს შენზე რაიმე შენთვისაც კი უცხო ჭორი დაგხვდეს!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails