ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 1 марта 2010 г.

გაიცანით ჩვენი საყვარელი მსახიობების მეორე ნახევრები - კირან რაო

თხოვნითთავის პირველ მეუღლესთან, რინა დატასთან დაშორების შემდეგ, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს, ამირ ქჰანი დაქორწინდა კირან რაოზე. ეს იყო 2005 წლის 8 დეკემბერს.
კირან რაო არის პროდიუსერი, ამჟამად უკვე რეჟისორი. მისი როლი კამერის უკან უფროა, ვიდრე კამერის წინ. მისი კარიერა დაიწყო სატელევიზიო რეკლამებში რეჟისორის თანაშემწეობით, ხოლო 2000 წელს მან გადაინაცვლა მხატვრული ფილმების სფეროში, ისევ რეჟისორის ასისტენტის რანგში, ამირ ქჰანის კინოწარმოების პირველ ნამუშევარზე - ეს არის ფილმი "lagaan".
მისი ეს ნაბიჯი იღბლიანი გამოდგა რამდენიმე თვალსაზრისით.
პირველი - ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ნომინირებული იყო ოსკარზე.
მეორე კი იმ კუთხით რომ კირანი ცხოვრების სიყვარულს, ბრწყინვალე მსახიობს და სუპერვარსკვლავს, ამირ ქჰანს შეხვდა. რაც მოგვიანებით მათი ქორწინებით დამთავრდა.
ამჟამად ისინი ბედნიერად ცხოვრობენ და უძღვებიან ოჯახურ ბიზნესს - საკუთარ კინოწარმოებას.
მათ შვილი არა ჰყავთ, 2009 წელს კირანს ორსულობის მოშლა ჰქონდა, რაც წყვილმა ძალიან მძიმედ გადაიტანა.
ახლახანს კირან რაო რეჟისორის ამპლუაშიც მოგვევლინა ფილმით, "dhobi ghaat", რომელშიც მთავარ როლში ამირ ქჰანს ვიხილავთ.
მეუღლესთან ამირ ქჰანთან ერთად

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails