ჰემა მალინი ისევ პროდიუსერობას დაუბრუნდა.
აქამდე მან პროდიუსერობა გაუწია ფილმს "Dil Ashna Hai" ( 1992), სერიალს "Noopur", ტელეფილმს "Mohini" (1995).
მისი ახალი მიუზიკლის სახელწოდებაა: "Tell Me Oh Khuda" (კომპოზიტორი პრიტამი).
მთავარ როლს, ქალიშვილს, რომელიც ეძებს მამას ითამაშებს იშა დეოლი.
სურათის სიჟეტი ეხმაურება კარგად ცნობილ სიუჟეტს მიუზიკლისას "Mamma Mia", მერილ სტრიპის მონაწილეობით.
ფილმის გმირი (იშა დეოლი), მეგობრის დახმარებით ეძებს მამას. ოთხ სავარაუდო კანდიდატურას შორის მამა აღმოჩნდება განგსტერი.
ჰემას უნდოდა რომ განგსტერის როლში ამიტაბჰ ბაჩანი გადაეღო, მაგრამ მან საშინლად გადატვირთული გრაფიკის გამო თავაზიანი უარი უთხრა.
მაშინ ჰემამ დახმარებისათვის მეუღლეს მიმართა. ჰემა და დჰარმენდრა ბოლოს ერთად გამოჩნდნენ ეკრანზე 1981 წელს ფილმში "Aas Paas".
გოგონას კიდევ ერთ მამას ითამაშებს რიში კაპური, ხოლო ერთ-ერთი მამის როლზე სავარაუდოდ მოწვეული იქნება სანჯაი დატი. მეოთხე მამის შემსრულებლის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამბობენ რომ ჰემამ პროდიუსერობას ისევ მოკიდა ხელი რათა ისევ დააბრუნოს იშა ეკრანზე, რადგან მას აქამდე რაიმე მნოშვნელოვანი როლი არ შეუსრულებია. თუ ეს ფილმიც წარუმატებელი გამოდგება, შესაძლოა იშას კარიერა დასრულდეს კიდეც.
1 комментарий:
dharmendras gamochena ekranze namdvilad saintereso iqneba.
Отправить комментарий