ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 15 марта 2010 г.

ამირ ქჰანი 45 წლისაა

14 მარტს ბოლივუდის ვარსკვლავმა ამირ ქჰანმა 45 წლისთავი აღნიშნა.
ტრადიციული ტორტის გაჭრის დროს მსახიობმა გამოთქვა სურვილები.
პირველ რიგში სურს ორი ენის, მარათჰისა და ურდუს შესწავლა.
-მარათჰის ენაზე, - განაცხადა მსახიობმა, - მე შემიძლია წერა და კითხვა, მაგრამ არ შემიძლია საუბარი. ურდუს ენაზე კი პირიქით, შემიძლია საუბარი და არ ვიცი წერა-კითხვა.
გარდა ამისა სურს შეისწავლოს ცურვა და დედისგან გემრიელი საჭმელების მომზადება.
მსახიობს ასევე სურს უფრო დიდი დრო გაატაროს ოჯახთან ერთად.
მსახიობმა თაყვანისმცემლებსა და ჟურნალისტებს მოუყვა აგრეთვე ჯეიმს კამერონთან შეხვედრის შესახებ და აღნიშნა რომ ის ძალიან კარგი ადამიანი და დიდი რეჟისორია, რომელიც მყარად დგას მიწაზე.
ჰოლივუდთან თავის დამოკიდებულებაზე მსახიობმა აღნიღნა რომ ამჟამად ის არცერთ ჰოლივუდურ ფილმში არ არის დაკავებული, მაგრამ თუ იქნება რაიმე შემოთავაზება ის მზადაა სამუშაოდ.

1 комментарий:

diko_505 комментирует...

:) Amir Khan-i magaria magram dzaghls ro SRK-s sakheli daarqva gamabrazaaaaaaaaaa. :P

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails