ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 30 января 2010 г.

თხოვნები

პირველ რიგში მადლობა იმისათვის რომ საიტის ხშირი სტუმრები ხართ, მწერთ სურვილებს...
სურვილები კი ძირითადად კლიპების და გადაცემების დადებას ეხება და შეძლებისდაგვარად ვეცდები შევასრულო, თუმცა მინდა გითხრათ რომ ის გადაცემა რომელიც დავდე პირადი ჩანაწერი იყო და თუკი რაიმე გადაცემაზე მიმიწვდა ხელი აუცილებლად მოგაწვდით.
თხოვნები კლიპების შესახებ კი ძირითადად შაჰრუჰის და აიშვარიას სიმღერებს ეხებოდა ძველი ფილმებიდან.
შევეცადე ისე შემერჩია რომ ყველას სურვილი ყოფილიყო გათვალისწინებული.
მერწმუნეთ შეუძლებელია კლიპები ჭარბობდეს სტატიებს.










пятница, 29 января 2010 г.

'Mile Sur Mera Tumhara' - ბოლივუდის ვარსკვლავებმაც შეასრულეს

'Mile Sur Mera Tumhara' - ეს არის ინდოეთის ერთიანობისა და მოქალაქეობის ჰიმნი. ის შიქმნა 22 წლის წინ.
წელს კი, როცა ინდოეთის რესპუბლიკას 60 წელი შეუსრულდა სიმღერა ისევ განახლდა როგორც - "Phir Mile Sur", რომელსაც 60 ცნობილი პიროვნება ასრულებს, მათ შორის ამირ ქჰანი, პრიანკა ჩოპრა, დიპიკა პადუკონი, რანბირ კაპური, შაჰიდ კაპური, სალმან ქჰანი, შილპა შეტი, ჯუჰი ჩალვა და სხვა.
ძველ ვერსიაში მსახიობებიდან მონაწილეობდნენ: ამიტაბჰ ბაჩანი, აბიშეკ ბაჩანი, აიშვარია რაი, მითჰუნ ჩაკრაბორტი, ჯიტენდრა, ჰემა მალინი, შაბანა აზმი, შარმილა თაგორი, ტანუჯა და კიდევ ბევრი მსახიობი, აგრეთვე ლატა მანგეშკარი.
ამიტაბჰ ბაჩანმა (მან გამოუშვა ეს ალბომი) გამოხატა თავისი მადლობა და თქვა:
- მე ვიყავი ნაწილი პირველი ვერსიისა. ახლა კიდევ ერთხელ გამიმართლა ვიყო ნაწილი ამ ახალი ვერსიის.

IIFA - 2010 - ის ცერემონიალი სეულში ჩატარდება

მორიგი რიგით 11-ე ინდური კინო-აკადემიის დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება სამხრეთ კორეის დედაქალაქში, სეულში. შემდგომი 2011 წლის ცერემონიალი კი პირველად ჩატარდება ამერიკის კონტინენტზე, ტორონტოში (კანადა), 16 - 19 ივნისი.
აკადემიის საპატიო პრეზიდენტი არის ამიტაბჰ ბაჩანი, ხოლო შოუს ორგანიზებით დაკავებულია კომპანია "Wizcraft International Entertainment Pvt. Ltd"
წინა 10 -ე საიუბილეო ცერემონიალი მაკაოდან (ჩინეთი) პირდაპირ ეთერში 350 მლნ მაყურებელმა ნახა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც შეესაბამება ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალს.
IIFA ერთადერთი ცერემონიალია რომელსაც არა აქვს მუდმივი ადგილი და ყოველწლიურად ტარდება ინდოეთის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა კონტინენტებზე. ამის მიზანი კი ბოლივუდის პროდუქციის პროპაგანდა და გაყიდვის სტიმულირებაა.
ცერემონიალს ესწრება ინდური კინოწარმოების ყველა მნიშვნელოვანი კინოვარსკვლავი და კინომოღვაწე.
IIFA 2009 დაჯილდოება

четверг, 28 января 2010 г.

პენელოპა კრუსი: ინდური კინოს დიდი თაყვანისმცემელი ვარ!"


პენელოპა კრუსი ძალიან დაინტერესებულია ინდური ფილმებით და ამბობს რომ სურს იმუშაოს შაჰრუჰ ქჰანთან ერთად.
მსახიობი რომელიც ნომინირებული იყო ოსკარზე როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისათვის, "volver", პატივისცემას გამოხატავს ინდური კინოსადმი.
- მე ვარ ინდური კინოს დიდი თაყვანისმცემელი და მსურს ვიმუშაო შაჰრუჰ ქჰანთან. მე მიყვარს ინდოეთი. მე მაქვს სცენარი და ჩვენ ვაპირებთ გადავიღოთ ფილმი ინდოეთში - თქვა მსახიობმა.
პენელოპა ითამაშებს მთავარ როლს ჰავიერ მორის ორიგინალური რომანის ეკრანულ გადაწყვეტაში, რომელსაც ინდოეთში გადაიღებენ.


კანგანა რანაუტს აქვს საბაბი იზეიმოს

კანგანა რანაუტის სიხარულს საზღვარი არა აქვს, რადგამ მას ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ფილმში, "fashion", 56 -ე ეროვნულ დაჯილდოებაზე მიაკუთვნეს ნაციონალური პრემია.
აღფრთოვანებულმა კანგანამ თქვა: "ჩემს სახლში ახლა "მინი-დღესასწაულია", თუმცა ჩემი მშობლები აატირა ამ ამბის გაგებამ. მე მოვიპოვე ქვეყნის უმაღლესი ჯილდო 23 წლის ასაკში. ამაზე მეტი რა შეიძლება გავაკეთო? მგონი აჯობებს ჩავალაგო ყველაფერი და ჩემს მშობლებთან დავბრუნდე ჰიმჩალის შტატში.
გარდა მშობლებისა კანგანას სიხარულს თაყვანისმცემლებიც იზიარებენ.
სამირმა, ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა დელიდან უზარმაზარი საჩუქარი მიართვა ნაციონალური ჯილდოს აღსანიშნავად. ეს საჩუქარი შეიცავდა სამ დიდ ყუთს, რომელთაგანაც ერთში იდო 22 ბოთლი ღვინო, მეორეში 22 სხვადასხვა ნამცხვრის ასორტი, მესამეში კი 22 აქსესუარი, როგორიცაა: საყურე, ყელსაბამი სამაჯური და სხვა.
საჩუქარს თაყვანისმცემლის ბარათი ერთვოდა, სადაც ეწერა: "22 იმიტომ რომ თქვენ 22 წლის ხართ და ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ასეთი წარმატების მიღწევა ძალიან რთულია."
ამაზე მეტი რა უნდა ინატროს 22 წლის მსახიობმა ქალმა.

среда, 27 января 2010 г.

რანი მუქერჯის დეტექტივში გადაიღებენ

ცნობილი გახდა რომ რანი მუქერჯის გადაიღებენ პოლიტიკურ დეტექტივში უცნაური სახელწოდებით, " No One Kill Jessica", (არავის მოუკლავს ჯესიკა). რეჟისორი და სცენარის ავტორი რაჯკუმარ გუპთა.
სიუჟეტს საფუძვლად უდევს ტოპ-მოდელ ჯესიკა ლალის გახმაურებული მკვლელობა. იგი მუშაობდა დელის ფეშენებელურ რესტორანში და მოკლული იქნა 1999 წლის 30 აპრილს, მას შემდეგ რაც უარი უთხრა ყოფილი მინისტრის, ვინოდ შარმას შვილს, მანუ შარმას, მომსახურეობაზე.
ყველა ბრალდებული ამ საქმეში გამართლებული იქნა. მოგვიანებით დიდი შრომის ფასად საბრინამ, ჯესიკას დამ შეძლო მიეღწია ამ საქმის თავიდან განხილვისათვის და მანუ შარმას 7 წლის შემდეგ მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.
ჯესიკას როლზე რეჟისორმა მიიწვია რანი მუქერჯი, ხოლო მისი დის, საბრინას როლზე დაკავდება ვიდია ბალანი.

კიდევ ერთი პრემიერა კ/თ "საქართველო" - ში

რამდენიმე სტატია უკვე დავწერე საიტზე იმის შესახებ, რომ სანზონაში მდებარე კინოთეატრმა "საქართველო"-მ თბილისელი ინდური კინოს მოყვარულთათვის ასე საყვარელი კინოთეატრი "ახმეტელი" ჩაანაცვლა და ოქტომბერში დაიწყო ინდური ფილმების ჩვენება.
რამდენიმე ფილმის პრემიერა შედგა კინოთეატრში და ის მაყურებელი ვინც ესწრებოდა ამ პრემიერებს დამეთანხმება რომ თითოეული სეანსი,
თანამედროვე სტანდარტების დონეზე აღჭურვილ კინოთეატრში ნამდვილად სიურპრიზი იყო.
მცირე შესვენების შემდეგ კინოთეატრი ისევ აგრძელებს ფილმების პრემიერებს.
31 იანვარს, კვირას, 12 სთ-ზე, კინოთეატრში შედგება გრანდიოზული პრემიერა 2010 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმისა, "მამიკო".
ფილმის შესახებ რამდენიმეჯერ უკვე დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ფილმი რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. მამაშვილის, ამიტაბჰ და აბიშეკ ბაჩანების მიერ განსახიერებული მამა-შვილური ურთიერთობები, საუკეთესო სიუჟეტი და სასიამოვნო მუსიკა...
ნებისმიერ ინდური კინოს მოყვარულს და არა მარტო მათ, ვურჩევ არ გამოტოვონ ფილმის პრემიერა.
მანამდე კი, ვითვალისწინებ რა ქართულ პრესასა და ტელევიზიაში ბოლივუდის შესახებ ინფორმაციისა და გადაცემების სიმცირეს, გთავაზობთ რამდენიმე წლის წინ, ტ/კ "იმედის" ეთერში გასული გადაცემა "დროება"- ს შემოკლებულ ვარიანტს. სულ სამი-ოთხ გადაცემას თუ დავითვლით ქართულ არხებზე ინდოეთისა თუ კერძოდ ბოლივუდის შესახებ. ეს გადაცემაც ერთ-ერთი მათგანია.
გადაცემა "დროება" - ს სიუჟეტი (შემოკლებული ვარიანტი)

вторник, 26 января 2010 г.

რესპუბლიკის დღე ინდოეთში

60 წლის წინ 1950 წელს ბრიტანეთის დომინანტი ინდოეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა. სწორედ 1950 წელს გამოცხადდა 26 იანვარი დამოუკიდებლობის დღედ და მას შემდეგ ყოველ წელს აღინიშნება. ამ დღეს ხდება სადღესასწაულო პროცესიების ორგანიზება დელში და ასევე სხვა შტატების ცენტრში.
დელში ეს ცერემონიალი ჩაივლის ცენტრალურ პროსპექტზე პრეზიდენტის სასახლიდან ინდოეთის კარიბჭემდე. პროცესიაში მონაწილეობს პროსპექტის ორივე მხარეს შეკრებილი მრავალათასიანი მოსახლეობა სხვადასხვა შტატიდან, აგრეთვე მოსწავლეთა კოლონები, ხალხური ცეკვებისა და სიმღერების შემსრულებლები და რათქმაუნდა ორკესტრი. იმართება ფესტივალები თეატრალური წარმოდგენები.
საზეიმო ცერემონიალს ესწრება ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი, ასევე თან ახლავს სამხედრო პარადი, რაც თანამედროვე შეიარაღებული ძალების დემონსტრირებას წარმოადგენს. გამარჯვების მოედანზე იმართება ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავთა ესკადრილია.
26 იანვრის შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნულ სტადიონზე იმართება ხალხური ცეკვებისა და სიმღერის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობს თითქმის ყველა შტატის წარმომადგენელი.
სამხედრო სასულე ორკესტრი ასრულებს მარშს, ხოლო მზის ჩასვლისას ჩაბნელებული ზეცა ნათდება ფეირვერკით.
წელს 25 იანვარს, რესპუბლიკის დღის ზღვარზე გამოცხადდა რომ "პადმა ბჰუშანის" საპატიო წოდება მიენიჭა მსახიობ ამირ ქჰანს, კომპოზიტორ რაჰმანს, მოცეკვავე - მალიკა სარაბჰაის.
"პადმა შრის" საპატიო წოდებაზე წარადგინეს მსახიობები, რექჰა, საიფ-ალი ქჰანი. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი
გაიმართება მარტში ან აპრილში პრეზიდენტის სასახლეში.
"პადმა ბჰუშანის" საპატიო წოდება - მესამე, ხოლო "პადმა შრის" წოდება მნიშვნელობით მეოთხეა სამოქალაქო პირთა საპატიო წოდებებს შორის.
დიპიკა პადუკონი - ფოტო სპეციალურად რესპუბლიკის დღისათვის

понедельник, 25 января 2010 г.

გალერეა

როგორ იქმნებოდა "ორო"-ს ნიღაბი ფილმისათვის "მამიკო"

воскресенье, 24 января 2010 г.

"მამიკო" - ამიტაბჰ ბაჩანის მიერ შესრულებული კიდევ ერთი შედევრი

66 წლის მსახიობის მიერ შესრულებული 13 წლის გენეტიკურად დაავადებული ბიჭის როლი.
ფილმი რომელიც კიდევ ერთხელ განგაცვიფრებთ როგორც არაჩვეულებრივი სცენარით ასევე მსახიობების არაჩვეულებრივი თამაშით.
ამ ფილმის შესახებ რამდენიმე სტატია უკვე დევს ბლოგის უკანა გვერდებზე, ასე რომ მასზე საუბარს აღარ ვაპირებ. თუმცა თვალი გადავავლოთ რა ხდებოდა ფილმის პრემიერაზე, რომელსაც ბოლივუდის თითქმის ყველა წამყვანი სახე ესწრებოდა.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails