ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 26 января 2010 г.

რესპუბლიკის დღე ინდოეთში

60 წლის წინ 1950 წელს ბრიტანეთის დომინანტი ინდოეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა. სწორედ 1950 წელს გამოცხადდა 26 იანვარი დამოუკიდებლობის დღედ და მას შემდეგ ყოველ წელს აღინიშნება. ამ დღეს ხდება სადღესასწაულო პროცესიების ორგანიზება დელში და ასევე სხვა შტატების ცენტრში.
დელში ეს ცერემონიალი ჩაივლის ცენტრალურ პროსპექტზე პრეზიდენტის სასახლიდან ინდოეთის კარიბჭემდე. პროცესიაში მონაწილეობს პროსპექტის ორივე მხარეს შეკრებილი მრავალათასიანი მოსახლეობა სხვადასხვა შტატიდან, აგრეთვე მოსწავლეთა კოლონები, ხალხური ცეკვებისა და სიმღერების შემსრულებლები და რათქმაუნდა ორკესტრი. იმართება ფესტივალები თეატრალური წარმოდგენები.
საზეიმო ცერემონიალს ესწრება ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი, ასევე თან ახლავს სამხედრო პარადი, რაც თანამედროვე შეიარაღებული ძალების დემონსტრირებას წარმოადგენს. გამარჯვების მოედანზე იმართება ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავთა ესკადრილია.
26 იანვრის შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნულ სტადიონზე იმართება ხალხური ცეკვებისა და სიმღერის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობს თითქმის ყველა შტატის წარმომადგენელი.
სამხედრო სასულე ორკესტრი ასრულებს მარშს, ხოლო მზის ჩასვლისას ჩაბნელებული ზეცა ნათდება ფეირვერკით.
წელს 25 იანვარს, რესპუბლიკის დღის ზღვარზე გამოცხადდა რომ "პადმა ბჰუშანის" საპატიო წოდება მიენიჭა მსახიობ ამირ ქჰანს, კომპოზიტორ რაჰმანს, მოცეკვავე - მალიკა სარაბჰაის.
"პადმა შრის" საპატიო წოდებაზე წარადგინეს მსახიობები, რექჰა, საიფ-ალი ქჰანი. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი
გაიმართება მარტში ან აპრილში პრეზიდენტის სასახლეში.
"პადმა ბჰუშანის" საპატიო წოდება - მესამე, ხოლო "პადმა შრის" წოდება მნიშვნელობით მეოთხეა სამოქალაქო პირთა საპატიო წოდებებს შორის.
დიპიკა პადუკონი - ფოტო სპეციალურად რესპუბლიკის დღისათვის

3 комментария:

Анонимный комментирует...

vaa amatac da chvenc e26-shi qoniat damoukideblobis dge

rumirumi71 комментирует...

ნინო მადლობა საინტერესო თემისთვის :) გაიხარე. აბა მე არც კი გამხსენებია :)))) დელიში მართლაც მაგარი იქნება, ის ადგილები, სადაც მთავრობა და პარლამენტია, ულამაზესია და წარმომიდგენია ახლა რა ამბავი იქნება იქ. გაიხარე!!!

Unknown комментирует...

ვერ დამაჯერებ რომ შენ არ გაგხსენებია, თუმცა დარწმუნებულუი ვარ ყველაფრის კეთებას რაღაცნაირად მუზა სჭირდება და შენი მუზა დროებით ისვენებს და შენც გასვენებს, ასე რომ სოსო დარწმუნებული ვარ მალე დაგიბრუნდება და ისევ ისეთი შემართებით მიუბრუნდები ბლოგს მეგობარო.
ეს სამყარო ისეთია ერთი თუ შეაბიჯე მერე უკან გზა აღარა გავქს!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails