ფილმ "Veer"- ის გადაღებების პროცესში, ზარინა ქჰანს საგულდაგულოდ მალავდნენ საზოგადოებისაგან. ფილმი თითქმის მზადაა და სულ უფრო მეტი რამ ხდება ცნობილი ამ ქალბატონის შესახებ.
მსახიობს შოკოლადის დიეტა დაუნიშნეს, რათა პრინცესა იაშოდჰარას როლისათვის ოდნავ მოემატა. ფილმში სალმანი თამაშობს მეომარი პრინცის "Veer" -ის როლს.
შეკითხვაზე ზარინმა უპასუხა, რომ მსახიობობაზე არასოდეს უოცნებია.
- მე მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია, ყოველთვის ექიმობა მინდოდა, მაგრამ ფინანსურმა მდგომარეობამ არ მომცა ამის განხორციელების საშუალება. ბედისწერას სხვა რამ ჰქონდა ჩემთვის მომზადებული და მე ხელი მოვაწერე პატარა სამოდელო კონტრაქტს. ყველაზე თამამ ოცნებებშიც არ მიფიქრია რომ მე მსახიობი გავხდებოდი. მიუხედავად მსახიობობისა ვფიქრობ რომ ახლა შევძლებ ავისრულო ოცნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий