რიტიკ როშანი - ბერძნების ღმერთი, როგორც მას მოიხსენიებენ 36 წლის გახდა. ყველაზე სიმპათიური და სექსუალური, ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი 1974 წლის 10 იანვარსაა დაბადებული.
ბავშვი რომელიც, როგორც ამბობენ 2, 3 სიტყვას ერთმანეთს ვერ აბამდა, დღეს ბოლივუდის უდიდესი ვარსკვლავია. ის არის არაჩვეულებრივი გარეგნობის და ცეკვავს არაჩვეულებრივად.
მისი მონაწილეობით უამრავი ფილმი ახსოვს ინდური კინოს მოყვარულთ, თუმცა 2003 წელს გამოსული ფილმი, "koi... mil gaya", რომელშიც გონებრივად ჩამორჩენილი ბიჭის როლი ითამაშა, ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა და ნამდვილ ჰიტად იქცა.
ამის შემდეგ ის გახდა ფრთხილი ფილმებისა და როლების არჩევაში. ჩვენ ვნახეთ შემდეგი მისი ფილმები: "lakshya", რომელიც შესაძლოა მის კარიერაში ყველაზე კარგ ფილმად ჩაითვალოს, "krrish", "dhoom 2" და Jodha Akbar", რომლისთვისაც მან მიიღო უამრავი ჯილდო.
რეჟისორი სუბჰაშ გჰაი ამბობს:
- მე ვნახე რიტიკი როგორ იზრდებოდა დამწყებიდან დიდ ვარსკვლავამდე. მან მიაღწია ვარსკვლავობას დაუღალავი შრომით. ის ინტერესით ეკიდება ყოველ ფილმს და ამავე დროს შთააგონებს რეჟისორებს. ის ენერგიულია კამერის წინ და მთელ თავის ენერგიას ახმარს სამუშაოს. მე მიყვარს ის ამისათვის და ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს.
მისი ბოლო ფილმი, "Kites" უკვე მზადაა და გამოვა ამ წლის მაისში. ფილმს უკვე დიდი ინტერესით ელოდება ინდური კინოს მოყვარულები.
ვულოცავთ მსახიობს დაბადების დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში.
გარდა რიტიკ როშანისა დღეს, 10 იანვარს დაბადების დღე აქვს ინდური კინოს მოუვარულთათვის კარგად ნაცნობ სახეს, ბ-ნ დათო ბეჟიტაშვილს, ადამიანს რომელიც თითქმის ორი ათეული წელია ეწევა საქართველოში ინდური ფილმების პოპულარიზაციას. ყველა ინდური კინოს მოყვარულის სახელით ვულოცავ მას დაბადების დღეს და ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და წარმატებულ შემოქმედებით გზას.
Комментариев нет:
Отправить комментарий