ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 11 января 2010 г.

ამირ ქჰანი 10 წლის პაუზის შემდეგ ისევ სცენაზე



ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბოლივუდის ვარსკვლავი ამირ ქჰანი ისევ დათანხმდა გამოსულიყო სცენაზე Cine Artistes Association-ის მიერ დაგეგმილ კონცერტზე, ახალბედა მსახიობების წახალისების მოტივით.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტი ჯონი ლევერი ამბობს, მან პირადად სთხოვა შაჰრუჰ ქჰანს, სალმან ქჰანს, საიფ-ალი ქჰანს, რიტიკ როშანს, ამირ ქჰანს, აქშაი კუმარს და ბოლივუდის კიდევ რამდენიმე მსხვილ ვარსკვლავს მიეღოთ კონცერტში მონაწილეობა. ამირ ქჰანი არა მარტო დათანხმდა არამედ თავად დაგზავნა ტექსტური შეტყობინებები ბიზნესის ყველა "დიდ სახეებთან" მიეღოთ მონაწილეობა.
დათანხმდა შაჰრუჰიც, რიტიკიც... სია გრძელია, ვისაც დავუკავშირდით ყველა დარწმუნდა რომ კონცერტი რომელიც შემდგომ გადაიცემა ტელევიზიით თანამგზავრის მეშვეობით, ემსახურება კეთილ საქმეს.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails