7 იანვარს თავის იუბილეს ბიპაშა ბასუ დელში შეხვდა, თუმცა ჯონ აბრაჰამის გარეშე, მიუხედავად იმისა რომ ჯონიც დელში იყო.
წყვილი ერთად ჩამოფრინდა დელში რომ დასწრებოდნენ ბიპაშას დაბადების დღესთან დაკავშირებულ სპეციალურ სადილს. თუმცა ჯონიმ ამჯობინა ავტომობილებთან გაეტარებინა დღე, ვიდრე საყვარელ ქალთან მის დაბადების დღეზე.
როგორც ბიპაშამ აღნიშნა ეს მისი პირველი დაბადების დღეა დელში.
- ამ ქალაქთან მე ბევრი რამ მაკავშირებს, მე დავიბადე აქ და ამიტომაც გამიჩნდა თუ არა შესაძლებლობა აქ გამეტარებინა დაბადების დღე მაშინვე გამოვიყენე ეს შანსი.
ამას დაემატა ისიც რომ დელიში ნამდვილი ზამთრის სიცივე იყო. როგორც მსახიობი ამბობს მას ძალიან უყვარს ზამთარი.
- ამ დღეს დელიში ავტომობილების გამოფენა იყო. როგორც იცით ჯონს უყვარს ყველაფერი, რაც ბორბლებზე დადის და ვერ იტანს დაბადების დღეებს. ასე რომ იგი ბედნიერი იყო მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების გვერდით ყოფნით, - ამართლებს თავის რჩეულს ბიპაშა და განმარტავს:
- როცა ნამცხვრების გაჭრის დრო დგება ჯონი სხვა მხარეს გარბის. მე კი მთელი დღე გავატარე ტორტებისა და ნამცხვრების ჭრაში მეგობრებისა და ნათესავების ჯგუფებთან ერთად. ამჯერად ჩემი ერთადერთი და არ ესწრებოდა წვეულებას რადგან იგი სწავლობს და ძალიან გვაკლდა. თუმცა ჩემი მშობლები და მეორე და ოჯახით ჩემთან ერთად იყვნენ.
როდესაც დელიდან დავბრუნდი, სახლი ყვავილებით სავსე დამხვდა. ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზია ახლადმოწყობილ ბინაში ყვავილები. ჩემი სახლი სურნელოვანი და მიმზიდველი იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий