დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ფოტოგრაფის რამდენიმე ფოტომ რომელიც წინა სტატიაში დავდე. გთავაზობთ უფრო მეტ ინფორმაციას და მის კიდევ რამდენიმე ფოტონამუშევარს
დაბო რატნანი მეუღლესთან და შვილთან ერთად
გასულ წელს პროფესიონალმა ფოტოგრაფმა დაბო რატნანმა იმუშავა 48 ვარსკვლავთან.
2010 წელში ის იმუშავებს 24 ვარსკვლავთან შავ-თეთრ ფოტოებზე. მათ შორის არის მისი ძველი ფავორიტები და რამდენიმე ახალი სახე.
-ყველა ვარსკვლავი ვისთანაც ვმუშაობ, - ამბობს დაბო რატნანი, - კომფორტულად გრძნობენ თავს ყველაფერში, რასაც გადავწყვეტ. ისინი არასოდეს მისვამენ ზედმეტ კითხვას იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა ერთმანეთის. ამიტომ როცა განვიხილავ კონცეფციას მათთან ერთად ისინი ეთანხმებიან ჩემს გადაწყვეტილებას. მე ვუზიარებ მათ 3 ან 4 სხვადსხვა იდეას. თუ მე ისინი ვერ დავარწმუნე მაშინ ჩვენ ვამუშავებთ კონკრეტულ საკითხს. აუცილებელია დარწმუნებული ვიყოთ ერთმანეთში და მხოლოდ მაშინ როცა მოდელს შეუძლია შეიგრძნოს სურათი, მიიღება სასურველი შედეგი.
მე ვმუშაობ კალენდრებზე მრავალი წელია. 2000 წელს მე გამოვეციკალენდარი მცირე რაოდენობით და დავურიგე მხოლოდ ახლო მეგობრებსა და ადამიანებს ვისთანაც ვმუშაობ, მაგრამ რეაქცია იყო ისეთი გამამხნევებელი რომ გადავწყვიტე ეს მუდმივად მეკეთებინა. ყოველი ნამუშევარი მიბიძგებს იქითკენ რომ მომდევნო წლის კალენდარი კიდევ უფრო უკეთესი იყოს. ეს მეხმარება გავიზარდო როგორც ფოტოგრაფი. მე მიხდება მუშაობა ჟურნალებისათვის, ფილმებისათვის, მაგრამ კალენდარი ჩემი საავტორო ნამუშევარია.
Комментариев нет:
Отправить комментарий