რიტეშ დეშმუქჰი დაიბადა 1978 წლის 17 დეკემბერს. ის არის მაჰარაშტრას შტატის მთავარი მინისტრის შვილი.
მისი დებიუტი შედგა ფილმში, "Tujhe Meri Kasam" 2002 წელს.
2005 წელს მან მიიღო საუკეთესო კომიკური როლისათვის ჯილდო ფილმში "Bluffmaster"
ახალგაზრდა მსახიობს, ხშირად ინდური კომედიების მეფეს, გოვინდას ადარებენ, თუმცა რიტეშის თქმით ინდურ კინოში არსებობს მხოლოდ ერთი, შეუდარებელი გოვინდა და მასთან შედარება უკვე დიდი ჯილდოა.
რიტეში აღიარებს რომ ბევრი რამ ისწავლა ამ მსახიობისგან და მადლობელია მისი ენის, სხეულის და ხმის მოდულაციების გაკვეთილებისათვის.
მსახიობს იმედი აქვს რომ მისი ბოლო ფილმების, " Rann" და " Aladdin " ნახვის შემდეგ მაყურებელი დაინახავს მის მრავალმხრივ არტისტულ ხელოვნებას. ამ ბოლო ფილმებში მსახიობი ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად მონაწილეობს და თვლის რომ ასეთ დიდ მსახიობთან ერთად მუშაობის გამოცდილება დიდი სკოლაა. ის აპირებს მოგვიანებით სიამაყით უამბოს შვილიშვილებს ლეგენდარულ ამიტაბჰთან ერთობლივი მუშაობის შესახებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий