იმრან ქჰანის თაყვანისმცემელი გოგონების იმედგაცრუების მიზეზი გახდა მათი სათაყვანო გმირის ნიშნობა ავანტიკა მალიკთან, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა.
იმრანი და ავანტიკა ერთად ჩავიდნენ კარჯატში, მალიკების სახლში, სადაც შედგა მათი ნიშნობა. 27 წლის ვარსკვლავი 5 წლის მანძილზე ხვდებოდა ავანტიკას.
ნიშნობა ვიწრო წრეში აღნიშნეს. მას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. ნიშნობაზე იმრანის მამა ჩამოფრინდა ამერიკიდან. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც მამამ შვილთან ერთად გაინაწილა. როგორც ცნობილია იმრანის მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუმცა იმრანს კარგი ურთიერთობა აქვს მამასთან და ის კალიფორნიაშიც ცხოვრობდა მასთან.
ასევე ჩამოვიდა იმრანის ბიძა, ამირ ქჰანი, მეუღლესთან კირან რაოსთან და ვაჟიშვილთან ერთად. მისი ყოფილი მეუღლეც ესწრებოდა ნიშნობას.
რაც შეეხება დანარჩენ სტუმრებს აქ იყვნენ: კარან ჯოჰარი, კუნალ კოჰლი, კუნალ კაპური, აბჰაი დეოლი.
იმრანს სურდა ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო მისი მომავალი მეუღლისათვის და მას ევროპიდან სპეციალურად ჩამოყვანილი წითელი "ფოლკსვაგენი" აჩუქა, რომელიც მსახიობმა ერთი თვის წინ სპეციალურად ჩამიყვანა ავანტიკასათვის.
1 комментарий:
იმრანი კარგი ბიჭია ! ძლიან სიმპათიური, ასეთი გოგო ნამდვილად არ ხვდებოდა. ნუ რას ვიზამთ! შეიძლება ის შინაგანად კარგი პიროვნება იყოს!
Отправить комментарий