9 იანვარს ღამის 2 საათზე, თავისი დაბადების დღის ზღვარზე რიტიკ როშანი იდგა თავისი სახლის (ჯუჰუ) აივანზე, მე-8 სართულზე და იმეორებდა: "მიშველეთ". ნებისმიერი ვინც გაიგებდა იფიქრებდა რომ მას სუზანთან მოუვიდა სერიოზული უსიამოვნება. თუმცა როცა ჩვენ გავარკვიეთ ჭეშმარიტი მიზეზი ამისა, - წერს გაზეთ "Navbharat Times"-ის რეპორტიორი, - აღმოჩნდა რომ რიტიკი გადიოდა რეპეტიციას დიალოგისას, რეჟისორ სანჯაი ლილა ბჰანსალის ახალი ფილმიდან: "Guzaarish", რომელშიც ის აიშვარია რაისთან ერთად ითამაშებს.
ის იმდენად ხმამაღლა იმეორებდა რომ მისი ხმის გაგონება შეიძლებოდა მეზობელ ქუჩებზე და გაზეთის რეპორტიორმა, ყველაფერი ეს თავად გაიგონა. ნახევარი საათის შემდეგ, როცა დაამთავრა რეპეტიცია, მსახიობმა შეწყვიტა ყვირილი და შუქი ჩააქრო.
როგორც გაირკვა რიტიკი ყოველთვის მეცადინეობს თავის დიალოგებს შინ, რომ გადასაღებ მოედანზე მივიდეს მომზადებული.
- ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა რიტიკი დგას სახლის აივანზე და გაჰყვირის მთელი ხმით თავის როლს, ისე რომ არ ფიქრობს, მეუღლეზე, ბავშვებზე და მეზობლებზე, ირონიით ამბობს რეპორტიორი.
1 комментарий:
:))))))))) Mere raa,sakvareliaaaaaaaa
Отправить комментарий