ამირ ქჰანის ახალმა სამსახიობო ნამუშევარმა "სამი იდიოტი", გამოსვლისთანავე მოაგროვა სამი მილიარდი რუპია. ამასთან ფილმმა მოახდინა ფურორი ყველა ქვეყანაში. ამერიკაში მის ანგარიშზე ორ კვირაში 5 მლნ დოლარია. ტირაჟი დაახლოებით ასზე მეტი ფილმის ასლია. არაბეთში დაახლოებით 3 მლნ დოლარი, ხოლო ინგლისში 2 მლნ ფუნტი სტერლინგი შემოვიდა.
მიუხედავად ფენომენალური წარმატებისა პროდიუსერმა ადვილად დაკარგა სიმშვიდე პრესკონფერენციაზე როცა მას ჟურნალისტმა ჰკითხა:
-მართალია თუ არა რომ ფილმის 70 % დაფუძნებულია მწერალ ჩეტანა ბჰაგატას წიგნზე, "Five Point Someone", ამას აცხადებს თითონ მწერალი.
პროდიუსერი გაბრაზდა და ჩაეკითხა ჟურნალისტს, უნახავს თუ არა თავად ეს ფილმი ან წაუკითხავს თუ არა წიგნი. რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა რომ ფილმი ნახა, მაგრამ წიგნი არ წაუკითხავს. ამან კიდევ უფრო გააცეცხლა პროდიუსერი და ყვირილი დაიწყო:
- მაშინ მოკეტე. თუ არ წაგიკითხავს წიგნი, როგორ შეგიძლია თქვა რომ ფილმის
70 % მისგანაა აღებული.
პროდიუსერის საქციელმა გამოიწვია განრისხება რეპორტიორებს შორის და მათ მოითხოვეს რომ ფილმის შემქმნელს ბოდიში მოეხადა. მან ეს გააკეთა ერთი კვირის შემდეგ როცა აღიარა რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო. თან განაცხადა რომ მას არ უნდა შეხვედრა მწერალ ჩეტანა ბჰაგატთან, რადგან ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი ცუდი განზრახვით. პროდიუსერი ამტკიცებს, რომ მწერალმა ხელი მოაწერა კონტრაქტს და აიღო ფული. მას ავანსი გადაუხადეს ფილმის გამოსვლამდე, რაზეც ახლა დუმს.
თუმცა მწერალი დაჟინებით ამბობს რომ მას არ გადაუხადეს ჰონორარი, არადა ფილმის უმრავლესობა სცენები აღებულია მისი ბესტსელერიდან.
4 комментария:
Am shemtkhvevashi ra rogor iko ar vici magram khandakhan jurnalistebs martla zedmetebi mosdit kholme...
ეს ფილმი არ იქნება მაღაზია პლანეტა ბოლივუდში? თარგმანის გარეშე კი მაქ ნანახი, მაგრამ..... მაინტერესებს ძალიან!
ძაან დავინტერესდი ამ ბოლო დროს ამირით რაღაც!
filmi aucileblad iqneba megi ogond jer uaxloesi sami filmia, rigshi romelta reklamac devs saitze
Отправить комментарий