ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 11 марта 2010 г.

ზინათ ამანი - აქამდე უცნობი დეტალები მსახიობის ცხოვრებიდან

წარმატებისა და დიდების მეორე მხარე
ზინათ ამანი სანჯაი ქჰანთან - ფილმიდან "აბდულა"

70-ანი წლების ბევრ ვარსკვლავზე უკვე დავწერე ბლოგზე და მიხარია რომ მათ მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა. განსაკუთრებით სასიხარულოა როცა მათ შესახებ ახალ თაობას აინტერესებს. მითუმეტეს როცა ეს ეხება ისეთ მსახიობებს რომლებიც სამწუხაროდ დღესდღეობით ან ნაკლებად ან საერთოდ აღარ ჩნდებიან საზოგადოებასა თუ ეკრანზე.
ასეთ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება წარსულში ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კაშკაშა ვარსკვლავი ზინათ ამანი.
მის შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები თუ რამდენიმე სხვა სტატია უკვე დევს ბლოგზე და დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ნახონ, თუმცა ამჯერად სხვა კუთხით მინდა წარმოგიდგინოთ ამ წარმატებული ქალბატონის წარუმატებელი პირადი ცხოვრება.
მაშ ასე, მისი მეორე მეუღლის მაზარ ქჰანის შესახებ უკვე წაიკითხავდით ამ ბლოგზე. მათი ურთიერთობა რამდენიმე წელი გაგრძელდა თუმცა საბოლოოდ მაინც განქორწინებით დასრულდა. ზინათმა მას ცხოვრების საუკეთესო წლები დაუთმო და სამაგიეროდ უდიდესი ტკივილი და იმედგაცრუება მიიღო.
ამჯერად მისი ცხოვრების შედარებით უცნობ დეტალზე, მის პირველ ხანმოკლე ქორწინებაზე მინდა მოგითხროთ.
ალბათ უმრავლესობას ნანახი აქვს წარსულში ძალიან პოპულარული ფილმი "აბდულა". ჩემი ბავშვობის მოგონებებში ეს ფილმი ასოცირდება ზინათ ამანისა და სანჯაი ქჰანის ულამაზეს წყვილთან. რაჯ კაპურის შეუდარებელი თამაში მხოლოდ მოგვიანებით შევნიშნე როცა ფილმის შინაარს უფრო ჩავწვდი. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი რომ ამ ულამაზეს ეკრანულ წყვილს შესაძლებელი იყო ცხოვრებაში ასეთი საბედისწერო ურთიერთობა ჰქონოდათ.
1976 წელი. ზინათსა და სანჯაის შორის, რომელსაც მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავდა, საზოგადოებისადმი "სამარცხვინოდ" შერაცხული სასიყვარულო ურთიერთობა იწყება.

შესაძლოა ის რაც ზინათ ამანისათვის საბედისწერო სიყვარულს წარმოადგენდა სანჯაისათვის მხოლოდ მორიგი სასიყვარულო კავშირი იყო.
1976 წელს მან ჟურნალ "STARDUST"-ს მისცა ინტერვიუ, სადაც ასეთ რამეს ამოიკითხავთ:
-თავქარიანი სასიყვარულო კავშირები ქმრისათვის - ეს კარგია! ერთგულება ისეთ ძველმოდურ სიტყვად გვეჩვენება... მამაკაცი წმინდანი არაა!
ის ყოველთვის ადასტურებდა ამას.
-ქალები რომელთაც გამოკვეთილი ინდივიდუალურობა ქონდათ, ყოველთვის მიდიოდნენ ჩემგან - განაცხადა მსახიობმა.
ზინათისათვის რომელიც ამბობდა, რომ ის ეძებდა რბილი ხასიათის ადამიანს იუმორის გრძნობით, ეს ურთიერთობა თავიდან იყო საჭიროება იმისა, დაემტკიცებინა რომ მას შეუძლია გახდეს სულ სხვა ქალი.
- მე გამუდმებით ვფიქრობდი, "ის არავინ არის, ერთი წარუმატებელი ადამიანია", ის იყო პროფესიულ და კარიერულ ვაკუუმში მაგრამ თუ გულახდილად ვიტყვით მან შეავსო ჩემი ემოციური ვაკუუმი. მე გულზე მძიმე ტვირთად მქონდა, რომ ის ცივსისხლიანი ადამიანი იყო და შესაძლოა ქვეცნობიერში მსურდა დამემტკიცებინა რომ ეს ასე არ იყო.
მთელი ჩემი მანამდელი ცხოვრება ჩემთვის გაიღებდნენ და ახლა უკვე მე მივედი იმ სტადიამდე როცა თითონ ვიყავი მზად რომ გამეცა.
და მე გავცემდი, გავცემდი მანამ სანამ ბოლომდე არ გამოვიფიტე. მე გავეცი უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გაეცა.
დიახ, მან გასცა იმდენი რომ პიროვნება - ზინათ ამანი რადიკალურად შეიცვალა. ის გახდა ძალიან მორჩილი. მაშინ როცა სანჯაი მისი სიყვარულით ტკბებოდა ის არ იყო მზად მეუღლესთან დასაშორებლად. ის რათქმაუნდა დაქორწინდა ზინათზე და ზინათი რომელიც არ იყო მიჩვეული ყოფილიყო "მეორე" ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, მორჩილად შეეგუა ამას. თუმცა მუდმივად ბედნიერის ნიღბის ქვეშ ვერ იქნები. სანჯაის მეუღლე, ზარინა ფეხმძიმედ იყო. მის მაშინდელ ინტერვიუში (1978 წ. აგვისტო) ვკითხულობთ:
-ნუთუ ასეთი გაუნათლებელი ქალი ვარ, რომ სხვა ქალს შემოვუშვებ ჩვენს სახლში? ეს შესაძლებელი იყო ძველ დროში, ახლა სრულიად სხვა დროა. ახლა არსებობს ისეთი რამ როგორიცაა "განქორწინება".
ზარინამ იცოდა რომ სანჯაი არ მიატოვებდა მას და მის ოთხ შვილს ზინათის გამო. ზინათ ამანისათვის ეს დიდი ტრამვა იყო. თავმოყვრე ქალისგან ის გადაიქცა
უკიდურესად ემოციურ, სანჯაიზე დამოკიდებულ ქალად.
ზინათ ამანმა, რომელიც აცხადებდა რომ "თავმოყვარეობა ფასეული რამ არის და მას არ დავკარგავ არაფრის გულისთვის, არც დიდების და არც ფულის გულისთვისო", ეს ღირებული თვისება დაკარგა სიყვარულის გამო.
სანჯაი გადაღებებზე ცუდად ექცეოდა მას, იყო ცემის შემთხვევაც. ზინათი ყველაფერ ამას ითმენდა. შესაძლოა სწორედ ეს იყო მისი შეცდომა.
მიუხედავად ამისა მან ვერ იხსნა ეს ურთიერთობა ბანალური დასასრულისაგან. 1980 წლის ოქტომბერში, ერთ-ერთ წვეულებაზე ზინათსა და ზარინას ჩხუბი მოუვიდათ სანჯაის გამო. ბომბეის ელიტის წინაშე ზარინამ ხელი გაარტყა ზინათს. სანჯაიმ კი ზარინას მხარდაჭერა ასევე ძალის გამოყენებით გამოხატა და თავადაც რამდენიმეჯერ გაარტყა სახეში. ზინათი ცრემლებითა და სისხლით მოსვრილი გამოვარდა შენობიდან. ცხადია მსახიობისათვის ეს კოშმარი მუდმივ ტკივილად გადაიქცა.
ამ ინციდენტიდან 4 დღის შემდეგ სანჯაიმ და მისმა მეუღლემ პრესაში შეუტიეს ზინათს. სანჯაიმ მას სხვა მამაკაცთან ურთიერთობაში დასდო ბრალი და განაცხადა რომ სურს გაწყვიტოს მასთან კავშირი.
-მე არ ვაპირებდი მასთან ჩხუბს მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. მან მე ადრე დამპირდა რომ არ შეეხებოდა ისეთ წმინდა თემას როგორიც მეუღლე და შვილები იყო, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ის მყარად მოითხოვდა რომ მიმეტოვებინა ოჯახი მის გამო. მიმტკიცებდა რომ მას უფრო ვუყვარდი. არადა რომ არ ყოფილიყო ფილმ "აბდულა"-ს დიდი წარტმატება რისი იმედიც გვქონდა, ის დიდი ხნის წინ მიმატოვებდა. განა მას რაიმე ესაქმება წარუმატებელ ადამიანებთან?
არც ზარინა ჩამორჩა სანჯაის და პრესაში მანაც გააჩაღა ცეცხლი:
-ბევრი ქალია გატაცებული სანჯაით. რას ვიზამთ, ცხოვრებაში ხდება ერთი ადამიანის მეორეთი გატაცება, მაგრამ ქალმა ყოველთვის უნდა ეცადო შეაფასო სიტუაცია. ჩვენს შემთხვევაში სანჯაი აღმერთებს თავის შვილებს, უყვარს თავისი ოჯახი. ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში სხვა ქალმა არ უნდა ეცადოს ჩარევა. მას უნდოდა გაცივებულიყო სანჯაი ჩვენს მიმართ, რამდენადაც მე ვხვდები, ზინათი არარაობაა. ათ ზინათსაც კი არ შეუძლია შემეჯახოს მე. მე ის არ მაღელვებს.
ყველაზე გასაოცარი ის იყო რომ ნებისმიერი ასეთი სტატია თუ ინტერვიუ იბეჭდებოდა მხოლოდ იმ კომპანიის მიერ რომელსაც სანჯაი აფინანსებდა.
იყო საუბარი იმაზეც რომ სანჯაის წარმატებებში დიდი წვლილი ქონდა ზინათს. იმ პერიოდში სანჯაის ძალიან სჭირდებოდა ისეთი ჰიტი, როგორიც იყო ფილმი "აბდულა". თუმცა მისი მეუღლე სასტიკად უარყოფდა სანჯაის მიერ ამისათვის ზინათის გამოყენების ვერსიას.
-ერთადერთი რასაც ქჰანები არ გააკეთებენ თავის ცხოვრებაში ესაა ის რომ არასოდეს გაუწევენ ქალს ექსპლუატაციას. მე ვიცნობ სანჯაის. მას არცერთი ქალი არ გამოუყენებია თავისი კარიერის არცერთ სტადიაში.
ერთი შეიძლება ითქვას, მსახიობი არასოდეს ურევდა თავის ცხოვრებისეულ ურთიერთობებს კარიერულ ურთიერთობებში.
ის მუდმივად ინარჩუნებდა სიძლერესა და წონასწორობას.
მიუხედავად ყველაფრისა რაც გადაიტანა, ინტერვიუში ის იმდენად კეთილშობილურად საუბრობდა ყველაფერზე რომ განაცვიფრებდა საზოგადოებას.
-მე ვიყავი ღრმად შეყვარებული და როგორც ხდება ხოლმე როცა ვიღაც ვინც ძალიან გვიყვარს კვდება და ჩვენ გავდივართ საშინელი გლოვის პროცესს, ზუსტად ასევე მე გავიარე შოკური მდგომარეობა. 10 დღის განმავლობაში თავთან მეჯდა მომვლელი, და ექიმი... შემდგომ ყოველდღე უკეთესობას ვგრძნობდი. მე გადავარწმუნე ჩემი თავი, მე გადავანაწილე ენერგიები... ცხოვრებაში მქონდა დაცემისა და აღმავლობის პერიოდებიც...
ამ საოცარმა ქალმა შეძლო ღირსება შეენარჩუნებინა ყველაფრის მიუხედავად. დაამცირეს, მაგრამ ტყუილი მაინც არ უთქვამს. არ მისცა ნება სირცხვილის ლაქას გაეტეხა მისი სული. ის იყო გატეხილი მაგრამ მაინც ძლიერი ჩანდა. მან მარტომ გადაიტანა ეს ყველაფერი. მან შეძლო ეს.
-მე არც გაბოროტებული ვარ და არც ცინიკურად განწყობილი. არც იმას ვიტყვი რომ აღარასდროს შემიყვარდება. მე ისევ ვოცნებობ ჩემს მშვენიერ პრინცზე. ვინ იცის რა იქნება ხვალ. ცხოვრება გრძელდება. მე შევხვდები მამაკაცს, გავთხოვდები და გავაჩენ შვილებს. ერთადერთი რაც მინდა ეს კარგი ურთიერთობებია. მეორე ქორწინება არასოდეს ამართლებს, არა აქვს მნიშვნელობა ნებადართულია ის რელიგიით თუ არა. ასეთ შემთხვევებში უბედურება სჭარბობს ბედნიერებას. მე დარწმუნებული ვარ ის ვინც გაჰყვა ცოლად ცოლიან მამაკაცს ბედნიერი ვერ იქნება. ადამიანები მესაკუთრეები არიან. როდესაც ქალი ამბობს - "ჩემი ქმარი", მას სურს რომ ის ეკუთვნოდეს მას და იყოს მისი შვილების მამა. ქალი არასოდეს იტყვის: "ჩვენი ქმარი".
მიუხედავად ამისა მე მხარს ვუჭერ ჩემი ბავშვობის იდეალს - ისეთ ქორწინებას, როდესაც გიყვარს, უფრთხილდები და ეკუთვნი იმ მამაკაცს, რომელსაც უყვარხარ და ასევე გიფრთხილდება.
14 წლის შემოქმედებითი მუშაობის განმავლობაში ზინათმა მონაწილეობა მიიღო 70-დე ფილმში.
ერთ მშვენიერ დღეს კი მან ინტერვიუში განაცხადა რომ მზადაა წავიდეს კინოდან და მიუძღვნას თავი ოჯახურ ცხოვრებასა და დედობას.
ორი წლის მანძილზე ის ასე ვთქვათ გაქრა კინოს სამყაროდან, მაგრამ არა იმიტომ რომ მას არ სთავაზობდნენ როლებს რეჟისორები არამედ იმიტომ რომ თავად სურდა საკუთარი ცხოვრების მოწყობა.
ამას მოჰყვა მსახიობის ორწლიანი რომანი ფრენკ მერინოსთან და მისი გამგზავრება კანადაში, თუმცა ის მალევე დაბრუნდა სამშობლოში და ამჯერად ცოლად გაჰყვა მაზჰარ ქჰანს, მსახიობსა და რეჟისორს რომელთანაც მსახიობს ორი ვაჟი აკავშირებს.
გათხოვების შემდეგ ის სავსებით ჩამოშორდა საზოგადოებას და მიუხედავად იმისა რომ არც მის დედას და არც თავად მაზჰარს არ უნდოდათ შვილი გაეჩინა ზინათი ამაზეც წავიდა.
მიუხედავად ასეთი მტკივნეული ურთიერთობებისა და განშორებებისა მსახიობის კარიერაზე არანაირ ლაქად არ ასახულა ეს ყველაფერი.
იმისათვის რომ მსახიობი მუდმივად ახსოვდეთ და მითუმეტეს ყურადღების ცენტრში იყოს ის წელიწადში რამდენიმეს თუ არა ერთ ფილმს მაინც უნდა უშვებდეს და უნდა ჩნდებოდეს საზოგადოებაში, უნდა იძლეოდეს ინტერვიუებს. ზინათი კი საერთოდ აღარ ჩნდებოდა საზოგადოებაში. მისი სურვილი ჰქონოდა სრულფასოვანი ოჯახი და თავისი თავი მიეძღვნა ოჯახისათვის იმდენად დიდი იყო რომ ამისათვის ყველაფერი დათმო.
ბევრი მაგალითი აქვს ბოლივუდს, როცა მსახიობებმა შვილის გაჩენის შემდეგ კინოში მალავე დაბრუნდნენ. მაგ: ჰემა მალინმა ორი შვილი გააჩინა თუმცა კინოდან არ წასულა.
როგორ მოახერხა ისეთ დიდებას და ბრწყინვალებას მიჩვეულმა ქალმა ეს როგორიც ზინათ ამანია, არ გავიკვირდება თუ მის სიტყვებს ჩავუკვირდებით:
- მე არასოდეს მიმუშავია კინოში იმისათვის რომ ვყოფილიყავი ცნობილი და მუდმივად ყურადღების ცენტრში. ცხოვრების აზრი ბოლოსდაბოლოს მხოლოდ იმაში ხომ არ არის რომ მუდმივად თაყვანისმცემლების გარემოცვაში იმყოფებოდე? მე ვმუშაობდი იმისათვის რომ მიმეღო კმაყოფილება მუშაობისგან, მაგრამ სამუშაომ ხელი არ უნდა შეუშალოს შენს პირად ცხოვრებას. ნებისმიერი ადამიანის ამოცანაა მონახოს ის ოქროს შუალედი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის რომ იყოს იყოს ბედნიერი და ჰარმონიული პიროვნება.
სამწუხაროა რომ ცხოვრებაში მსახიობმა ამ შუალედის მოძებნა ვერ მოახერხა.
მაზჰარ ქჰანთან

ნახეთ ორი სიმღერის კლიპი ფილმიდან "აბდულა" ზინათ ამანისა და სანჯაი ქჰანის მონაწილეობით

12 комментариев:

Анонимный комментирует...

gavgijdiiiiiiiiiii
ra sackenia rom aseti rameebi gadaxdeniaaaaaaaaaa???
me misi mxolod ori filmi maqvs nanaxi arada dzalian mainteresebs es "abdula"
sali

Анонимный комментирует...

es reebi cavikitxe gmerto ramdeni qmarze unda dacerot???
imedia shemdegi statia mis kidev ert qmarze ar iqneba...
lamazi qali egaaa ra...

Unknown комментирует...

შემდეგი სტატია შესაძლოა მის კიდევ ერთ ქმარზე არა მაგრამ ერთ ადამიანზე იყოს ვისთანაც მას ასევე სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა...
და ეს სულაც არ ნიშნავს თითქოს ამაში რაიმე ისეთია რომ თქვათ: ვაიმე ეს რა წავიკითხეო... არ არის ამ ადამიანის ბრალი თუ ორივე მამაკაცი ნაძირალა შეხვდა ...
საწყენია რომ ასე მსჯელობთ... მე ვიტყოდი სხვანაირად გამორჩეულად ლამაზი ქალის ბედია ასეთი...

Анонимный комментирует...

nadzirala ratom aris? colshvili rom ar miatova???
me piriqit mgonia...
ra esaqmeboda 4 shvilian kactan?... lamazi namdvilad iko da sheedzlo uketesi cxovreba moecko
maiko

Unknown комментирует...

არა ჩემო კარგო, ნაძირალა იმიტომ კი არ იყო ცოლშვილი რომ არ მიატოვა, ნაძირალა იმიტომ იყო ქალი საზოგადოების თანდასწრებით რომ სცემა. კაცი რომ ქალების ჩხუბში ჩაერევა და ქალს რომ სცემს, და ამას ვითომ ცოლის მხარდასაჭერად აკეთებს, მაპატიეთ მაგრამ მე იმ კაცს კაცად ვერ ჩავთვლი.
მე მის ადგილზე ცოლსაც არ მივცემდი იმის უფლებას ასეთი რამ მოეწყო საზოგადოების თანდასწრებით, მაგრამ თქვენ ეტყობა არ წაიკითხეთ ყურადღებით... მათ გამოიყენეს ზინათი რადგან ის წარმატებული ქალი იყო იმ მომენტისატვის.
რაც შეეხება ზინათს შესაძლოა მას ბევრ არასწორად შერჩეულ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მას არასოდეს უძებნია და გამოუყენებია წარმატებული და გავლენიანი ადამიანები... ეს კი ნიშნავს რომ მას უყვარდა და ამიტომაც მოსდიოდა შეცდომები...
მე ვთვლი რომ როცა საქმე სხვის სიყვარულს ეხება ადვილია გაკრიტიკება მაგრამ უფრო ლმობიერად უნდა მივუდგეთ.

Анонимный комментирует...

ee sikvarulis gagebashi ara xart ra qalma sikvarulis gamo uari tqva ara marto sakutar saxelze aramed karierazec, es ver caikitxet? imis magivrad ro utanagrdznot am arachveulebriv qalbatons kicxavt da tavad vin xar ro aba dafiqrdi. girchevt kidev ertxel caikitxot ogond am jerad gulit da ara zereled mere ras itkvit vnaxav, camit carmoidgine sakutari tavi shekvarebul adamianad tu shegidzlia da mis adgilas tavad ras izavdit? DAGXOCAVT TQVE UGULOEBO

Анонимный комментирует...

dzalian lamazi da seqsualkuri qalia, tumca misi cxovrebis shesaxeb araferi vicodi... ramdenime fimshi mkavs nanaxi ... tu dadebt sxvadsxva filmebidan videoebs kargi iqneba
zuzu

Megi Benia комментирует...

რა თქმა უნდა ძველ მსახიობებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება! ვისაც ესმის ის ხვდება, რომ დღევანდელი ინდური კინო მათი დამსახურებით არსებობს!

Анонимный комментирует...

dgevandeli induri kino marto dzvel;i filmebi ar aris... es qali dzalian lamazia da albat kaarggi msaxiobicaa magram me araferi vicodi mis da misi droelebis shesaxeb tumca induri kino sigijemde mikvars///
dzveli safudzvelia magram tu araferi daamate male gaqreba
sali

Megi Benia комментирует...

რაოდენ შენთვის გასაკვირიც არ უნდა იყოს sali მე 16 წლის ვარ, ვუყურებ დღევანდელ ფილმებს და ჩემი საყვარელი მსახიობი შაჰრუკჰია! მიუხედავად ამისა ყოველთვის ვუყურებ ძველ ფილმებს და ვაფასებ მათ! ჩემო კარგო როგორ უნდა დავივიწყო ის პირველი და უსაყვარლესი ფილმი "დისკოს მოცეკვავე", რომელმაც ინდური კინო შემაყვარა! დიდი ბოდიში, მაგრამ შენი სირცხვილია, თუ შენ ზინატ ამანისა და მისი თანამედროვეების შესახებ არაფერი გსმენია! და ამსათანავე აცხადებ, რომ ინდური კინო სიგიჟემდე გიყვარს! ჩემთვის ეს წარმოუდგენელია!

nini комментирует...
Этот комментарий был удален автором.
nini комментирует...

ნინო აბსოლიტურად გეთანხმები, ამ მშვენიერ ქალბატონს მართლა ნაძირალა ადამიანი ყვარებია, ამ სიტყვას მის პირველ ქმარზე ვამბობ,როდესაც იცი რომ არაფრის მიცემა არ შეგიძლია ადამიანისთვის, რომელიც შენს გამო ამდენს ითმენს მითუმეტეს ისეთი ქალი როგორიც ზინათია თავიდანვე უნდა შეიკავო თავი ასეთ ურთიერთობისგან, მაგრამ არ ყოფილა კარგი ადამიანი. ზინათს ვინც ნახავს ეკრანზე ვერ წარმოიდგენს, რომ ამ მშვენიერ და ამაყი ქალს ამდენის ატანა შესძლებია. ყველას მინდა ვუთხრა, ის კი არ უნდა გაიკვირვოთ რამდენი ქმარი ჰყავდა ამ სტატიიდან ის უნდა დაინახოთ, რომ ხშირად ადამიანს რომელსაც შეუძლია დიდი სიყვარული გასცეს არ ხვდებიან ღირსეული ადამიანები რომლებიც ელემენტარულად დააფასებენ მაინც. მითუმეტეს ზინათის შემთხვევაში ის ორივე ქმარზე მაღლა იდგა ყველაფრით და ჩემი აზრით მას სწორედ ეს თავის დამდაბლება ,,არ აპატიეს ''

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails