ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

воскресенье, 14 марта 2010 г.

არჯუნ რამპალი შაჰრუჰის ფილმში ბოროტმოქმედის როლს ითამაშებს

ამჟამად ყველასათვის ცნობილია რომ შაჰრუჰ ქჰანი და არჯუმ რამპალი ახლო მეგობრები არიან. ეს დუეტი ერთად გამოჩნდა ფილმებში: "დონი" და "ჩემი შვენიერი ლედი".
ამჟამად ისინი ისევ ერთად გადაიღებენ შაჰრუჰის ახალ ფილმში -"Pa 1", რომლის რეჟისორიც ანუბჰავ სინჰაა.
ფილმში შაჰრუჰი ითამაშებს სუპერგმირს, ხოლო არჯუნი მის მტერს.
ეს არის სამეცნიერო პოპულარული ფილმი, რომლის გადაღებაც მალე დაიწყება და რომელშიც მათ გვერდით კარინა კაპურიც ითამაშებს, როგორც მთავარი გმირი ქალი.
ადრე ითქვა რომ არჯუნ რამპალის ზურგის პრობლემების გამო მას შეცვლიდა ვივეკ ობეროი, თუმცა რეგულარულმა ვარჯიშებმა მას საშუალება მისცა გადაეღო ფილმში.
რეჟისორს ძალიან უნდოდა რომ არჯუნს ეთამაშა რადგან არჯუნი იდეალურად ესადაგება როლს და მისი სახე ზუსტად ისაა, რაც რეჟისორს უნდოდა.
ამჟამად ვივეკი მაინც განიხილება როგორც მისი შემცვლელი საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და მალე ალბათ არჯუნს ისევ ვიხილავთ შაჰრუჰთან ერთად მისი მოწინააღმდეგის როლში.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

arjun rampali dzalian momwons, daxvewili garegnoba aqvs.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails