ვერავინ იფიქრებდა წლების წინ რომ ეს საყვარელი ბიჭუნა ცნობილი "პეპსის" რეკლამიდან ასე მოაჯადოებდა საზოგადოებას.
მან განიცადა მეტამორფოზა საყვარელი ბიჭიდან - ყოვლისშემძლე, კვალიფიცირებულ მსახიობობამდე. ეს არამარტო გარეგნობას, არამედ მის მსახიობურ მონაცემებს და ფილმებში საცეკვაო ნომრებსაც ეხება.
"კადრები ფილმიდან გული გეუბნება ითამაშე"
-ბავშვობისას ვინ გინდოდათ გამხდარიყავით?
-ეს უცნაურია, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცოდი ვინ მინდოდა გავმხდარიყავი. მოზარდობამდე მე ვიყავი საკმაოდ მერყევი და საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული ადამიანი. არ ვიცოდი რა მინდოდა მეკეთებინა ცხოვრებაში. თავიდან ვცხოვრობდით დელში, შემდეგ გადავედით მუმბაიში. მე საკმაოდ იზოლირებული ვიყავი მშობლების კარიერისგან. ისინი გაიყარნენ და მე იშვიათად ვხვდებოდი მამას. ასევე იშვიათად ვსტუმრობდი დედას გადასაღებ მოედანზე. ერთი რაც ვიცოდი ის იყო, რომ იდეად მქონდა გავმხდარიყავი კრიკეტისტი. ერთი პერიოდი სკოლის სახელით ვთამაშობდი მაგრამ შემდეგ ამის ინტერესიც დავკარგე და მართლა აღარ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში.
-ჩვენ ისევ გვახსოვს სიმპათიური ბიჭი "პეპსიდან"...
-ო, ღმერთო! მახსოვს კოლეჯში მივდიოდი და მეგობარი მივიყვანე, რომელიც მონაწილეობდა სინჯებში. იქ ადგილზე მიმიწვიეს მეც. ჩემდა გასაკვირად მის ნაცვლად მე შემომთავაზეს რეკლამა. მე ეს გართობის გამო გავაკეთე.
-და ოფიციალურად როდის გახდით ბოლივუდის მსახიობი?
- მინდოდა ცხოვრებაში გამეკეთებინა უფრო მეტი ვიდრე ცეკვებია, ამ რეკლამის შემდეგ კიდევ გავაკეთე რეკლამები და შემდეგ კლიპი. ამას გარდა აღმოვაჩინე რომ კამერის წინ დგომა სახალისო იყო ჩემთვის და მსიამოვნებდა. ამიტომ მსახიობობა ჩემთვის ბუნებრივი არჩევანი გამოვიდა. კოლეჯში სწავლისას შემომთავაზეს მონაწილეობა ფილმში - "Ishq Vishq ". მე ძალიან აღელვებული ვიყავი მიუხედავად იმისა რომ ვიქნებოდი ნაწილი ფილმისა, რომლის შემადგენლობაში მთელი ანსამბლი იყო და თითოეული უკვე იყო გმირი. მე დაველაპარაკე მშობლებს. ჩემი მშობლები ტელევიზიისა და კინოს მსახიობები არიან. მათ ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები, მაგრამ 16 წლიდან მე საკუთარი შემოსავალი მქონდა და საკუთარ თავზე თავად ვზრუნავდი. ამიტომაც მათ იცოდნენ რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე გავაკეთებდი იმას რაც მინდოდა. მე არ ვიყავი ვარსკვლავების შთამომავალი და ამიტომაც ნებისმიერი შესაძლებლობა რომელიც მოგეცემა უნდა განიხილო და არ გაუშვა ხელიდან. რა გარანტია იყო რომ თუ ამას გავუშვებდი სხვა წინადადება იქნებოდა? ასეც ვუთხარი მშობლებს, მივატოვე კოლეჯი და ოფიციალურად გადავედი ბოლივუდში ბარგით.
-თქვენი მოგონებები ამ ფილმთან დაკავშირებით.
-პირველ რიგში ის რომ ფილმის შუაში მე გამოვეყავი ჯგუფიდან და გადავედი ცენტრში, სასიყვარულო სამკუთხედში. ეს დიდი სიმაღლე იყო, თუმცა მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. შევძლებდი კი ამას? ნებისმიერ მათგანს ჰქონდა უფრო დიდი გამოცდილება ვიდრე მე.
-ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კონკურენტი? ვის სცემდით ბნელ ადგილას რომ შეხვედროდით, იმის გამო რომ ის თქვენზე უკეთესია?
-ნებისმიერი კონკურენტია, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი ვარ მე. ყოველთვის მინდა ვიყო უკეთესი ვიდრე ვარ.
-ვის აფასებთ როგორც მსახიობს?
-ბევრს. მამაჩემი ამ სიის სათავეშია. მე მას ვერც შევადარებ თავს და ძალიან ვნერვიულობ მის ფილმში გადაღებისას.ბ-ნ ბაჩანსა და დილიპს ჰყავთ ჩემი სახით მარადიული თაყვანისმცემელი. მომწონს ამირის სტილი.
ჰოლივუდში ვფიქრობ რომ ალ პაჩინო და რობერტ დენირო განუმეორებლებია, მაგრამ მე აღფრთოვენებული ვარ გზით, რომელიც ტომ კრუზმა და ბრედ პიტმა გაიარეს.
-გაქვთ თუ არა სინანულის გრძნობა რომელიმე ფილმის ან როლის გამო?
-კი, რათქმაუნდა, თუმცა არ დავასახელებ რადგან ვფიქრობ არ ვიქნები მართალი. მე ძალიან ბევრი როლი ვითამაშე, რომლებზეც თუ უკან მოვიხედავ წარსულში, ვნანობ რადგან შემეძლო უფრო კარგი შეფასება მიმეღო. თუმცა ეს ყველაფერი ჩემი, როგორც მსახიობისა და როგორც ადამიანის სასწავლო პროცესის ნაწილია. ნებისმიერს მოსდის შეცდომები თავის კარიერაში და ეს ნორმალური სასწავლო გრაფიკის ნაწილია. ჩემი პირველი ფილმის შემდეგ მე მქონდა წარმატებებიც და წარუმატებლობებიც. ბევრი კარგიც და ცუდიც. ბოლო წლები კი იყო: "ნიშნობა", "როცა ჩვენ შევხვდით ერთმანეთს", "არამზადა" და ბოლოს - "გული გეუბნება ითამაშე".
-ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკი?
-მე თითონ ვარ საკუთარი თავის ტკივილი. ყოველთვის ვუყურებ ჩემს ფილმებს რომ დავინახო რა გავაკეთე და რა შემეძლო გამეკეთებინა უკეთ. და ვგრძნობ რომ სივრცე უფრო დიდი მქონდა... ასე დაუსრულებლად...
-განვაგრძოთ ფილმების თემა... როგორ ირჩევთ ფილმებს?
-მე ვუყურებ ამას აუდიტორიის თვალით. მე ვთანხმდები ფილმზე თუ ვიგრძნობ რომ ისტორიამ დამაინტერესა როგორც მაყურებელი. არა აქვს აზრი იქ მუშაობას თუ არ არის კავშირი მაყურებელთან. თუ არ გრძნობ რომ შენ ხდები იმის ნაწილი რაც ეკრანზე ხდება. ასევე აღარ ვუყურებ ფილმებს კომერციული თვალსაზრისით. თუ ფილმი საინტერესო ჩანს და განსხვავებულია იმისგან რასაც ადრე ვაკეთებდი, აუცილებლად ვცდი.
-როგორ ერთობა შენი ასაკის ვეგეტარიანელი ახალგაზრდა?
-მე ვფიქრობ რომ ცოტა მოსაწყენი ვარ. საღამოებზე თვეში ერთხელ თუ დავდივარ. მართალია მიყვარს ცეკვა, მაგრამ ეს იმდენი მიწევს მუშაობის პროცესშიც რომ ნამდვილად არ მენატრება. -აბა რა გენატრებათ? -მე მენატრება თუნდაც ერთი შესანიშნავად დაგეგმილი დღე, რომ გადაღებების შემდეგ მთელმა გუნდმა რეჟისორთან ერთად ვისადილოთ სუფთა ჰაერზე. დღე, როცა მე არ ვიფიქრებ სამუშაოზე და პრომოუშენზე. რომ გამოვრთავ ტელეფონს და უბრალოდ მაისურში ჩაცმული ზურგჩანთით წავალ სამოგზაუროდ. მე მიყვარს მოგზაურობა მაგრამ ვერ ვიტან ფრენას. ესაა ჩემი ოცნებების საზღვარი.
-ვინ არის შენი ცხოვრების ამ მომენტში შენს გვერდით? (იგულისხმება გოგონა).
-აჰა, ასეც ვიცოდი რომ ეს კითხვა ახლოს იყო. როგორც უკვე გითხარით მე ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და ბევრს არავის ვუზიარებ განსაკუთრებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ამიტომ როცა ჩავთვლი რომ მართლა მაქვს რაიმე სათქმელი მაშინ გეტყვით. -თუ გოგონას უნდა მოგაწონოს თავი რა უნდა გააკეთოს? -არაფერი. უნდა იყოს ისეთი როგორიცაა. მიყვარს როცა გოგონა დაჯერებულია საკუთარ თავში და არ იყენებს რაიმე არაბუნებრივს თავის საუბარში და მანერებში. მინდა რომ ნაწილობრივ რომანტიკოსი იყოს, ნაწილობრივ თავგადასავლების მოყვარული როგორც მე. შეეძლოს მიჰყვეს დინებას და იყოს მხიარული.
ძალიან მხიარულები და ძალიან რომანტიკოსები მაიძულებენ მათგან შორს, საპირისპირო მხარეს გაქცევას.
-თქვენი ვარსკვლავური ცხოვრების უკან იმალება თუ არა ჩეულებრივი ბიჭი?
-მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბოლივუდი სავსეა ჩეულებრივი ადამიანებით რომლებსაც ენატრებათ ჩვეულებრივი ცხოვრება, რაც ასე გვაკლია. ოჯახთან ერთად თუნდაც ჭიქა ჩაის ან ყავის დალევა საოცრად მეხმარება. ვერთობი მეგობრებთან ერთადაც, მიყვარს მოტოციკლის ტარებაც. კარგია როცა არ გიწევს მუდმივად იმაზე ფიქრი როგორ გამოიყურები, უბრალოდ იყო ის რაც ხარ.
აი, ეს იქნებოდა იდეალური ცხოვრება.
2 комментария:
მისი ბიოგრაფია ადრე მქონდა წაკითხული და მართლაც გავოგნდი, რომ გავიგე რითი დაიწყო თავიდან! თუმცა, ამიტომ არის თუ სხვა რაღაცის გამო, დღეს მის ინტერვიუებში (ვგულისხმობ ზოგადად) რაღაც ამპარტავნობა იგრძნობა!
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ მას ისეთი რთული გზის გავლა არ დაჭირდა ვარსკვლავობისთვის,როგორიც უმეტესობას,რათქმაუნდა ამაში ცუდი არაფერია. ნინი
Отправить комментарий