ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 17 октября 2009 г.

ჯონ აბრაჰამი




დაბადებული 1972 წლის 17 დეკემბერს, მუმბაიში.
ნამდვილი სახელი - ფარჰან აბრაჰამი
მამა - ქრისტიანი კათოლიკე, დედა - წარმოშობით ირანიდან.
თავისი კარიერის დასაწყისში მუშაობდა სარეკლამო სააგენტოში და შემდეგ სამოდელო ბიზნესში. აბრაჰამმა დაამტკიცა რომ მამაკაც მოდელსაც შეუძლია გახდეს მსახიობი.
მისი დებიუტი შედგა ფილმში "სურვილის ბნელი მხარე" (2003)
ადრე მისი მონაწილეობით ფილმებს პროფესიონალი მსახიობები ახმოვანებდნენ, რადგან ის საუბრობდა ჰინდიზე ინგლისური აქცენტით. ამჟამად მან გააუმჯობესა თავისი ჰინდი და ფიქრიც კი ისწავლა ამ ენაზე. მას უყვარს მოტოციკლის ტარება, ყოველდღიურად 2 საათს სავარჯიშო დარბაზში ატარებს. აქვს კიდევ ერთი ჰობი, ჭადრაკის თამაში და საათობით შეუძლია ეთამაშოს კომპიუტერს. კითხულობს წიგნებს ჭადრაკის ოსტატებზე და უყურებს ფილმებს მათ შესახებ. ნებისმიერი მოგზაურობისას მას თან მიაქვს ჭადრაკის დაფა, თუმცა ვერცერთ პარტიას ვერ უგებს თავის უმცროს ძმას.
ის არის პროფესიონალი ფოტოგრაფი.
ჯონს სჯერა მარადიული სიყვარულის. ის უკვე რამდენი წელია (2002 წლიდან) ხვდება ცნობილ მსახიობს, ბიპაშა ბასუს, თუმცა არ ჩქარობს დაქორწინებას. მათ ერთად ითამაშეს ფილმებში: "Jism", "Madhoshi", "No Smoking", "Dhan Dhana Goal" და "Mad in Love". თავის მხრივ ბიპაშაც თვლის რომ მათ ჯერ თავი უნდა შეიკავონ ქორწილისგან, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ კინოში.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

vgijdebi am kaczeeeeeeeeee... ra vqna?
me da chemi daqali ver vikoft...

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails