ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 25 февраля 2010 г.

ზინათ ამანი: არ მსურს "უმწეო დედების" როლები ვითამაშო!






ზინათ ამანთან შეხვედრა წარსულის ულამაზეს მოგონებებთან შეხვედრას გავს. 70 -ან და 80 -იანი წლების ინდური კინოს ისტორიაში ზინათ ამანმა ეკრანზე სექსუალური რევოლუცია მოახდინა. რაჯ კაპურის ფილმი "სიყვარული, ჭეშმარიტება და მშვენიერება" საგრძნობლად უსწრებდა დროს სითამამით და მსახიობმაც თავისი სექსუალურობის წარმოჩენა ამ ფილმში თამამად მოახდინა. ამ ფილმში გამხორციელდა პირველი ეკრანული კოცნა ინდურ კინემატოგრაფში. ამ ფილმში მსახიობს საშუალება მიეცა მომნუსხველი გარდასახვით წარმოეჩინა თავისი ნიჭიერება, თუმცა გულდასაწყვეტია რომ მისი არტისტული მონაცემები შთაინთქა მისი ღვთაებრივი სილამაზის მიერ.
წლების შემდეგ მსახიობი სინანულით ამბობს:
-გულწრფელად რომ ვთქვა ვერ ვხვდებოდი რომ კადრში ამხელა მასშტაბით მოექცეოდა ჩემი ფიზიკური მონაცემები, თუმცა იმდენად დიდი იყო რაჯთან მუშაობის სურვილი რომ თანახმა ვიქნებოდი ყველაფერზე თვალები დამეხუჭა.
მთელი თავისი 17 წლიანი კარიერის მანძილზე ზინათ ამანმა მძიმე ტვირთად ატარა თავისი იმიჯი. ცოტამ თუ აღიარა იგი როგორც ნიჭიერი მსახიობი. პირველი რაც მისი იმიჯის წინა პლანზე მოდის მისი სექსუალურობაა და სწორედ ეს იყო მის კართან პროდიუსერების რიგის დადგომის მიზეზი.
-ძალიან სამწუხაროა თუ მხოლოდ სექსუალურობის გამო მაფასებდნენ და მიღებდნენ ფილმებში. ვერასოდეს შევურიგდები ასეთ იმიჯს.
15 წლიანი პაუზის შემდეგ შოუბიზნესში და კერძოდ თეატრში დაბრუნება ემსახურება სწორედ ამ მიზანს, ხაზი გაუსვას მის სამსახიობო მონაცემებს.
ზინათ ამანის ხელახლა გამოჩენა არის მესიჯი ფილმების შემქმნელებისათვის. გარდა კინოსა ამჟამად იგი დაკავებულია ერთ-ერთი თეატრის სპექტაკლში.
ამანი, რომლის სახელიც ურდუს ენაზე მშვენიერებას ნიშნავს, ინარჩუნებს მომხიბვლელობას მიუხედავად ამდენი წლის ჩრდილში ყოფნისა და ორი შვილის უმამოდ აღზრდისა. გამვლელები მას კვლავინდებურად აყოლებენ თვალს. იგივე ხმა, იგივე მიმზიდველობა, იგივე ქალურობა. ერთადერთი რაც ასხვავებს წარსულისგან ეს ის ტკივილია, რისი გამოვლაც მას ცხოვრების მანძილზე მოუხდა, მისი ორი უიღბლო ქორწინების გამო.
პირველ მათგანს, ქორწინებას სანჯაი ქჰანთან ზინათ ამანი ცხოვრების უდიდეს შეცდომად მიიჩნევს.
-ჩვენ ერთმანეთი ჯაისალმერში შეგვიყვარდა. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო, რამოდენიმეკვირიანი სიგიჟე. ცოლიან მამაკაცზე გათხოვება კარგად არასოდეს მთავრდება. მე ძალიან ახალგაზრდა და მიამიტი ვიყავი იმისათვის რომ მცოდნოდა როგორი ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა ჩემთვის სწორი - ტკივილით იხსენებს მსახიობი.
ასევე მეორე, შედარებით ნაკლებად ცნობილ მსახიობთან, მაზჰარ ქჰანთან ქორწინება არანაკლებ უიღბლო იყო, თუმცა ბევრად ხანგრძლივი. მაზჰართან ცხოვრებისას ყველაფერი უკან წავიდა. არ მინდა მისი უარყოფითად მოხსენიება რადგან იგი აღარ არის და ვერ იმართლებს თავს. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მე ამას გავუძელი მანამ ვიდრე შემეძლო. როცა ვიგრძენი რომ უკვე ზღვარზე ვარ, მე ამას წერტილი დავუსვი.
დაიწყო უსასრულო სასამართლო პროცესები მეუღლის ნათესავებთან. იგი ჩაითრიეს შვილებზე მეურვეობის მოპოვებისათვის დაუნდობელ ბრძოლაში. მსახიობი იძულებული გახდა სახალხოდ განეცხადებინა პრესკონფერენციაზე რომ, მას შვილები აუმხედრეს და მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. ამ პრობლემის სახალხოდ განცხადების შემდეგ მუქარები შეწყდა.
თუმცა ამ ყოველივემ ზინათი ძალიან დათრგუნა. ფინანსები მეუღლის მკურნალობაზე დაიხარჯა. აბსოლუტური განადგურებისაგან იგი მუმბაის უძრავ ქონებაში ჩადებულმა ინვესტიციებმა იხსნა.
ორმა არაჯანსაღმა ქორწინებამ მსახიობს ოჯახის კონცეფციისადმი რწმენა დაუკარგა.
-მე აღარასოდეს გავთხოვდები, - განაცხადა ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში მსახიობმა, - ოჯახის შექმნის ერთადერთი გამართლება ეს შვილების ყოლაა და მე ისინი უკვე მყავს.
კინოვარსკვლავის ინდუსი დედა და მუსულმანი მამა ადრე დაშორდნენ ერთმანეთს და მას დედა ზრდიდა. მუსულმან მამაკაცებთან მისი ორი ქორწინებაც წარუმატებელი აღმოჩნდა.
-ქორწინებაში მე ძალიან ბევრს გავცემდი, რადგან არ მქონდა ბარომეტრი, რომ შედარების საშუალება მქონოდა - ამბობს მსახიობი.
კითხვაზე, უყურებს თუ არა ინდურ ფილმებს, მსახიობმა განაცხადა რომ არ უყვარს ინდური ფილმების ყურება.
70, 80 - ანი წლების ყველაზე წამყვანი მსახიობი თვლის რომ ეს (80 - ანი წლების ფილმები), დროის დაკარგვა იყო. არ ვუყურებ ინდურ ფილმებს გარდა იმ შემთხვევებისა როცა ჩემი შვილები მაიძულებენ. სამი საათი დიდი დროა იმისათვის, რომ დავუთმო ფილმის ყურებას.
კითხვაზე, როგორმა უნდა თავი დაამახსოვროს მაყურებელს, ის დაფიქრების შემდეგ პასუხობს:
-როგორც ძალიან მგრძნობიარე, მობილიზებული ადამიანი, რომელმაც ყველაფერში რასაც აკეთებდა 100 % ჩადო.
აპირებს თუ არა ინტენსიურად კინოში მუშაობას?
ამბობს, რომ მოუთმენლად ელის შეასრულოს რაიმე არაჩვეულებრივი, ასაკის შესაბამისი როლი, თუმცა არ არის თანახმა ითამაშოს "უმწეო დედის" როლები.
-მე ვიმუშავებ ნებისმიერ კარგ რეჟისორთან, რომელიც შემომთავაზებს ასაკის შესაბამის როლს. ჩემი აზრით ჩემი ასაკის ქალებს გარდა "უმწეო დედების" როლებისა უამრავი სხვა რაკურსით შეიძლება შეხედო. მსურს ვითამაშო განსხვავებულ როლებში. ყველას უნდა რაღაც განსხვავებული აკეთოს. თუ ადამიანის გარეგნობაში არის "გლამური", ეს არ ნიშნავს რომ ის არ აზროვნებს და ან თავისი შესაძლებლობების შეფასება არ შეუძლია. მთელი ეს წლები დაკავებული ვიყავი ჩემი შვილებით. რადგან მათ ადრე დაკარგეს მამა, ჩემი პრიორიტეტი გახდა ჩემი შვილები და ოჯახი. მე მათთვის დედაც უნდა ვყოფილიყავი და მამაც. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო, მაგრამ ახლა ისინი გაიზარდნენ. კითხვაზე მისი შვილების სამომავლო კარიერა უკავშირდება თუ არა კინოს, მან უპასუხა:
- "არასოდეს თქვა არასოდეს". არვიცი. მათ შეუძლიათ მოხვდნენ კინოში. უფროსმა ახლახან მიიღო ბაკალავრი რეჟისურის განხრით.
კითხვაზე აპირებს თუ არა თავისი დედის დაკავებას თავის ფილმში, მსახიობი სიცილით პასუხობს:
-ჩემს დაკავებას სახლშიც კარგად ახერხებენ, დედა ეს, დედა ის!
მსახიობი რომელსაც დღესაც, 59 წლის ასაკშიც კი შეუძლია მისცეს ახალგაზრდა თაობას მაგალითი თავისი სტილითა და გაწონასწორებულობით ამჟამად დაკავებულია რამდენიმე ფილმში. მათ შორის სანჯაი შარმას ფილმში: "Dunno Y...Jaane Kyun", თუმცა ფილმის შესახებ არაფერს ამბობს. როცა ფილმი აბსოლიტურად მზად იქნება მაშინ ვისაუბროთ მათზე.
კინოვარსკვლავი პერიოდულად იღებს მიწვევებს მოდის ჩვენებებში მონაწილეობაზე და გადაწყვეტილებებს იღებს იმის მიხედვით ახერხებს თუ არა.
-თუკი დრო მაქვს მივდივარ მოდის ჩვენებებზე კალჯუტაში, მუმბაიში, ვიყავი მიწვეული ჩენაიში, მაგრამ ვერ წავედი.
მსახიობისათვის პოდიუმი უცხო არ არის ამიტომ როგორც თავად ამბობს:
-როდესაც რაღაც გაქვს გაკეთებული ადრე, არ არის ძნელი მისი განმეორება. გამოვიყურებოდი არაკომფორტულად? სულაც არა! - პასუხობს თავისსავე კითხვას.
მართლაც ყოფილი "მის ინდოეთი" და შემდგომ "მის აზია" დღესაც კომფორტულად და ელეგანტურად გამოიყურებოდა თავისი საყვარელი დიზაინერის საპნა ჩოპრას მიერ შემოთავაზებულ წითელსა და შავ ფერში გადაწყვეტილ "კაფტანში".

1 комментарий:

Анонимный комментирует...

ზიმათ ამანი გარდა იმისა რომ, ულამაზესი ქალბატონი და კარგი მსახიობია, ძალიან საინტერესო და გულახდილი რესპოდენტიც ყოფილა.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails