ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 30 апреля 2010 г.

ანურაგ ბასუს ახალ ბიოგრაფიულ ფილმში რანბირი და დიპიკა ერთად იმუშავებენ

კიშორ კუმარი
მადჰუბალა ჯერ არ გამოსულა ანურაგ ბასუს ბოლო ნამუშევარი "ქაღალდის გველი", რომ მან უკვე ჩაუშვა წარმოებაში ახალი პროექტი, ბიოგრაფიული ფილმი ლეგენდარულ მომღერალზე კიშორ კუმარზე. ფილმზე უფლება მოპოვებული იქნა მომღერლის მეოთხე მეუღლის ლინა ჩანდავარკერისაგან. როგორც ცნობილია მომღერალი ოთხჯერ დაქორწინდა. მისი პირველი მეუღლე იყო პუმა გჰოში, მეორე მადჰუბალა, მესამე იოგიტა ბალი, ხოლო მეოთხედ მან იქორწინა ლინა ჩანდავარკარზე.
კიშორ კუმარის როლზე რეჟისორმა მოიწვია რანბირ კაპური, ხოლო მისი მეორე მეუღლის, მადჰუბალას როლზე თავიდან მიიწვიეს კატრინა კეიფი და ის უკვე სწავლობდა მადჰუბალას ცხოვრებას, თუმცა მოგვიანებით მან უარი განაცხადა როლზე იმ მიზეზით რომ ფილმში ასევე ითამაშებს პრიანკა ჩოპრა, რომელიც გონებრივად ჩამორჩენილ გოგონას განასახიერებს.
მადჰუბალა ერთ-ერთი მომხიბვლელი და ნიჭიერი მსახიობი იყო ინდურ კინემატოგრაფში. მას 70 - ზე მეტი როლი აქვს ნათამაშები კინოში. სამწუხაროდ ჩვენი მაყურებელი არ იცნობს მას. რამდენადაც ვიცი მისი მონაწილეობით მხოლოდ ერთი ფილმი შემოვიდა საბჭოთა კინოგაქირავებაში, თუმცა მე არც ის მინახავს და ეს მსახიობი მხოლოდ ვიდეომასალით და ფილმებიდან სიმღერების კლიპებით ვიცი.
როგორც ცნობილია კიშორისა და მადჰუბალას ქორწინების წინააღმდეგი იყო მომღერლის ოჯახი, რადგან მადჰუბალა მუსულმანი იყო. გარდა ამისა მადჰუბალა ავად იყო იმ პერიოდისათვის როცა კიშორმა მას წინადადება წაუყენა. ისინი მაინც დაქორწინდნენ. მადჰუბალას დაავადება სწრაფად პროგრესირებდა და 1969 წელს ის გარდაიცვალა.
მესამედ მომღერალი ასევე ცნობილ სახეზე, იოგიტა ბალიზე დაქორწინდა. მათ ორი წელი იცხოვრეს ერთად. იოგიტა მითჰუნ ჩაკრაბორტის მეუღლეა ამჟამად.
1980 წელს კი ის დაქორწინდა ლინაზე და სიკვდილამდე მასთან ცხოვრობდა.
კატრინა კეიფის ნაცვლად კი მოგვიანებით ეს როლი შესთავაზეს დიპიკა პადუკონის. მას ჯერჯერობით უარი არ განუცხადებია ამ როლზე.
ამ სენსაციურმა ამბავმა უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ფილმის ირგვლივ. თუ დიპიკა დათანხმდება ეს მათი პირველი ნამუშევარი იქნება გაყრის შემდეგ და საინტერესო იქნება როგორ მოახერხებს ერთად თამაშს ყოფილი წყვილი.

четверг, 29 апреля 2010 г.

ახალი ფილმი კომპანია "იაშრაჯფილმზისაგან"

ფილმი "badmaash company", რომელიც მაისში გამოვა ეკრანებზე შაჰიდ კაპურის ბოლო შემოთავაზებაა ამ ეტაპზე. ეს არის გასართობი ფილმი თაღლითობაზე, თუმცა ფილმი აშკარად განსხვავდება ადრე გადაღებული მსგავსი ფილმებისაგან მასში მონაწილე მსახიობების აშკარა დახვეწილობით.
შაჰიდს ამ ფილმში პარტნიორობას გაუწევს ვირ დასი და ანუშკა შარმა.
როგორც ცნობილი გახდა ძალიან ბევრი პრობლემა იყო ფილმის გადაღების პროცესში შაჰიდ კაპურთან, რომელიც უარს ამბობდა რამდენიმე სცენის შესრულებაზე. თუმცა საბოლოოდ მსახიობი კმაყოფილია ფილმში თავისი ნამუშევრით.





среда, 28 апреля 2010 г.

"ქაღალდის გველი" - რიტიკ როშანის ახალი რომანტიული საგა

თხოვნით გამოსვლამდე გახმაურებული ფილმით, "ქაღალდის გველი", რომელშიც რიტიკ როშანმა მექსიკელ ბარბარა მორისთან ერთად ითამაშა, მსახიობი ისევ მზადაა დაიპყროს მილიონობით ადამიანების გულები.
ამ ფილმის პრომო, (ფილმის პროდიუსერია რაკეშ როშანი) ვალენტინობის დღეს, ფილმის, "ჩემი სახელია ქჰანი"-ს პრემიერებზე ინტერვალის დროს იქნება ნაჩვენები.
წყარო რომელიც ახლო პირია მწარმოებლის და დისტრიბიუტორის, ამბობს, რომ სარეკლამო პრომოს გაშვება სპეციალურად დაიგეგმა ვალენტინობის დღეს, რამდენადაც ფილმი არის რომანტიული საგა, რიტიკისა და ბარბარას გმირისა, რომელიც გადალახავს მსოფლიო საზღვრებს.
სარეკლამო პრომოში ჩასმულია კანგანა რანაუტიც, რომელიც მესამე კუთხეა სასიყვარულო სამკუთხედის. თუმცა ფილმი მთლიანად არის რიტიკ როშანისა და ბარბარა მორის გმირების სიყვარულის ისტორია.
ამ ფილმით რიტიკ როშანი ინდოელი და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარსდგება. ინგლისური ვარიანტისათვის დროის ხანგძლივობა დაყვანილია 90 წთ-დე, მაშინ როცა ჰინდი ვარიანტის ხანგრძლივობა 120 წთ-ია.
წყარო გვაუწყებს რომ ფილმის პროდიუსერი, რაკეშ როშანი ბევრი რამით დარჩა უკმაყოფილო ფილმის ინგლისური ვარიანტით. იყო უსიამოვნო საუბრები რეჟისორ ანურაგ ბასუსა და რაკეშ როშანს შორისაც.
ფილმი მსოფლიო ეკრანებზე გამოდის 21 მაისს. ფილმში რიტიკ როშანის შესრულებით საუკეთესო საცეკვაო ნომრების ხილვა ელოდება მაყურებელს ბარბარა მორისთან ერთად.
კადრები ფილმიდან

სუდიპი ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ

სუდიპი: ამიტაბჰ ბაჩანთან ჩემი მუშაობით დედაჩემის ოცნება ასრულდა

მსახიობი სუდიპი, რომელმაც შეასრულა ამიტაბჰ ბაჩანის შვილის როლი ახლახან გამოსულ ფილმში "rann", ამბობს რომ ბოლივუდის მეგავარსკვლავთან თამაშით მან შეასრულა დედამისის ოცნება.
-მე ვფიქრობ ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად მუშაობა ფილმში, ეს მიღწევაა ჩემთვის. ის, რომ მეთამაშა ისეთ ლეგენდარულ მსახიობთან როგორიც ამიტაბჰ ბაჩანია, დედაჩემის ოცნება იყო. მე მიხარია რომ ეს განვახორციელე ამჟამად.
თავისი მუშაობისა და დამოკიდებულების შესახებ BIG B -თან სუდიპმა თქვა, რომ პირველ დღეს ძალიან "ეშინოდა".
მე გამაცნო ამიტაბჰ ბაჩანი რამ გოპალ ვარმამ.
მან მითხრა: პრივეტ სუდიპ!
და მეც ძლივს ვუპასუხე: პრივეტ სერ!
გადაღებების დროს მე ცოტას ველაპარაკებოდი მას რადგან არ მინდოდა მისი გადაღლა, თუმცა ბოლო დღეს ბევრი ვისაუბრეთ.
სუდიპი ჰინდი კინოში მოვიდა რამ გოპალ ვარმას ფილმით: " Phoonk ".
ფილმის წარმატების შემდეგ ის კიდევ მიიწვიეს ორ ჰინდი ფილმში: "Phoonk II" და "Raktha Charithra", სადაც ის ვივეკ ობეროისთან, შატრუგჰან სინჰასთან და ტამილის მსახიობ, სურიასთან ერთად თამაშობს.
" Phoonk "- ზე მუშაობის დამთავრების შემდეგ მე არც ველოდებოდი რაიმე წინადადებებს ჰინდი ფილმიდან. ამავე დროს მე ვიყავი დაკავებული კანადაში, როცა დამირეკა რამ გოპალ ვარმამ და მითხრა რომ აქვს წინადადება ამ ფილმის მეორე ნაწილთან დაკავშირებით. თუმცა სანამ მეორე ნაწილზე დავიწყებდი მუშაობას ჩემთვის სიურპრიზი იყო როცა მითხრა რომ, თუ დაკავებული არა ვარ ჩემთვის აქვს წინადადება ფილმზე "Rann". ის რომ მე უნდა მეთამაშა ამიტაბჰ ბაჩანთან მაღელვებდა. მე არც წამიკითხავს სცენარი, იმიტომ რომ ის იყო მოწონებული ბ-ნ ამიტაბჰის მიერ.
კადრი ფილმიდან

ფილმის რეკლამირებისას

სიახლეები შაჰრუჰ ქჰანთან დაკავშირებით

თხოვნით ალბათ არ იცით რომ შაჰრუჰ ქჰანი ითვლება მთვარის მცირედი ნაწილის მფლობელად.
მიუხედავად იმისა რომ რეალურად არავის შეუძლია და არა აქვს უფლება ცის რესურსებზე, რადგანაც ისინი წარმოადგენენ კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობას, ნიუ-იორკში არის დაფუძნებული საერთაშორისო მთვარის გეოგრაფიული საზოგადოება, რომელიც ყიდის მთვარეზე ტერიტორიის მფლობელობის სერთიფიკატებს მთელ დედამიწაზე. კომპანიის მფლობელი
dennis hope თავისი ვებ-საიტის საშუალებით უფლებას აძლევს ადამიანებს შეისყიდონ თავისი წილი ტერიტორია მთვარეზე. როგორც ცნობილია ასეთი სერთიფიკატი შაჰრუჰს თაყვანისმცემელმა აჩუქა დაბადების დღისადმი.

თხოვნით
კარგა ხანია პრესაში იწერება შაჰრუჰ ქჰანისა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის "შივ სენას" ლიდერის, სერიოზული დაპირისპირების შესახებ, რაც წარმოიშვა მას შემდეგ რაც შაჰრუჰმა მხარი დაუჭირა პაკისტანის კრიკეტის გუნდის ინდოეთის პრემიერ ლიგაში მიღებას. მსახიობი მყარად დგას თავის აზრზე და აცხადებს რომ არ თვლის რომ რაიმე ანტიეროვნული განცხადება გააკეთა.
შაჰრუჰის მიმართ არაკორექტული განცხადებები გაკეთდა "შივ სენას" მიერ, მისმა ლიდერმა თქვა, რომ ეს მსახიობი იდიოტია.
გარდა ამისა პარტიის აქტივისტებმა დახიეს შაჰრუჰის მომავალი ფილმის, -
"ჩემი სახელია ქჰანი" - ს პლაკატები და წერილი გადასცეს ერთ-ერთი კ/თ-ის მფლობელებს რომ თუ ფილმს გაუშვებდნენ კ/თ-ში მძიმე შედეგები იქნებოდა მოსალოდნელი. როგორც ცნობილია ფილმი 12 თებერვალს უნდა გამოვიდეს ეკრანებზე.
პოლიტიკოსთან დაპისპირებაში მსახიობს მხარდაჭერა გამოუცხადა ფილმის მწარმოებელმა კომპამნიამ. თუმცა კინოინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი ხმამაღლა მხარდაჭერის გამოხატვას ერიდება. გამონაკლისი მხოლოდ ამირ ქჰანმა გააკეთა. მანაც ანალოგიურად დაუჭირა მხარი პაკისტანის გუნდის შესვლას ინდოეთის პრემიერ ლიგაში. მისი თქმით, მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს არა ეროვნება, არამედ დამსახურება.


თხოვნით რეჟისორ კარან ჯოჰარის სიტყვებით, შაჰრუჰისა და მისი მეუღლის, გაური ქჰანის სიყვარულის ისტორია ეს არის მთელი დრამა და რომანტიკა იმისათვის რომ შეიქმნას სიყვარულის ისტორია კინოსცენარისათვის. თუმცა კარანი ახლო მომავლისათვის არ გეგმავს გააკეთოს ფილმი მისი უახლოესი მეგობრების სიყვარულის ისტორიაზე.
- მე მინდა გადავიღო ფილმი შაჰრუჰისა და გაურის რომანტიკაზე, იმაზე თუ როგორ მოიპოვეს სიყვარულში გამარჯვება მიუხედავად წინააღმდეგობებისა. შესაძლოა ეს გავაკეთო მაშინ როცა მათი შვილი, არიანი გაიზრდება და შეძლებს ითამაშოს მამამისის როლი.
როგორც ჩანს დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, თუმცა მე ვფიქრობ რომ ღირს!

რანბირ კაპური

დაიბადა 1982 წლის 28 სექტემბერს, ინდოეთში, მუმბაიში.
მშობლები - რიში კაპური და ნიტუ სინგჰი
და - რიდჰიმა კაპური
საყვარელი სპორტი - კრიკეტი
ფავორიტი მსახიობები: რიში კაპური და აქშაი ქჰანა
ფავორიტი მსახიობი ქალი - კაჯოლი
საყვარელი ფილმები: "Shree 420" და "Life is Beautiful"
რანბირი შთამომავალია ლეგენდარული კაპურების კლანისა.
მისი მშობლები ყველასათის საყვარელი მსახიობები არიან, მისი დიდი ბაბუა პრედვირაჯ კაპურია, ბაბუა - რაჯ კაპური, ბაბუას ძმები: შამი და შაში. მათ წარსდგენაც არ სჭირდება, ისინი ძველი თაობის ლეგენდებს წარმოადგენენ.
მისი ბიძები რანდჰირი და რაჯივი, ბიძაშვილები კარიშმა და კარინა კაპურები ყველანი, ბოლივუდის ცნობილი სახეებია.
რანბირ კაპურის დებიუტი შედგა სანჯაი ლილა ბჰანსალის ფილმში: "Saawariya", სადაც მისი პარტნიორი იყო მშვენიერი სონამ კაპური, ანილ კაპურის ქალიშვილი.
2008 წლის "iifa"-სა და "zee cine"- ს დაჯილდოებებზე მამაკაცის სადებიუტო როლისათვის მიიღო პრიზები. 2008 წელს ასევე მიიღო პრიზი "მომავლის ვარსკვლავის" ნომინაციაში.
შემდგომი ფილმი მისი მონაწილეობით იყო, "bachna ae haseeno", სადაც მან სამ მშვენიერ მსახიობ ქალთან, ბიპაშა ბასუსთან, მინიშა ლამბასა და დიპიკა პადუკონისთან ერთად ითამაშა.
2009 წელი მსახიობისათვის საკმაოდ აქტიური გამოდგა. იგი სამ ფილმში გადაიღეს. ერთ-ერთი მათგანის პრემიერა 14 თებერვალს კ/თ საქართველოშიც შედგება. ეს არის ფილმი, "ბედნიერი სიყვარულის სევდიანი ისტორია".
რანბირ კაპურთან ერთად ამ ფილმში ბოლივუდის დედოფლად აღიარებულ, კატრინა კეიფსაც იხილავთ.
იმისათვის რომ შეგექმნათ ზოგადი წარმოდგენა ამ ნიჭიერ, ახალგაზრდა მსახიობზე, გთავაზობთ პატარა ინტერვიუს.
- გაიარეთ თუ არა სპეციალური სამსახიობო მომზადების კურსი?
-დიახ, მე გავიარე ნიუ-იორკის სამსახიობო სკოლის სრული კურსი, მაგრამ ის რაც შევიძინე სანჯაი ბჰანსალისთან მუშაობისას, ბევრად უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია ვიდრე სკოლის პრაქტიკა.
როგორი იყო თქვენი განწყობა როცა პირველი ფილმის პრემიერამ ჩაიარა და თქვენი დენიუტი წარმატებულად ჩაითვალა?
-ემოციები სრულიად უცნაური იყო. აღტაცება, ნერვიული დაძაბულობა, შიში ... ეს ყველაფერი გავიარე და აბსოლუტურად დაცლილი და უემოციო ვიყავი, რაც ერთი მხრივ კარგი იყო, რომ ნერვებს არ ემტყუნა.
-ყოველთვის მსახიობობაზე ფიქრობდით?
-მე ყოველთვის ვფიქრობდი მეკეთებინა ნებისმიერი რამ კინოსთან დაკავშირებით. არჩევანი რეჟისორობასა და მსახიობობას შორის მერყეობდა. ნელ-ნელა კი ეს არჩევანი მსახიობობისაკენ გადაიხარა.
-ვის უთხარით პირველად ამის შესახებ?
- მგონი არავისთვის მითქვამს კონკრეტულად, თუმცა ამის მოლოდინი ყველას ჰქონდა. ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთ ჩვეულებრივ საუბარს მოჰყვა ოჯახურ სადილზე. როდესაც ჩემს მშობლებს ეს ვუთხარი, მათ მიპასუხეს რომ ამის შესახებ ყოველთვის იცოდნენ.
აქვე მინდა აღვნიშნო რომ მიუხედავად სოლიდური თანხის შეთავაზებისა დაჯილდოებების ცერემონიალებზე რანბირი უარს აცხადებს წარსდგეს მაყურებლის წინაშე საცეკვაო ნომრებით. "iifa"-ს ცერემონიალის დირექტორი დადებითად აფასებს მის გადაწყვეტილებას.
- თუ იგი თვლის რომ სასცენო დებიუტისათვის ჯერ მზად არ არის, ეს უარი მის ღირსებაზე მეტყველებს. ვიმედოვნებ რომ მას მალე ვიხილავთ სცენაზე.

კადრები ფილმებისან: "საყვარელი" და "ფრთხილად ლამაზებო"

ბერძნულ ღმერთად წოდებული, შეუდარებელი რიტიკ როშანი

თხოვნითრიტიკ როშანი წარმოადგენს ერთგვარ ბრენდს, მომხიბვლელობის, საუკეთესო თვისებების და ჯენტლმენობის შერწყმით. მისი დიდებისკენ აღმასვლა დაიწყო ფილმით, "მითხარი რომ გიყვარვარ".
რიტიკ როშანი, მეტსახელად დუგუ, დაიბადა 1974 წლის 10 იანვარს.
მისი დედა პინკი როშანი, ცნობილი პროდიუსერის და რჟისორის ომ პრაკაშის ქალიშვილია.
მამა, რაკეშ როშანი, ცნობილი მსახიობი.
რიტიკს ჰყავს და სუნაინა.
ის სწავლობდა ბომბეის შოტლანდიურ სკოლაში.
ბოლივუდში წარმატებული დებიუტის შემდეგ მან მალევე დაქორწინდა სუზანა ქჰანზე, მსახიობ სანჯაი ქჰანის ქალიშვილზე და ასევე ცნობილი მსახიობიოს, ზაიედ ქჰანის დაზე. მათ ჰყავთ ორი შვილი, რიჰანი და რიდჰანი.
გარდა კარიერული წარმატებებისა მის ცხოვრებაში იყო რთული პერიოდებიც. მამამისი დაჭრეს უთანხმოების გამო, იმის თაობაზე რომ უარი უთხრა უცხოელებს უფლებაზე, ფილმზე "მითხარი რომ გიყვარვარ".
2009 წელს მას უკავშირებენ მექსიკელ მსახიობს, ბარბარა მორის, რომელთან ერთადაც ის გადაიღეს ფილმში, "ქაღალდის გველი", და სადაც მათ ჰქონდათ კოცნის სცენა. ამ უსიამოვნებებთან დაკავშირებით დაიწერა რომ სუზანა წასული იყო სახლიდან. თუმცა თავად მსახიობმა უარყო რაიმე პრობლემები ქორწინებაში.
რიტიკი თამამად შეიძლება ითქვას რომ ყოველმხრივ დახვეწილი მსახიობია, საუკეთესოდ ცეკვავს და საუკეთესო გარეგნობისაა.
ის ბავშვობიდანვე მოვიდა ბოლივუდში, თუმცა განსაკუთრებული წარმატება მას მამამისის ფილმმა "მითხარი რომ გიყვარვარ", მოუტანა, სადაც ის ახალბედა ამიშა პატელთან ერთად მონაწილეობს. ფილმმა 8 ოსკარი მიიღო, ამათგან ორი რიტიკმა მიიღო საუკეთესო დებიუტისა და საუკეთესო მამაკაცის როლისათვის. ამას მოჰყვა ასევე წარმატებული ფილმები კარიშმა კაპურთან და პრიტი ზინტასთან ერთად.
2001 წელს მის ფილმებს დიდი წარმატება არ ჰქონია რადგან ამ წელს კარან ჯოჰარის "სევდაშიც და სიხარულშიც" გამოვიდა და გაჰიტდა.
2002 წელს გამოვიდა ფილმი, "იმეგობრებ ჩემთან" და "არც შენ იცი და არც მე".
2003 წელს რიტიკმა მის მიმართ ყველა ეჭვი გააქარწყლა ფილმით, "მე შენს გვერდით ვარ", სადაც მისი გმირი როჰიტი უცხოპლანეტელს უმეგობრდება.
ამ როლმაც მსახიობს საუკეთესო მსახიობის ჯილდო "filmfare" მოუტანა.
2004 წელს ფილმით "მიზანი", მსახიობი საუკეთესო როლისათვის იყო ნომინირებული.
2006 წელს ის ისევ დაბრუნდა ფილმით "კრიში", რომელიც ფილმის "მე შენს გვერდით ვარ" გაგრძელება იყო. ამჯერად პრიანკა ჩოპრასთან ერთად. ეს ფილმიც ჰიტად იქცა.
ამას მოჰყვა "ბაიკერები 2", და ისევ ჯილდო საუკეთესო მსახიობისათვის.
2008 წელს "ჯოდჰა და აკბარი", მეთექვსმეტე საუკუნის ისტორია, სადაც რიტიკმა თავის თავზე აიღო დიდი აკბარის როლი. ფილმი ინდოეთის საზღვრებს გარეთაც პოპულარული იყო.
2009 წელს მსახიობი გადაიღეს ჯერ არ გამოსულ, თუმცა უკვე გახმაურებულ ფილმში, "ქაღალდის გველი", სადაც ის მექსიკელ მსახიობ, ბარბარა მორისთან ერთად თამაშობს. ამ ფილმისა და ამ ორი მსახიობის შესახებ ბევრი დაიწერა და ითქვა. დღემდე იწერება მათ შორის სავარაუდო რომანის შესახებ.
ფილმი 2010 წელს გამოდის ეკრანებზე და მასში რიტიკი "სალსას" მასწავლებელს თამაშობს. ეს არის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია, რიტიკ როშანის, ბარბარა მორისა და კანგანა რანაუტის სიყვარულის სამკუთხედით.
კიდევ ერთი ახალი ფილმი, ესაა: "Guzaarish", აიშვარია რაისთან ერთად, სადაც იგი თამაშობს ქვედა კიდურების დამბლით დაავადებულ ადამიანს, აიშვარია კი მისი მედდის როლს.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails