ბოლივუდის ერთ-ერთმა მშვენიერმა მსახიობმა მანიშა კოირალამ როგორც იქნა გადაწყვიტა გათხოვება.
-ჩემი მომავალი მეუღლე სამრატი ნეპალიდანაა, ისევე როგორც მე, მაგრამ ეს არ არის ქორწინება გარიგებით. კი, ჩვენი ოჯახები იცნობენ ერთმანეთს უკვე რამდენი წელია და ამიტომ ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად. თანდათანობით ჩვენი მეგობრული კავშირი გადაიზარდა სიყვარულში და როცა სამრატმა მთხოვა ცოლობა მე დავთანხმდი. ქორწილი შედგება 19 ივნისს კატმანდუში და მას დაესწრებიან ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები. სამრატი იქ ცხოვრობს და ამიერიდან ჩემი მთავარი სახლი იქნება კატმანდუში და არა მუმბაიში, როგორც აქამდე.
-თქვენი ცნობილი ოცნება პარიზში სახლის შესახებ უკან დარჩა?
-არავითარ შემთხვევაში, - განაცხადა მსახიობმა, - ჩემი ოცნება - სახლი პარიზში, უბრალოდ გადაიდო რამდენიმე ხნით. ამიერიდან მარტო მე კი არა, ჩვენ ორივე ვიზრუნებთ ამ ოცნების ასრულებაზე.
როგორც გაირკვა წყვილი საქორწინო მოგზაურობაში წასვლას პარიზში აპირებს.
კითხვაზე, შეწყვეტს თუ არა კინოში გადაღებას გათხოვების შემდეგ, მან უპასუხა:
-უკვე რამდენიმე წელია მე გარკვეულად შევზღუდე კინოკონტრაქტები. გათხოვების შემდეგაც განვაგრძობ გადაღებას, ასევე შეზღუდვით.
როგორც ყოველთვის გულახდილი მსახიობი ამჟამადაც ღიად პასუხობს რომ მან დიდი ხანია გაწყვიტა ურთიერთობა ამერიკელ კრის დოლანთან. ჩვენ დავშორდით თუმცა ვრჩებით მეგობრებად. ასეა ჩემს ცხოვრებაში, ურთიერთობები მთავრდება, მეგობრობა რჩება. მინდა რომ ყველა ჩემმა მეგობარმა მე და სამრატს გვისურვონ ბედნიერი ცოლ-ქმრული ცხოვრება.
როგორც კი ჩვენი ქორწილი გამოცხადდა სამრატმა თავისი ფოტოები აიღო სოციალური საიტებიდან. თუმცა მას მოუწევს შეეგუოს ასეთ რამეებს როცა დავქორწინდებით - განაცხადა მანიშამ.
Комментариев нет:
Отправить комментарий