ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

კარან ჯოჰარი ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ

რეჟისორი რომლის ფილმებსაც კარგად იცნობს ინდური კინოს მოყვარულები ამჟამად სხვა კუთხით მინდა წარმოგიდგინოთ.
გავიგოთ უფრო მეტი მის დამოკიდებულებაზე ბოლივუდის ცოცხალ ლეგენდასთან - ამიტაბჰ ბაჩანთან და მის ოჯახთან.
კარან ჯოჰარი:
- მე გავიზარდე ბიძია ამიტაბჰისა და ბიცოლა ჯაიას თვალწინ. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ჩემს მშობლებთან. ბავშვობისას მე ყოველთვის თავს ვიწონებდი რომ ვიცნობ ამიტაბჰ ბაჩანს. როცა ბ-ნი ამიტაბჰი გადასაღებ მოედანზე ცნობილი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა, მე მას მივწერე წერილი ლოცვებით მის გამოჯანმრთელებაზე. ორი დღის შემდეგ მე მივიღე პირადად ჩემი მისამართით პასუხი, ამიტაბჰ ბაჩანის ხელწერით. ეს დაუჯერებელი იყო. ჩემი პოპულარობა სკოლაში საოცრად გაიზარდა.
მთელი სამყაროსათვის ისინი ლეგენდარული წყვილია. ჩემთვის კი ისინი ყოველთვის იყვნენ ჩემი ოჯახის ახლობლები. ყველა დივალისა და ჰოლის დღესასწაულებზე ჩვენ ვხვდებოდით და ერთად აღვნიშნავდით დღესასწაულებს. ბიცოლა ჯაიასთან მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ის ჩემთვის როგორც დედა ისეა.
ყველამ იცის რომ ბ-ნი ამიტაბჰი კოლექციას აგროვებს "მოგონებების" თავისი პირველი ფილმიდან მოყოლებული დღემდე. ის ინახავს ნებისმიერ წვრილმანს, რომელიც მისთვის ამა თუ იმ გადაღების მოსაგონარი იქნება. მას აქვს საუკეთესო კოლექცია მოხდენილი ტანსაცმლის მთელს ჩვენს კინოინდუსტრიაში. მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ის ყველაზე ყველაზე მოდური 67 წლის მამაკაცია, მათ შორის ვისაც ვიცნობ.
ჩემთვის ბიძია ამიტაბჰი და ბიცოლა ჯაია არის - პრეზიდენტი და პირველი ლედი კინემატოგრაფიული სამყაროს. მათ აქვთ სამეფო აურა, ცოცხალი ხატების ღირსება. თქვენ არაფერი შეგიძლიათ, გარდა იმისა რომ ეთაყვანოთ.
ბაჩანები ცნობილია იმით რომ წარმოადგენენ ოჯახს, რომლის წევრებიც ერთმანეთთან განსაკუთრებით ახლოს არიან. საკმარისია ვახსენო აბჰი, აიში და შვეტა, რომ მათ სახეები უნათდებათ.
-ჩვენ ძალიან გაგვიმართლა რომ გვყავს შვილები, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს მოთხოვნილებებს და ჩვენც საპასუხოდ პატივს ვცემთ მათ - ამბობს ამიტაბჰი ჩვეული სიამაყით.
ჯაია ახსენებს შვილიშვილებს და ამბობს:
-თუმცა მე ვიყავი მკაცრი დედა, ახლა ბებია ვარ და არ შემიძლია დავინახო ცრემლები მათ თვალებზე, ჩვენი შვეტას შვილების თვალებზე. მე ამის ატანა უბრალოდ არ შემიძლია.
რა აღიზიანებს ჯაიას ამიტაბჰის ხასიათში?
-ეს ძალიან რთული საკითხია, - ამბობს ის, - მე ვცხოვრობ მასთან დიდი ხანი, გაცილებით მეტი ვიდრე ნებისმიერ ვინმესთან. ჩემი სიყვარული მის მიმართ მაიძულებს არ გავამახვილო ყურადღება რაღაც წვრილმანებზე. რაც მე მომწონს ეს არის ის რომ არის ძალიან კეთილი და ფაქიზი ადამიანია. შესაძლოა მანერვიულებდეს მისი თვისება - არ გაგიზიაროს თავისი აზრები. მე მინდა დავეხმარო მას ყოველთვის როცა განიცდის ემოციურ ჩავარდნებს.
მე ვეკითხები მათ, ჰყავთ თუ არა სამაგალითო წყვილი, რომელთაც ისინი უყურებენ როგორც ნიმუშს. პასუხი წამსვე მიბრუნდება მისგან.
-ჩემი მშობლები.
ჯაიაც იღიმება და თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails