ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 5 апреля 2010 г.

ბიპაშა ბასუ ახალ სკანდალურ ფილმში - "Pankh"

ძალიან მალე ბიპაშა ბასუს მაყურებელი იხილავს ახალ ფილმში "Pankh", სადაც ის ცხრა განსხვავებულ ხასიათის პერსონაჟს ითამაშებს.
მსახიობის თქმით ამ ფილმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ იმიტომ რომ მსახიობი ამდენი განსხვავებული ხასიატთის პერსონაჟს განასახიერებს, არამედ იმიტომაც რომ ფილმი ეხება ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას.
როგორც ცნობილია ცენზურამ ინდური კინემატოგრაფის ისტორიაში პირველად გაუშვა დიდ ეკრანზე ორი მამაკაცის კოცნის სცენა. ფილმში 20 წლის დებიუტანტი მსახიობი მარადონა რებელო, არაფხიზელ მდგომარეობაში კოცნის მსახიობ ამიტა პუროხიტს. რეჟისორი სუდიპტა ჩატოპადჰიაი გვიყვება ისტორიას ბიჭისა რომელსაც დედა ბავშვობაში აცმევდა და ზრდიდა როგორც გოგოს. როცა გაიზარდა ახალგაზრდას ყველაფერი აერია... ფილმში არის კიდევ ერთი სცენა რომელიც ცენზორების ყურადღებას იპყრობს. ეს არის სცენა სადაც ის შიშველი დგას დედის წინ რათა დაამტკიცოს რომ ის უკვე დიდია.
რეჟისორის განმარტებით ამ სცენას არანაირი სექსუალური დატვირთვა არა აქვს და ამ სცენის გარეშე ფილმი ერთგვარად დაუმთავრებელი იქნებოდა.
რაც შეეხება ბიპაშას როლს, მსახიობმა განმარტა რომ ეს არ არის ცხრა როლი როგორც ამბობენ.
-ეს არის მხოლოდ ცხრა შეხედულება. მე ვთამაშობ პერსონაჟს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. მე ვარ ფანტაზიის ნაყოფი ფილმის მთავარი გმირის.
ყოველი გამოხედვა არის მისი განწყობის გამოხატულება. ის თუ რბილ ხასიატზეა მეც ანგელოსის მსგავსი ვარ. ის მხედავს მე ისეთს როგორიც უნდა რომ დამინახოს.
მე თავიდანვე მომეწონა სცენარი.
ამჟამად კი მსახიობი დაკავებულია კიდევ ერთი ახალი ფილმის "Aakrosh" გადაღებებით. ეს არის მძიმე და მტკივნეული თემა სიყვარულის შესახებ რომლის წინააღმდეგობას წარმოადგენს კასტებს შორის დამოკიდებულება. ბიპაშასთან ერთად მასში მონაწილეობას იღებენ აჯაი დევგანი და აქშაი ქჰანა.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

bipasha basus gansakutrebuli xibl aqvs. nini

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails