ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

აბიშეკი და აიშვარია - საოცნებო წყვილი

-დახურეთ გეთაყვა კარები. ეს მუმბაია. ბუზი თუ არა ვერტმფრენი ნამდვილად შემოფრინდება!
ხმა მომმართავს მე და ჩემს ფოტოგრაფს, რომელიც დგას აივნის ღია კარებთან. ჩვენ არ გვჭირდება შებრუნება რომ გავიგოთ, ეს ვისი ხმაა. ხმა რომელიც დიდი ხანია გახდა სამარკო ნიშანი ბაჩანების ოჯახის მამაკაცების. ასეთი ხმა შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ ერთ ადამიანს - აბიშეკ ბაჩანს.
მალე, ქალი რომლის სილამაზეზეც უფრო მეტს ლაპარაკობენ ვიდრე ავღანისტანის ომზე, -განუმეორებელი თავის ოქროსფერ კაბაში - შემოუერთდება თავის მეუღლეს.
ჩვენ აბიშეკთან და მის მეუღლესთან, აიშვარიასთან ერთად მოვეწყვეთ სატუმრო ოთახში, რომელიც ნათლად გამოხატული ეთნიკური კოლორიტით გადაწყვეტილია ოქროსფერ და წითელ ტონებში.
როგორი იყო ოჯახური ცხოვრების ეს ორი წელი?
- მე ჯერ კიდევ ვიღვიძებ დილით და აღმოვაჩენ იმ ფაქტს რომ მე ვცხოვრობ იმავე ოტახში, რომელსიც აიშვარია რაი, - იღიმება აბიშეკი.
აიშვარიაც ეხოსმაგვარად იმეორებს კომპლიმენტს:
-მეც. უბრალოდ გაღვიძება ერთმანეთის გვერდით - ეს აბსოლიტური სიხარულია.
წყვილი პირველად შეხვდა შვეიცარიაში, სადაც აიშვარიას ჰქონდა გადაღებები. 21 წლის აბიშეკი, მივიდა გადაღებებზე.
აიშვარია იხსენებს:
-როცა ის დამელაპარაკა, ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. მას ჰქონდა ძლიერი აქცენტი.
წყვილი იხსენებს რომ როცა საერთო მეგობარმა, ვიზაჟისტმა, მიკიმ გააცნო ისინი ერთმანეთს, მიანიშნა რა აიშვარიას აბიშეკზე, წამოსცდა: ეს შენი მომავალია. ნაცვლად იმისა რომ უნდა ეთქვა, აბიშეკი კინემატოგრაფის მომავალიაო. წლების შემდეგ როცა აბიშეკი უკეთებდა საქორწინო მაკიაჟს აიშვარიას მან შეახსენა ამის შესახებ:
-ხედავ, მე გითხარი წლების წინ რომ ასე იქნებოდა.
რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან?
- ღირებულებების საერთო სისტემა, -ამბობს აიშვარია, - ჩვენ ორივე ტრადიციული ოჯახიდან ვართ. მამაჩემი მეზღვაური იყო და მეტწილად არ იყო სახლში. აბიშეკის მამაც ასევე. ჩვენ გავიზარდეთ განათლებულ და უბრალო ადამიანებად. პატივისცემას გამოვხატავ მისი მშობლების მიმართ, მათ აბიშეკი და შვეტა გაზარდეს იმდენად კარგი.
-აჰა შენ ბოლოსდაბოლოს აღიარე რომ კარგი ვარ, - გამოაჯავრა აბიშეკმა და აიშიც იღვრება სიცილად ზარივით წკრიალა ხმით.
აბიშეკი განსაკუთრებით კარგი მოსაუბრე გამოდგა. მე ვეკითხები მას რა მოსწონს ყველაზე მეტად აიშვარიაში. ის კი კითხვითვე მპასუხობს:
-რამდენი გაქვთ ფურცელი?
ჩვენ ვარწმუნებთ მას რომ საკმაო რაოდენობით და ის განაგრძობს:
- მისი ნიჭი გაიძულოს დაიჯერო რომ შეგიძლია დააწესო ძალიან მაღალი სტანდარტი შენი საოცნებო ცხოვრების პარტნიორის ძებნაში.
-ააჰ, აღმოხდა შეძრულ აისვარიას, - როგორ მომწონს ეს ინტერვიუ, მოდით ის მარადიული იყოს.
აბიშეკი განაგრძობს:
-ჩემი მშობლები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ის თუ როგორ "ჩაეწერა" ის მათ ცხოვრებაში, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე დავქორწინდებოდით, უბრალოს საოცრებაა. ვფიქრობ რომ მათთვის ის უფროა ქალიშვილი, ვიდრე მე შვილი. გარდა ამისა ის შეპყრობილია ადამიანებზე ზრუნვით. თქვენ უბრალოდ გაგიმართლათ თუ ავადმყოფობთ და ხართ მის გვერდით. საღამოს როცა ვბრუნდები შინ, ის მაშინვე მეკითხება: რპგპრ ჩაიარა დღემ? გშია? მოგიტანო რაიმე? ის არის ამ სახლის "ბებია". ჩემმა ახლო მეგობარმა, რომელიც ჩემთვის ისევეა როგორც და, მკითხა:
-როგორ მოახერხე მოგეყვანა ცოლად "დედა"?
ამჯერად აიშვარიას დრო მოვიდა.
-ვფიქრობ ჩვენ როგორც ბავშვები, ისეთები ვართ, მოგვწონს ვიყოთ ის, რაც ვართ.
აი, მაგალითად იმაზე თუ მე როგორ ვკისკისებ ძალიან ბევრს წერენ...
-კარგი რა... - აწყვეტინებს აბიშეკი
- მადროვე ვთქვა - ითხოვს აიშვარია. მოსწონს თუ არა ეს ადამიანებს , ბავშვები რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს შიგნით დარჩებიან ჩვენში სიბერემდე. ამასთან ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ დიდები, როცა ეს საჭიროა.
აბიშეკი აწყვეტინებს:
-მაპატიე, მაგრამ ჩემი პასუხები უკეთესი იყო. თქვი ჩემს შესახებ რაიმე, მე შენს შესახებ რამდენი მშვენიერი სიტყვა ვთქვი. შენგან გამომდინარე მე ძალიან მოსაწყენი გამოვდივარ. ისინი ვერ გაიგებენ რაც შენ თქვი...
-რათქმაუნდა გაიგებენ - აიში ჩემზე უთითებს, - ქალს ყოველთვის ესმის ქალის.
აიშვარია მართალია. მიუხედავად იმისა რომ ის ცდილობს სწორად ფორმულირებდეს, (მიუხედავად აბიშეკის ჩართვებისა), მისი თვალები გაცილებით ხმამაღლა საუბრობენ ვიდრე მისი ფრაზები. ბოლოსდაბოლოს ის პოულობს საჭირო სიტყვებს.
- მას აქვს ცხოვრების გაგების საოცარი ხედვა. ქორწინების პირველ წელს ჩვენ შევეჩეხეთ სამყაროს ბევრ მკაცრ რეალობას და მან ჩვენ ორივე ამოგვიყვანა ამ გაუგებრობებიდან.
ეს მითბობს მე გულს, - ცოდნა იმისა რომ მე გავყევი ცოლად ასეთ ძლიერ კაცს. ვერ ვპოულობ საჭირო სიტყვებს რომ გადავუხადო მადლობა ღმერთს იმისათვის რომ ასეთი ადამიანი გამომიგზავნა.
ის ისეთივე კარგია სიძის როლში, როგორიც ქმრის როლში? ჩემს ამ კითხვაზე მისი თვალები ენთება.
- ჩემი მსობლები მას აღმერთებენ.
აბიშეკი განაგრძობს:
-თავიდან მათ თავი ეჭირათ განცალკევებით. იცით, ეს "სიძის" გაგების თემაა. მაგრამ მე ისეთი "საყვარელი" ვარ. მე არასოდეს ვურეკავ მათ მისვლის წინ. უბრალოდ შევუვლი, ჩამოვჯდები და ვთხოვ მაჭამონ. ასევე ჩემებისტვისაც. მიუხედავად იმისა რომ არავის სეუძლია დაიკავოს ჩემი დის ადგილი, აიში გახდა მეორე ქალიშვილი ჩემი მშობლებისათვის. ახალგაზრდა გოგონასათვის რომელიც ისისაა შევიდა ახალ სახლში შესაძლოა საკმაოდ საშიშად მოეჩვენოს ის, რომ "დილა მშვიდობისა" - ს მას ეუბნება ამიტაბჰ ბაჩანი (ბაძავს მამის ხმას). ახლა მამაჩემი მას ესაუბრება უფრო მეტს ვიდრე მე.
როგორ გრძნობენ ისინი თავს ერთ დიდ ოჯახში? ეს ხომ უკვე მოძველებული ტრადიციაა თანამედროვე ინდოეთში.
-აბსოლიტურად ბუნებრივია, - ამბობს აბიშეკი, - ვიცი რომ ჩვენ ვცხოვრობთ ცინიკურ დროში, როცა ადამიანები საუბრობენ ქორწინებაზე რომ არ "მუშაობს", საუბრობენ "ბოროტ დედამთილებზე", მაგრამ ჩემს ოჯახში მე ვიყავი მოწმე მხოლოდ სიყვარულის და გაგების. როცა მე ვხედავ ჩემს მშობლებს ჩემი დის ბავშვებთან, აზრიც კი არ მომდის თავში, წავართვა მათ ეს სიყვარული ჩვენს მომავალ შვილებთან.
რადგან ნახსენები იქნა ბავშვები ჩვენ უნდა ვისაუბროთ თავშეკავებით იმის შესახებ, თუ როდის შექმნიან ისინი სრულყოფილ ოჯახს.
- მე არვიცი საიდან მოდის ეს მუდმივი ჭორები, თითქოს აიშვარია ფეხმძიმედაა. ეს ღვთის კურთხევაა და როცა არ უნდა მოხდეს ამას ყველა გაიგებს. ხომ ცხადია რომ ამას ვერ დამალავ, მას ხომ მუცელი დაეტყობა, დამძიმდება. საიდან ამდენი ჭორები? ეს მოხდება მაშინ როცა გვიწერია.
იცით თუ არა რომ?
აბიშეკი და აიშვარია დაქორწინდნენ 2007 წლის 20 აპრილს ძირითადად სამხრეთ ინდოეთის ტრადიციული საქორწინო რიტუალით.
აიშვარია, ისევე როგორც მისი მამამთილი, სამახსოვროდ ინახავს ყველა წვრილმანს, თვითმფრინავის ბილეთსაც კი.
აბიშეკი შესანიშნავად ამზადებს "კარის" სოუსს.
აიში და აისვარია, ორთავე ჭკუას კარგავენ ბოევიკებზე და ფეხბურთზე.
აიშვარიას ერთ-ერთი მეტსახელი, ცნობილი "აიში"-ს გარდა არის "Gullu".
წარმატებული ქორწინების გასაღებად აიშვარია და აბიშეკი თვლიან საკუთარი ძლიერი "მე"-ს შენარჩუნებას. ასევე იმას რომ უნდა იყო მგრძნობიარე პარტნიორის მოთხოვნების მიმართ. თუ წარმოიშვება კამათი, უნდა განისაჯოს საკითხი და არასოდეს არ უნდა დაიძინონ ნაჩხუბრებმა.

წყვილი სხვადასხვა დროს

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails