ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

იცით თუ არა რომ ამიტაბჰ ბაჩანი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა 11 წუთი?

უცნობი დეტალები ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ
დარწმუნებული ხართ რომ ყველაფერი იცით მის შესახებ?
გავიგოთ უფრო მეტი
1. ამიტაბჰ ბაჩანი დაიბადა სახელით "Inquilab shrivastav". Inquilab იყო აგრეთვე ფილმის სახელწოდება რომელშიც მან ითამაშა.
2. ცნობილი მსახიობი ოდესღაც სიამოვნებით სვამდა და ეწეოდა დღის განმავლობაში 200-დე სიგარეტს. თუმცა ამჟამად ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.
3. მას უყვარს სადილად "Gulab jamuns"-ი. (ეს არის შემწვარი რძიანი ბურთულები ტკბილ, ილით, ვარდის წყლითა და ზაფრანით შეზავებულ სიროფში. ეს არის დესერტი, რომელიც გამოიყენება დღესასწაულებსა და ქორწილებში).
დესერტი შეძენილი უნდა იყოს საკონდიტროში ჩემბურში, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს.
4. მას არ უყვარს მოემსახუროს საკუთარ თავს და ამჯობინებს რომ სადილი მოუმზადოს ჯაიამ. ურჩევნია დარჩეს მშიერი ვიდრე თავის თავს მოუმზადოს სადილი.
5. ამიტაბჰ ბაჩანი სარგებლობს "lomani"-ს პარფიუმით, რომელიც მისი სახელის მარკითაა გამოშვებული. სხვათაშორის მთელი ოჯახი სარგებლობს ამ მარკით.
6. მყარად ვეგეტარიანელია. უყვარს "aloo puri",(ზეთში შემწვარი კარტოფილის კვერები), "pakodas", (შემწვარი კარტოფილი სანელებლებით), "dhoklas", (მჟავე ცომი შემწვარი ქათმის ცხიმში), "parathas", (ინდური პური გამდნარ ნაღების ცხიმში შემწვარი ბოსტნეულით), ამჯობინებს "penne"-ს სოუსს ძირითადად მომზადებულს რესტორან "Mezzo Mezzo"-ში, სასტუმრო "JW Marriott"-ში.
მიირთმევს დღეში ერთხელ და ამჯობინებს ოჯახში სადილობას.
7. ჩვეულებრივ დღეებში ის ამთავრებს სამუშაოს დღის ორის ნახევარზე, ხოლო ყოველდღიურად დილით იღვიძებს 5 საათზე.
ადრე სამუშაოს დამთავრების შემდეგ მას მოსწონდა მოდუნება სასტუმრო "JW Marriott" -ში. ახლა უკვე მას აქვს სატრენაჟორო მოწყობილობა საკუთარ ბუნგალოში.
8. მას შემდეგ რაც მასზე მოხდა თავდასხმა და იყო დაჭრილი, ის იმყოფებოდა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში 11 წუთის განმავლობაში, მანამ სანამ ექიმებმა არ დაიწყეს ადრენალინის ინექციის შეყვანა გულში, მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ჯაიამ დაინახა რომ მან თითები გაამოძრავა და დაიძახა: "ის ცოცხალია!"
ეს სცენა შემდგომ გამოყენებული იქნა აჯაი დევგანის მიერ ფილმში - "Major saab" 9. მის ლექსუსს ტყვიაგაუმტარი მინები და რადიალური, ფორმულა-1 ის სტილის საბურავები აქვს. ავტომობილი, რომელიც ცნობილია მსოფლიოში უნიკალური უსაფრთხოების სისტემით მას თავისუფლად მართვის და გადაადგილების საშუალებას აძლევს.
10. მას აქვს თერთმეტი ავტომობილი: "Rolls royce phantom", "Bentley Continental GT", "Mercedes SL 500", "Porsche Cayman S", "Range Rover", "Lexus Lx 470", "Mescedes E 240", "BMW x5", "BMW 7 Series", "Mercedes S320" და "Ford Mondeo".
11. ამიტაბჰი იყო კარგი სპორტსმენი. ის ხშირად იმარჯვებდა 100, 200 და 400 მეტრ დისტანციებზე ყოველგვარი დატვირთვის გარეშე.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails