ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 3 апреля 2010 г.

კანგანა რანაუტმა გადაღებებზე ფეხი მოიტეხა

ბოლივუდის მსახიობ ქალებს არ უმართლებთ ამ თვეში. კატრინას შემდეგ კანგანას ჯერი დადგა. როგორც ჩანს ამჯერად მარცხი გაცილებით სერიოზულია ვიდრე კატრინას შემთხვევაში.
რეჟისორ ანანდ რაჯის ფილმის "Tanu Weds Manu"-ს გადაღებებისას კანგანას უნდა გაევლო მოტოციკლით პარტნიორთან ერთად, მის უკან მჯდომს. თუმცა გადაღებების დროს მათ დაკარგეს წონასწორობა და მოტოციკლი მსახიობს ფეხზე დაეცა. გადამღები ჯგუფის წევრებმა სასწრაფოდ მიიყვანეს ის უახლოეს საავადმყოფოში, სადაც გამოვლინდა ფეხის სერიოზული დაზიანება და მცირე მოტეხილობა. მსახიობს ერთი კვირით წოლითი რეჟიმი ურჩიეს. პროდიუსერმა შაილეშ სინგჰმა მისთვის საუკეთესო ქირურგი-ორთოპედი გამოიძახა.
რეჟისორმა ანანდ რაჯმა შეაქო კანგანა საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით, რადგანაც საავადმყოფოში მყოფიც კი მსახიობი შეშფოთებას გამოხატავდა გადაღებების შემდგომი გრაფიკისადმი.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

dzaan sakvarelia es gogo da dzaan nichieric

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails