რეჟისორ ანანდ რაჯის ფილმის "Tanu Weds Manu"-ს გადაღებებისას კანგანას უნდა გაევლო მოტოციკლით პარტნიორთან ერთად, მის უკან მჯდომს. თუმცა გადაღებების დროს მათ დაკარგეს წონასწორობა და მოტოციკლი მსახიობს ფეხზე დაეცა. გადამღები ჯგუფის წევრებმა სასწრაფოდ მიიყვანეს ის უახლოეს საავადმყოფოში, სადაც გამოვლინდა ფეხის სერიოზული დაზიანება და მცირე მოტეხილობა. მსახიობს ერთი კვირით წოლითი რეჟიმი ურჩიეს. პროდიუსერმა შაილეშ სინგჰმა მისთვის საუკეთესო ქირურგი-ორთოპედი გამოიძახა.
რეჟისორმა ანანდ რაჯმა შეაქო კანგანა საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით, რადგანაც საავადმყოფოში მყოფიც კი მსახიობი შეშფოთებას გამოხატავდა გადაღებების შემდგომი გრაფიკისადმი.
რეჟისორმა ანანდ რაჯმა შეაქო კანგანა საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით, რადგანაც საავადმყოფოში მყოფიც კი მსახიობი შეშფოთებას გამოხატავდა გადაღებების შემდგომი გრაფიკისადმი.
1 комментарий:
dzaan sakvarelia es gogo da dzaan nichieric
Отправить комментарий