დაამთავრა თუ არა მუშაობა ფილმზე "Thank You", (როლებში: აქშაი კუმარი, ბობი დეოლი, სუნილ შეტი, ირფან ქჰანი, სონამ კაპური, სელინა ჯაეტლი და რიმი სენი), რეჟისორი ანის ბაზმი შეუდგა გადაღებას ფილმისას "Ready", რომელშიც მთავარ როლებს სალმან ქჰანი და ასინი განასახიერებენ.
ეს არის რიმეიქი იგივე სახელწოდების ტელუგუ ფილმისა, რომელშიც მთავარ როლებში ჯენელია დე სუზა და რამი მონაწილეობენ და რომელიც წარმატებით გადიოდა აშშ-ში, ხოლო ანდჰრა-პრადეშის შტატში 100 დღე არ ჩამოსულა ეკრანიდან.
-ასინი ჩემი საყვარელი მსახიობია, მე ვნახე მისი დებიუტი ფილმში "ამნეზია", ასევე რამდენიმე სამხრეთულ ფილმში, -ამბობს რეჟისორი ანის ბაზმი, - მან ითამასა ჩემს ფილმში "ლონდონური ოცნებები". ეს მომხიბვლელი გოგონა შემატებს განსაკუთრებულ შარმს ჩემს ფილმს. ივნისში ჩვენ გადაღებებს ვაწარმოებტ მუმბაისი, ხოლო აგვისტოში, როცა წვიმების სეზონი დაიწყება პავილიონებში. ოქტომბერში კი დაახლოებით ორი თვე გადაღებებს გავაგრძელებთ საზღვარგარეთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий