დჰარამ დეოლი და ჰემა მალინი
ისინი ერთმანეთს რომელიღაც ფილმის პრემიერაზე შეეჩეხნენ პირველად 1969 წელს. ორთავემ მაშინვე იგრძნო ორმხრივი გატაცება. ალბათ ბედისწერა იყო რომ იმავე წელს მათ ხელი მოაწერეს ოთხი ერთობლივი ფილმის კონტრაქტს.
ასე დაიწყო ბოლივუდის ყველაზე რომანტიული სიყვარულის ისტორია.
მათი რომანი შესამჩნევი გახდა ფილმის "ზიტა და გიტა"-ს გადაღებებისას. დჰარმენდრა მოხიბლული იყო ქალიშვილის სილამაზითა და უბრალოებით.
ჰემა მოგვიანებით აღიარებს რომ დჰარმენდრას თანდასწრებით ის აღმაფრენას გრძნობდა. ორი წლის შემდეგ ფილმ "შურისძიება და კანონი" - ს გადაღებისას ყველასათვის ცხადი გახდა მათი ურთიერთმიზიდულობა.
დჰარმენდრა მოელეპარაკებოდა ხოლმე გამნათებლებს დაეშვათ შეცდომა კონკრეტული სცენების გადაღებებისას, რითაც მას საშუალება ეძლეოდა ისევ და ისევ მოხვეოდა სასურველ პარტნიორ ქალს.
განვითარებულმა რომანმა დიდი მღელვარება გამოიწვია ჰემას ოჯახში. განსაკუთრებით წინააღმდეგი იყო მამა. მას რეგულარულად მოჰქონდა და აჩვენებდა ქალიშვილს პოტენციური საქმროების ფოტოებს, თუმცა ჰემას ისინი არ აინტერესებდა.
- მე მიზიდავდა დჰარმენდრა - აღიარებს მოგვიანებით მსახიობი, -თუმცა არ მყოფნიდა გამბედაობა მეღიარებინა ეს. მე ვაცნობიერებდი ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობის უაზრობას და უპერსპექტივობას თუმცა ამ ურთიერთობის გაწყვეტაც არ შემეძლო.
ის, რაც დაიწყო როგორც ჩვეულებრივი მეგობრობა გადაღებებისას, გადაიზარდა ძლიერ მიზიდულობაში.
-მე კარგად ვგრძნობდი თავს მასთან, ბედნიერი ვიყავი როცა ის გვერდით იყო - იხსენებს მსახიობი.
ერთხელ შუა გადაღებებისას დჰარმენდრამ მოულოდნელად მკითხა: "გიყვარვარ"? ასეთმა მოულოდნელმა კითხვამ დამაბნია და პაუზის შემდეგ ვუპასუხე: "მე შემიძლია მიყვარდეს მხოლოდ ის, ვისაც ცოლად გავყვები".
"ეს არ არის პასუხი" - დაჟინებით ითხოვდა ის. "სხვა პასუხი მე არა მაქვს" -ვუპასუხე მე - იხსენებს ჰემა.
მათი რომანი ყველაზე განსჯადი იყო საზოგადოებისათვის. ყვითელი პრესა აქვეყნებდა ისეთ ისტორიებს რომ ორივე ოჯახს დაერღვა სიმშვიდე. ჰემას მშობლებმა გადაწყვიტეს მისი სასწრაფოდ გათხოვება, მითუმეტეს იმ პერიოდში ორი უცოლო ვარსკვლავი იყო შეყვარებული ჰემაზე. ესენი იყვნენ სანჯივ კუმარი და ჯიტენდრა მაგრამ ჰემამ უარყო ორივე.
-მე ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი დჰარმენდრასადმი ჩემს გატაცებას, მაგრამ განა ვინმე წინასწარგანზრახულად იყვარებს ადამიანს? ეს ხდება თავისთავად. ეს იყო ნაწინასწარმეტყველები ბედისწერის მიერ. ჩვენ არ ვაძლევდით დაპირებებს, არ ვმსჯელობდით მომავალზე, არ ვაწყობდით გეგმებს. მე მხოლოდ ვგრძნობდი რომ მის გვერდით მყოფი მე ვიყავი ბედნიერი და ეს იყო ყველაფერი რაც მე მინდოდა - ვყოფილიყავი ბედნიერი.
1978 წელს ინფარქტით გარდაიცვალა ჰემას მამა და გარკვეულწილად ამანაც გადაწყვიტა მათი ურთიერთობის ბედი. მამის სიცოცხლეში ჰემა ალბათ ვერ გაბედავდა ოფიციალურად დაეკავშირებინა ბედი ცოლიან მამაკაცთან.
ინდუიზმში არ არის მრავალცოლიანობა მაგრამ დჰარმენდრამ მოახერხა მიეღო ბრაჰმანთა საბჭოსგან თანხმობა მეორე ქორწინებაზე, ისე რომ არ გაყროდა პირველ ცოლს, რომელსაც დაპირდა რომ არ მიატოვებდა.
მამის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 1980 წლის მაისში, ჰემამ და დჰარამმა ოფიციალურად გააფორმეს ურთიერთობა შინაურულ გარემოებაში. ამ ცერემონიალს ესწრებოდა ჰემას ნათესავები და დჰარმენდრას მამა. პრესას მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეატყობინეს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს საზოგადოებამ მიიღო ეს ქორწინება. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. დჰარამს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. ორივე ცნობილი სახეა ბოლივუდის.
-ეს უნდა მომხდარიყო და მე არაფერს ვნანობ - ამბობს ჰემა მალინი, - ამდენი წლის შემდეგ ის ისევ ისე მიყურებს მე როგორც ოდესღაც როცა პირველად დამინახა. ის ისევ ისე მაგრძნობინებს რომ მისთვის განსაკუთრებული ვარ.
Комментариев нет:
Отправить комментарий