ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

კარინა კაპური მადჰურ ბჰანდარკარის ახალ ფილმში

უკვე რამდენი ხანია რაც ცნობილი გახდა რომ მადჰურ ბჰანდარკარის ფილმი რომელშიც კარინა კაპური თამაშობს, დაფუძნებულია წარმატებული მსახიობის ცხოვრებაზე. რეალური ცხოვრების კინოში გადატანისადმი მიდრეკილ მადჰურ ბჰანდარკარს სურს ფილმის საფუძვლად აიღოს ამერიკელი სუპერვარსკვლავის მერილინ მონროს ცხოვრება, რათქმაუნდა გარკვეული ცვლილებებით.
მადჰურის ახლო მეგობარი ამბობს, რომ მადჰური ყოველთვის აღფრთოვანებული იყო მერილინ მონროს ცხოვრებით. მას დიდი ხანია უნდოდა გადაეღო ფილმი მერილინის ცხოვრებაზე, მაგრამ არ გამოდიოდა. ახლა უკვე საბოლოოდ მზადაა ახალი ფილმის თემა. შეიძლება გადაწყვეტილად ითქვას რომ ფილმი შთაგონებული იქნება მერილინის ცხოვრებით.
ცნობილი ვარსკვლავის ცხოვრებაში ბევრი რამ იყო საკამათო და ამიტომ მადჰურს არ უნდა გარისკოს და მსახიობის ცხოვრების მხოლოდ ერთი მხარე აჩვენოს.
მან ბევრი გამოკვლევა ჩაატარა და ძალიან ბევრი წაიკითხა მსახიობის ცხოვრების შესახებ. ნახა ბევრი დოკუმენტები.
მას შემდეგ რაც მან ყველა გამოკვლევა და მსახიობის ცხოვრების ყველა ასპექტი გადმოიტანა სცენარში, მთავარ როლზე კარინა კაპური მოიწვია.
რამდენი მამაკაცი იარსებებს კარინას გმირის ცხოვრებაში ახალ ფილმში?
5 მამაკაცი.
ვინ იქნებიან ეს მსახიობები ჯერ უცნობია, თუმცა ბევრმა ვარსკვლავმა გამოთქვა სურვილი ფილმში მონაწილეობის.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails