ის არის დედა ცნობილი მსახიობებისა: ტვინკლი ქჰანა და რინკი ქჰანა.
სიდედრი ბოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის, აქშაი კუმარის (ტვინკლის მეუღლე).
ჰყავს ერთი უმცროსი და.
დიმპლ კაპადია როგორც მსახიობი აღმოაჩინა ლეგენდარულმა შოუმენმა, რაჯ კაპურმა, რომელმაც დაამტკიცა როლზე თავის ვაჟთან, რიშისთან ერთად ფილმში "ბობი" (1973)
ამ ფილმმა ორივენი ვარსკვლავებად აქცია. დიმპლი მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო.
ფილმის "ბობი" გამოსვლიდან რაღაც ერთ წელიწადში, 1974 წელს პრესაში გამოჩნდა განცხადებები იმის შესახებ რომ დიმპლ კაპადია ცოლად გაჰყვა ცნობილ სუპერვარსკვლავს, მასზე 15 წლით უფროს, რაჯეშ ქჰანას.
გათხოვების შემდეგ ის კინოდან წავიდა.
1983 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი: ტვინკლი და რინკი. ორივე მსახიობია.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ დიმპლ კაპადიას საშუალება მიეცა ისევ დაბრუნებულიყო კინოში.
ის გადაღებულია 69 ფილმში.
2005 წელს ის ისევ გადაიღეს რიში კაპურთან ერთად ფილმში, "Pyaar Mein Twist ".
რაც შეეხება მის ახალ ფილმებს, ესენია 2009 წელს გამოსული ფილმები:
"Phir Kabhi" - მითჰუნ ჩაკრაბორტისთან ერთად და "Luck By Chance", ფარჰან აჰტართან ერთად.
2010 წელს უნდა ველოდოთ მისი მონაწილეობით კიდევ სამ ფილმს:
"Krantiveer - The Revolution", "Patiala House" და "Tum Milo Toh Sahi" სადაც ის ნანა პატიკართან ერთად ითამაშებს.
ფილმში აღწერილია სიყვარულის ისტორია რომელიც ასაკით განსხვავებულ ადამიანებს აკავშირებს. როგორც ფილმის დირექტორმა განაცხად ამ ფილმის შესახებ, ამბავი რომელიც გულიდან მოდის, უთუოდ დაიპყრობს მაყურებელთა გულებს. ნანა პატიკარისა და დიმპლ კაპადიას დუეტი კი საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს.
კადრები ფილმიდან "ბობი"კადრი ახალი 2010 წლის ფილმიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий