ცხადია ბოლოდროინდელ გახმაურებულ რომანთან დაკავშირებით რანი მუქერჯისა და ადიტია ჩოპრას შორის, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ადიტია ჩოპრას მიმართ გაიზარდა. გარდა იმისა რომ ფორუმში არის თხოვნა ადიტიას შესახებ რაიმე ინფორმაციის და ფოტოების მიწოდების შესახებ, პირადად საფოსტო მისამართზეც მივიღე ორი მსგავსი თხოვნის შემცველი წერილი.
სიმართლე გითხრათ რანი მუქერჯი მისი თაობის მსახიობებს შორის ჩემი ფავორიტია და ვთვლი რომ ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობია რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარმატებისათვის ცხოვრება დაუკავშიროს პროდიუსერს, რეჟისორს ან რომელიმე გავლენიან ფიგურას კინოსამყაროში, ისე როგორც ამას სხვები აკეთებენ ხოლმე.
და მაინც ასე მოხდა. ჭორი იმის შესახებ რომ რანი მუქერჯი და ლეგენდარული იაშ ჩოპრას შვილი, თავადაც რეჟისორი და პროდიუსერი ადიტია ჩოპრა დაინიშნენ, დიდი ხნის წინ გაჩნდა საზოგადოებაში. თუმცა იმდენად მტკიცედ უარყოფდა ამას რანი რომ შემდეგ კარგა ხნით მიჩუმდა.
თავად ადიტია ბუნებით "ჩაკეტილი" ადამიანია და ძალიან იშვიათად აძლევს ინტერვიუებს , რამდენადაც ვიცი მხოლოდ ე რთი ინტერვიუ აქვს მიცემული ცხოვრებაში და ასევე არ ჩნდება ტელევიზიითაც. შესაბამისად წყვილი ერთად არასოდეს უნახავთ ბოლო დრომდე. ამასთან ადიტია პირველ მეუღლესთან პაიალ ქჰანასთან გაყრის საქმეს აგვარებდა. მასთან ადიტია 5 წელი ცხოვრობდა.
საუბრობდნენ იმაზეც რომ იაშ ჩოპრა სასტიკი წინააღმდეგი იყო რანისა და ადიტიას დაქორწინების.
ფილმები: "იმეგობრებ ჩემთან?", მე და შენ", "ლეგენდა სიყვარულზე", "ბანტი და ბაბლი", ტა რა რამ პამ", ორი სიცოცხლე", და "გული გეუბნება ითამაშე", ის ფილმებია რომლების "იაშ რაჯ ფილმზის" სახელით გამოვიდა და რომლებშიც მთავარ როლებს რანი მუქერჯი თამაშობდა. აქედან გამომდინარე რანი პროფესიონალურადაც დამოკიდებულია ადიტიაზე.
ადიტია ჩოპრა დაიბადა 1971 წლის 21 მაისს. მას ჰყავს ძმა უდეი ჩოპრა, რომელიც ასევე მსახიობია, მისი დებიუტი შედგა ფილმში "შეყვარებულები"".
ადოტიას პირველი სარეჟისორო ნამუშევარი "მოუტაცებელი საპატარძლო 1995 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ეს ფილმი ყველასათვის ცნობილი ჰიტია და ამიტომ მასზე არ შევჩერდები. ამ ფილმმა მას მოუტანა საუკეთესო რეჟისურისათვის და სცენარისათვის "Filmfare"-ს ჯილდო.
მისი მეორე ფილმი იყო "შეყვარებულები", შემდგომ კი - "ღმერთმა შექმნა ეს წყვილი".
გარდა რეჟისურისა ის ასევე მუშაობდა ისეთი ჰიტების სცენარზე როგორებიცაა: "შეშლილი გულები", "ლეგენდა სიყვარულზე", "ბანტი და ბაბლი" და "ბაიკერები 2".
ადიტია არის პროდიუსერი ისეთი ფილმებისა, როგორებიცაა: "ჩემი შეყვარებულის ქორწილი", "მე და შენ", "იმეგობრებ ჩემთან?", "ბაიკერები 2", "ბანტი და ბაბლი", "სალამი გამარჯობა", "დამსხვრეული ოცნებები", "ტა რა რამ პამ", "იცეკვე პატარავ, იცეკვე", "წინ ინდოეთი", ორი სიცოცხლე", "ცოტა სიყვარული, ცოტა ჯადოქრობა", "ფრთხილად ლამაზებო", ნიუ-იორკი და სხვა.
გამოვყოფ ასევე ბოლო დროის ფილმს, "გული გეუბნება ითამაშე", რომელშიც მთავარ როლს რანი მუქერჯი თამაშობს

Комментариев нет:
Отправить комментарий