ძალიან მხიარული ქორწილი ჰქონდათ 3 წლის წინ ბოლივუდის ცნობილ ვარსკვლავებს აბიშეკ ბაჩანსა და აიშვარია რაის. მათკენ იყო მიმართული მასობრივი ინფორმაციის მთელი ყურადღება მაშინ. დღეს კი უკვე სამი წელი გავიდა თუმცა ისინი ისევ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულებად გამოიყურებიან. აბიშეკმა თავის გვერდზე "Twitter", მინიშნებით განაცხადა რომ შორს წაიყვანს მეუღლეს და მართლაც წყვილი ამ თარიღის აღსანიშნავად აშშ-ში გაემგზავრა. წყვილი 24 აპრილს უკვე უნდა დაესწროს მათი ერთობლივი გახმაურებული ფილმის "Raavan"- ის სარეკლამო რგოლის მუსიკის ჩაწერას.
დღესდღეობით აიშვარია და აბიშეკი ერთ-ერთი წარმატებული ეკრანული წყვილია ბოლივუდში. მათი პირველი ერთობლივი ფილმი იყო რეჟისორ რაჯ კანვარის ფილმი: "რამდენიმე სიტყვა სიყვარულზე" (2000 წ).
მაშინ მათ შორის არანაირი რომანტიკა არ იყო, რადგან აბიშეკი დანიშნული იყო კარიშმაზე და აიშვარია სალმანს ხვდებოდა.
ისინი ეკრანზე დაბრუნდნენ 2003 წელს ფილმით "Kuch Naa Kaho".
ჭორები აიშვარიასა და აბიშეკის როგორც წყვილის შესახებ გავრცელდა ფილმის "ძვირფასი უმრაო" - ს გადაღებებისას, სადაც აიშვარია და აბიშეკი მთავარ როლებს თამაშობდნენ. მათი ურთიერთობა გაგრძელდა ფილმის გადაღების შემდეგაც.
მათ ქორწინებამდე ერთი თვით ადრე ეკრანებზე გამოვიდა მანი რატნამის ფილმი "გურუ", რომელიც ჰიტად იქცა.
წყვილმა ქორწილი 2007 წლის 20 აპრილს ტრადიციული სამხრეთული ინდუსური წესით აღნიშნა. ასევე შესრულებული იყო ჩრდილო-ინდური და ბენგალური წეს-ჩვეულებები. ქორწილი ჩატარდა "Prateeksha"- ს ბაჩანების კერძო რეზიდენციაში და "Juhu"-ზე მუმბაიში. რატქმაუნდა ფართოდ გაშუქდა პრესითა და ტელევიზიით.
2008 წელს რამ გოპალ ვარმამ, ამიტაბჰ ბაჩანმა და აბიშეკმა შეუდგნდნენ ფილმის "მამის კვალზე", მეორე ნაწილის გადაღებას. რამ გოპალ ვარმამ კიდევ ერთი ბაცანების ოჯახის წევრიც შემატა ფილმს ეკრანზე. მეორე ნაწილში მათ გვერდით უკვე აიშვარიაც თამაშობს. ეს ფილმიც ჰიტად იქცა.
წყვილის შემდგომ ფილმად მოგვევლინება მანი რატნამის ფილმი "Raavan".
გთავაზობთ წყვილის რამდენიმე ფოტოს კომენტარებით
აიშვარია რაი და აბიშეკ ბაჩანი "International Indian Film Awards"-ის 10 -ე დაჯილდოების ცერემონიალზეაიშვარია რაი და აბიშეკ ბაჩანი ფილმ "ავატარის" ინდურ პრემიერაზე მუმბაიშიერთ-ერთი კომერციული ტელევიზიით პირველი გამოჩენისასწყვილი მაკაოში "IIFA"-ს დაჯილდოებაზეთავიანთი ქორწინებიდან ერთი წლის თავზე აბიშეკი დაკავებული იყო "Dostana"-ს გადაღებებით მუმბაიში და აიშვარიამ იქ ჩააკითხა მასფილმ "Raavan"-ის გადაღებებამდე წყვილმა აიღო ერთ კვირიანი შვებულებაწყვილი მწვანე ხალიჩაზე "Venetian Hotel" -ში მაკაოში, " IIFA"-ს დაჯილდოებისათვის მზადებისასწყვილი კანის 62 -ე კინოფესტივალზე
Комментариев нет:
Отправить комментарий