ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

воскресенье, 11 апреля 2010 г.

რამდენიმე სიახლე ბოლივუდიდან

მაშინ როცა კარინა კაპურმა რამდენიმე ჯილდო აიღო თავისი როლისათვის ფილმში "3 იდიოტი", ის მონაწილეობას არ მიიღებს ამ ფილმის ტამილურ ვერსიაში. ტამილელმა რეჟისორებმა ამ როლზე მისი მთავარი მოწინააღმდეგე ბოლივუდში - კატრინა კეიფი მიიწვიეს. ის წყვილში ითამაშებს ტამილელ მსახიობ ვიჯაისთან ერთად. თუმცა კატრინას ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ პროექტში.
"3 იდიოტი" ძალიან წარმატებული პროექტია და სავარაუდოდ მისი ტამილური ვერსიაც მაღალბიუჯეტიანი იქნება. კატრინა ამ როლზე მათი პირველი არჩევანია და ისინი მზად არიან გადაუხადონ ნებისმიერი თანხა. ვიჯაი ძალიან წარმატებული მსახიობია მათ კინოინდუსტრიაში და მათ სჭირდებათ სწორედ ასეთივე პარტნიორი მსახიობი ქალი მასთან ერთად.
კატრინასთან დაახლოებული წყარო იუწყება რომ კატრინა ძალიან დაკავებულია, მას წინ აქვს გადაღებები "მეგობრები 2"-ში და ზოი აჰტარის ფილმში.
გარდა ტამილური ვერსიისა გადაიღებენ ამ ფილმის ტელუგუ ვერსიასაც, რისთვისაც ეძებენ მსახიობ ქალს მთავარ როლზე.
კითხვაზე, რატომ არ აირჩიეს კარინა კაპური, მან უპასუხა:
-მე არვიცი ტამილის ენა და მე არ ვმონაწილეობ ფილმებში , სადაც არ შემიძლია გავიგო ენა. დაიწყო მოლაპარაკებები საიფ-ალი ქჰანთან და კარინა კაპურთან, ფილმის "Knight and Day" (ტომ კრუზი), რიმეიკში მთავარ როლებზე მოწვევაზე.

ამ ფილმის ამერიკულ ვერსიაში ტომ კრუზი და კამერონ დიასი მონაწილეობენ და გადაწყდა მისი ჰინდი ვერსიის გადაღებაც. წყვილს მოეწონა პროექტი. ისინი ისედაც "ეძებდნენ" პროექტს, სადაც ერთად მიიღებდნენ მონაწილეობას და ეს პროექტი იდეალური გამოდგა მათთვის.
მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა ფილმებში: "ომკარა", "მსხვერპლი" და "აგენტი ვინოდი", რომელიც ჯერ არ ჩაშვებულა წარმოებაში. ცნობილი გახდა რომ დიპიკა პადუკონი ლეგენდარულმა შამი კაპურმა ვახშმამზე მიიწვია.
მშვენიერი მსახიობი შინ ეწვია შამი კაპურს და იქ ორ საათზე მეტი დაჰყო. ცხადია მათ ისაუბრეს დიპიკას ფილმებზე და შამი კაპურმა რამდენიმე რჩევაც მისცა მას.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails