შრიდევი
თხოვნით
საერთო ფილმი: "Guru", "Jaag Utha Insaan ", "Waqt Ki Aawaz ", " Watan Ke Rakhwale "...
მათი სასიყვარულო ინტრიგა თითქმის ოთხი წელი იყო საყოველთაო განსჯის საგანი. ეს იყო ყველაზე განსჯადი საგანი კინოინდუსტრიაში. თუმცა შეყვარებულები ამჯობინებდნენ ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეენახათ. მაგრამ როგორც ეს ხშირად ხდება, რაც უფრო მეტად მალავდნენ ამ ურთიერთობას გარშემომყოფთაგან, მით მეტი იყო გარშემომყოფთა ინტერესი მათ მიმართ. სრული და მართალი ინფორმაცია მათი ურთიერთობის შესახებ, აი რა სურდათ ყველას, მათ, ვინც ქმნიდა ფილმებს, ვინც უყურებდა მათ და ვინც წერდა ამ ფილმების შესახებ.
- მე არავინ მაღირსა ეკითხათ რას ვფიქრობ ამ ისტორიის შესახებ - განაცხადა ერთ-ერთ იმდროინდელ ინტერვიუში მომხიბვლელმა, მიოლიონობით ადამიანის რჩეულმა მსახიობმა ქალმა.
- მე მოგიყვებით ყველაფერს თავიდან ბოლომდე, - დაამატა მან თვითკმაყოფილებით. მას სახე უნათდება, მზერა ენისლება როცა პირველ შეხვედრას იხსენებს რჩეულთან.
-პირველად ჩვენ ერთად გადავიღეთ ფილმში: "Jaag Utha Insaan ". სწორედ მაშინ შევხვდი მას პირველად. მაშინ მე ვიყავი ახალბედა კინოში და ცუდად ვერკვეოდი მუშაობის პროცესში. თუმცა მთლიანად გაწონასწორებული ვიყავი კარიერაზე, ვერც კი გავიგე როგორ შემიყვარდა. ვერც იმას წარმოვიდგენდი რომ ასეთი მშვენიერი გრძნობა ჩამოყალიბდებოდა.
უცნაური ის იყო, რატომ მალავდა მსახიობი ამ "მშვენიერ გრძნობას"? იქნებ იმიტომ რომ მშობლები წინააღმდეგები იყვნენ?
-მაცადეთ რაღაც დრო, მე სიურპრიზი მაქვს თქვენთვის, ამიტომ იქონიეთ მოთმინება, მალე თქვენ ნახავთ ყველაფერს - განაცხადა მსახიობმა, - მე გპირდებით რომ ეს იქნება რაღაც განსხვავებული.
- მე არასოდეს ვიქნები არავის "მეორე ცოლი". ჩემი მამაკაცი უნდა იყოს მთლიანად ჩემი. მე არ ვაპირებ მის გაყოფას სხვა ქალთან. არიან ქალები, რომლებიც ამაყობენ იმით რომ ისინი ცოლები და დიასახლისები არიან, მაგრამ მე არ ვეკუთვნი მათ რიცხვს. ჩემო ქორწილი იქნება აბსოლიტურად კანონიერი და ლეგალური და ჩატარდება მთელი სამყაროს თვალწინ.
მაგრამ იყო კი მითჰუნი მზად თავის მეუღლესთან იოგიტასთან გაყრისათვის?
-მე არ ვაპირებ დავკმაყოფილდე ურთიერთობით, სადაც მე მხოლოდ თავშესაფარი ვიქნები ოჯახური პრობლემებისაგან გაქცევისას. მე გავყვები მითჰუნს თუ ის დამიმტკიცებს პატივისცემას და მომცემს აღიარებას საზოგადოების წინაშე. ეს კი ნიშნავს მხოლოდ ერთს - კანონიერ ქორწინებას. ის უნდა გაეყაროს მეუღლეს და მხოლოდ მაშინ გავხდები მისი ცოლი.
საინტერესო იქნება თუ მოვიძიებთ იმ დროინდელ ინტერვიუებში რას ამბობს თავად მითჰუნ ჩაკრაბორტი.
-ჩვენს შორის უკვე აღარაფერი არის. რაც იყო დასრულდა. ჩემი ურთიერთობა მასთან საშინლად დასრულდა და ვერაფერს გამოვასწორებთ. ჭრილობები ძალიან მტკივნეულია. ჩვენი ურთიერთობა არასოდეს იქნება ძველებური - თქვა მსახიობმა. მის ხმაში ტკივილი იგრძნობოდა. თუმცა იმის შესახებ რა მოხდა არაფერი თქვა.
- ნუ მკითხავთ. ეს ძალიან პირადულია. ერთი შემიძლია გითხრათ რომ იყვნენ ადამიანები ვინც ყველაფერი გააკეთა რომ ჩვენს შორის უთანხმოება გაზრდილიყო. მას ეტყოდნენ რაღაცას, შემდეგ მოდიოდნენ ჩემთან და საპირისპიროს მეუბნებოდნენ. ჩვენ ვეღარ გავარკვიეთ სიმართლე. ჩვენი ურთიერთობა ამ მომენტისათვის მხოლოდ თავაზიანობით შემოიფარგლება. ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ ერთად, თუმცა ვერ ვახერხებთ გაწონასწორებას. არ გვინდა რომ ჩვენი სამუშაო დაზარალდეს ჩვენს შორის დაძაბულობის გამო.
-ჩემთვის ადვილი არ არის ახალი ქორწინება. საქმე იმაში არ არის მე რა მინდა. მე უნდა გავითვალისწინო ჩემი მშობლების, ჩემი დების და მათი ოჯახების, ჩემი მეუღლის და ვაჟის აზრი.
მამაჩემი ძალიან რელიგიური ადამიანია და მისი დარწმუნება არც ისე ადვილია. ის იმდენად პრინციპული და მე ვიტყოდი ჯიუტი ადამიანია რომ დღემდე ცხოვრობს თავისი პენსიით და უარს ამბობს ჩემს დახმარებაზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ მის რეაქციას თუკი ის უბრალოდ გაიგებს რომ მე ისევ დავქორწინდი. მათ გადაიტანეს ჩემი ორი ქორწინება, ისე რომ მე არც მითქვამს მათთვის და ჩემს მესამე ქორწინებას ნამდვილად ვერ მიიღებენ. ეს წინააღმდეგობებიც რომ არ იყოს ჩემს შვილს ვერასოდეს მივაყენებ ზიანს. ის ყველაფერია ჩემთვის, ჩემი არსებობის ცენტრია. არცერთ ქალს არ შეუძლია დაიკავოს მისი ადგილი ჩემს გულში. მისთვის მე სამყაროს დავტოვებ რომ არაფერი ვთქვათ ქალზე. რადგან ასე ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე როგორ შემიძლია დავაშორო ის დედას? მე არასოდეს დავტოვებ იოგიტას. მე არ შემიძლია ამის გაკეთება. თუმცა თუ გადავწყვეტ კიდევ ერთ ქორწინებას, ეს არ იქნება არავისთვის საიდუმლო. ქორწილი იქნება ოფიციალური და ღია. მე არ მიმაჩნია სწორად შეიყვანო ცოლი შინ ფარული შესასვლელით. არავინ არ არის დაზღვეული საისყვარულო ურთიერთობებისაგან. თუ ქალს ცოლიანი მამაკაცი შეუყვარდა ეს ნიშნავს რომ მისი საყვარელი უნდა გახდეს? ვერ ვიტან მამაკაცებს, რომლებიც ჩუმად ყიდულობენ ბინებს, მანქანებს საყვარელ ქალებს და ღამით მიდიან მათთან... მე მათ მშიშრებად ვთვლი. მე მათ რიცხვს არ ვეკუთვნი. მე პირდაპირი და მართალი ვარ. მამაკაცები თავს იწონებენ ხოლმე ქალთან ურთიერთობებით. ეს არასწორია ქალებთან მიმართებაში, რადგან მათი რეპუტაცია ილახება საზოგადოებაში. მამაკაცებს კი საზოგადოება ადვილად პატიობს ღალატს.
არც ღირს ისაუბრო ურთიერთობაზე რომლისგანაც არაფერი დარჩა. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში, თუმცა სხვა დასასრული არც შეიძლებოდა ყოფილიყო.
-არ თვლით თავს დამნაშავედ იოგიტას წინაშე? ეს ხომ დამამცირებელი იყო მისთვის?
-ჩემი გატაცებები ქალების მიმართ ყოველთვის ან ქორწინებით მთავრდებოდა ან არაფრით გართულებული სიტუაციების გამო. მე თუ ვიწყებ ურთიერთობას ბოლომდე ვერთვები მასში. მე არასოდეს ვატყუებ მათ და არასოდეს ვიყენებ. მე დავქორწინდი იოგიტაზე და არასოდეს მივატოვებ მას. ეს იცის მან. თუ რაიმე მოხდება ოდესმე, ეს მისი თანხმობით.
დიახ, მითჰუნს ვალდებულებები ჰქონდა ოჯახის წინაშე და გონებამ აჯობა გრძნობებს. თუმცა იყო დრო როცა ის გონებას კარგავდა შრიდევის გამო და მზად იყო დაქორწინებულიყო მასზე. მაშინ კი შრიდევი მხოლოდ წარმატებულ კარიერას ხედავდა სიზმრად და მთავარი იყო მისთვის ყოფილიყო ნომერ პირველი მსახიობი კინოინდუსტრიაში. ქორწინება კი ზედმეტ წინააღმდეგობად მიაჩნდა.
ამჟამად ყველაფერი შეიცვალა. შრიდევმა მიაღწია ყველაფერს რაც სურდა. ის წარმატების ზენიტშია და შესაძლოა ახლა გააცნობიერა რომ სჭირდება ცხოვრების პარტნიორი. მაგრამ არა ისეთი ვისთანაც მოსაწყენი "ცოლის" ცხოვრებით იცხოვრებს. ამიტომაც აირჩია მითჰუნი. თუმცა მითჰუნი ამ დროისათვის მიუხედავად იმისა რომ ძნელად გააკეთა არჩევანი, საბოლოოდ დაუბრუნდა ოჯახს. მან ეს გააკეთა საბოლოოდ და უკანმოუხედავად.
Комментариев нет:
Отправить комментарий