ბოლივუდში სვირინგის მანია გრძელდება
ახლა უკვე აბიშეკ ბაჩანი გაიკეთებს სხეულზე სვირინგს - თავისი მეუღლის სახელს.
არც ისე დიდი ხნის წინ რიტიკ როშანმა დაიწერა მეუღლის, სუზანას სახელი ხელზე.
თუმცა მთელი ეს ტენდენცია დაიწყო საიფ-ალი ქჰანმა რომელმაც ასევე ხელზე გაიკეთა სვირინგი - კარინა კაპურის სახელი.
მათ შორის ვინც ატარებს ახლობლების სახელების სვირინგს არიან, სანჯაი დატი, რომელმაც მკერდზე გაიკეთა სვირინგი თავისი მშობლების სახელებისა.
აჯაი დევგანი, რომელიც ატარებს თავისი ქალიშვილის, ნისის სახელის სვირინგს.
აქშაი კუმარი - ატარებს თავისი შვილების, არავისა და არჯუნის სახელებს.
არჯუნ რამპალი, რომელსაც ასევე თავისი ქალიშვილების, მაჰიმასა და მირის სახელები აქვს ამოსვირინგებული.
ბოლივუდის კიდევ უამრავი სხვა მსახიობი ატარებს სხვადასხვა შინაარსის სვირინგს. მათ შორის დიპიკა პადუკონი, რომელიც რანბირის სახელს ატარებს, იშა დეოლი რომელსაც რელიგიურ თემაზე აქვს სვირინგი გაკეთებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий