ვულკანური ფერფლის ღრუბლებმა ევროპის ცაზე ბოლივუდის ვარსკვლავებს ბევრი გეგმა ჩაუშალა. კატრინა კეიფს მოუხდა ლონდონში გამგზავრების გადადება. მსახიობი მიდიოდა რომ დაბადების დღე მიელოცა 90 წლის ბაბუასათვის დედის მხრიდან.
-მე ვცდილობდი გამგზავრებას ლონდონში მნიშვნელოვან საოჯახო დღესასწაულზე, მაგრამ ყველა რეისი გადაიდო და მე ვერ მოვახერხე ეს. მთელი საჰაერო სივრცე დახურული იყო ვულკანის გამო და ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის - განაცხადა მსახიობმა. აქშაი კუმარის მეუღლე, ტვინკლი ქჰანაც გაიჭედა მილანში, სადაც ის არჩევდა მასალას შიდა ინტერიერის დიზაინისათვის. ალბათ იცით რომ ტვინკლი შიდა ინტერიერის ცნობილი დიზაინერია. აქშაი ამ დროს გადაღებებზე იმყოფებოდა კანადაში, ხოლო მათი ვაჟი მუმბაიში იყო ბებია-ბაბუასთან.
ფარჰან აჰტარსაც მოუხდა შეეცვალა გეგმები რადგან ის გაიჭედა ბერლინში სადაც ათვალიერებდა ადგილებს, "დონი -2" -ს გადაღებებისათვის. შრია სარანს, რომელიც ციურიხიდან ლონდონში უნდა გაფრენილიყო გადაღებებზე მოუწია გეგმების შეცვლა. ლონდონში გამგზავრება გადადო ვივეკ ობეროიმაც. ის თავისი ახალი ფილმის "პრინცი"- სარეკლამო ღონისძიებებს უნდა დასწრებოდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий