პროდიუსერმა და რეჟისორმა ადიტია ჩოპრამ, ვისი ფილმებიც, "მოუტაცებელი საპატარძლო", "შეყვარებულები", "ღმერთმა შექმნა ეს წყვილი" ბოლივუდის ოქროს ფონდშია შესული, განაცხადა თავისი სურვილი გადაიღოს ფილმი რაჯ კაპურისა და ნარგისის სკანდალური სასიყვარულო რომანის შესახებ.
ამ სიახლემ რათქმაუნდა არ გაახარა არც რაჯის შვილები: რიში, რაჯივი და რანდირი და არც ნარგისისა და სუნილ დატის შვილები: სანჯაი, ნამრატა და პრიია.
იყო ვარაუდი რომ რაჯ კაპურის როლზე მიეწვიათ რანბირ კაპური, თუმცა ადიტიამ არ მოისურვა ეს.
საინტერესოა განხორციელდება თუ არა ეს პროექტი, თუმცა დარწმუნებული ვარ საინტერესო ნამდვილად იქნება, რადგან მათი ურთიერთობა ყოველთვის იყო დიდი ინტერესის საგანი. რა იყო ეს? მეგობრული ურთიერთობა, როგორც თავად ამბობდნენ, წარმატებული შემოქმედებითი კავშირი, თუ სასიყვარულო სკანდალური რომანი ამ ფილმით ალბათ აეხდება ფარდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий