ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

კაჯოლი და აჯაი დევგანი ისევ ერთად გამოჩნდებიან ეკრანზე

ჰოლივუდურმა კომედიურმა მელოდრამამ "Date Night", რომელიც ახლა გამოვა ამერიკულ გაქირავებაში, უკვე მოიპოვა ინდური ვერსია, რომელშიც რეალური წყვილი - აჯაი დევგანი და კაჯოლი ითამაშებენ. ორივე ვარიანტის პროდიუსერობას გაწევს კომპანია "20th Century Fox". სწორედ ამ კომპანიამ გამოუშვა მსოფლიო გაქირავებაში კარან ჯოჰარის ფილმი, "ჩემი სახელია ქჰანი".
ფილმის გადაღება წლის ბოლოსათვის დაიწყება. აჯაი დევგანის გრაფიკი ძალიან გადატვირტულია. შემოდგომისას დივალის დღესასწაულზე მოსალოდნელია მესამე ნაწილის პრემიერა ფილმისა "მხიარული თაღლითები". ასევე კიდევ ორი ფილმი გამოვა მისი მონაწილეობით. ესენია: "Garam Hawa" და "Raajneeti".

რაც შეეხება კაჯოლს, გავრცელებული ხმების თანახმად ის ფეხმძიმედაა და ბავშვის დაბადებამდე ვერ გადაიღებს ფილმში.
კაჯოლი ფეხმძიმობა მარტის ბულვარული პრესის სენსაციად იქცა. თუმცა წყვილს ეს ჭორები არც დაუდასტურებია და არც უარყვია.
რაც შეეხება ფილმს, ეს არის ცოლ-ქმრის ისტორია, რომლებიც მოსაწყენი ცოლ-ქმრული ცხოვრებით ცხოვრობენ. რომ გამოაცოცხლონ ეს ქორწინება ისინი გადაწყვეტენ "საზოგადოებაში გამოსვლას" და მანჰეტენზე მოდურ ბისტროში ვახშმობას. შეცდომით კი სულ სხვა ადამიანებში შეეშლებათ და იწყება თავგადასავალი ცრემლებითა და სიყვარულით.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails