ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

ამიტაბჰ და ჯაია ბაჩანები: ჩვენ პროფესიონალები ვართ, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ

ადამიანები ამბობენ რომ ძალაუფლება "აფუჭებს", აბსოლიტური ძალაუფლება კი საერთოდ. თუმცა ისინი ვინც ასე ფიქრობს ალბათ არ იცნობენ ადამიანს რომლის სახელია, "ამიტაბჰ ბაჩანი".
ეს ადამიანი არნახული ძალაუფლების მფლობელია, თუმცა მის შემთხვევაში ასეთი ტერმინები კარგავენ მნიშვნელობას.
მისი მეორე ნახევარიც, ჯაია ბაჩანი - თავის მხრივ ლეგენდაა გრაციოზულობისა და ჭკუის განსახიერება.
ჟურნალისტი ვინც ინტერვიუ ჩაიწერა აღნიშნავს რომ თეთრებში ჩაცმული ბაჩანი ოთახში ზუსტად დანიშნულ დროს შემოვიდა.
-ის იმდენად პუნქტუალურია, - აღნიშნავს ჟურნალისტი, - რომ საათმა ვერ მოასწრო დაეფიქსირებინა საღამოს 8 საათი რომ ის ოთახში შემოვიდა. მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ მისმა ასისტენტმა, როზამ გამომიგზავნა თურმე ტექსტური შეტყობინება შემდეგი სიტყვებით: ბ-ნმა ბაჩანმა დატოვა კაბინეტი და წამოვიდა თქვენი მიმართულებით. ზუსტად ორ წუთში მანდ იქნება.
ამიტაბჰის შემდეგ შემოვიდა ღიმილით სახეგაბრწყინებული ჯაია და მეუღლეს სთხოვა მის გვერდით ადგილის გათავისუფლება. მან ადგილი გაათავისუფლა მის გვერდით და ბაცი შუქით განათებულ, კრემისფერ ტონალობაში გადაწყვეტილ ოთახში, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთით შევათვალიერე რათა "გადამეხარშა" ის სიურეალისტური შეგრძნება, რომელიც იმის გამო დამეუფლა რომ მე ვიმყოფებოდი ადამიანების გვერდით, რომელთაც აღმერთებს ასობით მილიონი ადამიანი მსოფლიოში, ჩვენი საუბარი შედგა.
გაიგეს რა, რომ რედაქციამ ისინი პირველები ამოარჩია რუბრიკისათვის "ინტერვიუები ყველაზე ძალაუფლების მქონე ადამიანებთან", პასუხად საოცარი რეაქცია მივიღეთ.
-ჩვენ ვერ ვიგებთ რას დებთ თქვენ სიტყვის "ძალაუფლება" გაგებაში. ჩვენ უბრალოდ ვართ პროფესიონალები რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ - განმარტავს ბაჩანი.
ჯაია გაცილებით თავაზიანია.
-მეც მინდა ვთქვა ამის შესახებ. მე ვგრძნობ ძალაუფლებას, მაგრამ არა იმ გაგებით რაც თქვენ გაქვთ მხედველობაში. მე ვირებ ჩემს ძალას მისგან და ის ჩემგან, და ჩვენ ორივენი ვიღებთ ამ ძალას ჩვენი შვილებისგან. ეს ძალა ჩვენშია. ძალაუფლების სხვა სახის ჩვენ არ გვჯერა.
გასაგებია მათ არ უქმნის კომფორტს "ძალაუფლებიანის" იარლიყი, მაგრამ იმას ხომ ვერ უარყოფენ რომ გადატვირტული გადაღებების გრაფიკით და აქტიური მონაწილეობით უამრავ ღონისძიებაში ისინი ყველაზე დაკავებულთა შორის არიან. როგორ პოულობენ დროს ამასთან ერთად იყვნენ საოჯახო წყვილიც.
ამიტაბჰ ბაჩანი:
-დიახ, ჩვენ ცოტა დრო გვაქვს ერთად ყოფნისათვის და მუდმივად ცალ-ცალკე ვართ. მე მივდივარ საზღვარგარეთ, ის მიდის დელში. ჩვენ მწვავედ ვგრძნობთ უერთმანეთობას ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ როცა ჩვენ მუმბაიში ვართ ვცდილობთ გავატაროთ ერთმანეთის გვერდიგვერდ რაც შეიძლება მეტი დრო.

ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობის გძნობას. ეს გრძნობები ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური სიახლოვე. ნებისმიერ შემთხვევაში თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები იმდენად წინაა, რომ სამყაროს სხვადასხვა ნაწილში მყოფნიც კი ჩვენ ყოველთვის კავშირში ვართ.
წერენ თუ არა ისინი ერთმანეთს?
-ოჰ, კი, ზოგჯერ უბრალოდ რომ ვუთხრათ რომ გავიჭედეთ საცობში - ღიმილით ამბობს ის.
- ზოგჯერ რომ მითხრას რომ ძალიან უნდა შემწვარი კარტოფილი და მოვამზადო სადილად - ამატებს ჯაია.
შეკითხვას, რა არის მათი საყვარელი საუბრის თემა ჩაის სმის დროს. ბაჩანი სწრაფად მაწყვეტინებს.
-მე არ მიყვარს ჩაი, ყავა, არ ვჭამ შოკოლადს, - ის აკეთებს პაუზას და განაგრძობს, - სწრაფად ჩაწერეთ თორემ გამოტოვებთ სიაში რაიმეს.
-არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელებს, არ ვეწევი, არ ვღეჭავ "ბეტელის" ფოთლებს, არ მიყვარს ბრინჯი, ტკბილეული, კოკა-კოლა და პეპსი.
ჯაია ჩემი გაკვირვებული მზერის შემყურე ამატებს, დანარჩენი ოჯახის წევრები ჭამენ ყველაფერ იმას რასაც არ ჭამს ის.
ჯაია ცდილობს შეარბილოს მისი მკაცრი პასუხები.
-საქმე იმაშია რომ მას არ უყვარს ლაპარაკი. მისი გამართლება ასეთია: "ჩემი საუბარი - ჩემი ტკივილია".
- რა ვქნა თუ ასეა? - ისევ აწყვეტინებს ბაჩანი,- როცა ბევრს ვლაპარაკობ თავის ტკივილი მეწყება.
ჯაია ისევ ცდილობს ჩემს გამხნევებას.
- ნუ მისცემ შვილო უფლებას შეგაშინოს, დაუსვი კითხვები რამდენიც გინდა. მე მასთან ვიცხოვრე 35 წელი და მიჩვეული ვარ ამას - იცინის ის. როცა ჩვენ ორნი ვართ მარტო ან ვუყურებთ ახალ ამბებს ან კინოს, ან ვსაუბრობთ შვილებსა და შვილიშვილებზე.
35 წელი ერთად - ეს დიდი ხანია. თუ ერთ-ერთი მათგანი ცუდ განწყობაზეა გრძნობს თუ არა მეორე ამას ყოველგვარი სიტყვების გარეშე?
-კი, კი მაშინვე - ამბობს ბაჩანი ჯაია კი განაგრძობს:
- კი მხოლოდ ის უკეთესად მალავს გრძნობებს. მე თუ ცუდ განწყობაზე ვარ ეს მაშინვე მეტყობა სახეზე.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails