ზინათ ამანი, - ქალი რომელმაც ნახა პროფესიონალური აღმაფრენა და პირადული დაცემა 17 წლის პაუზის შემდეგ ისევ დაუბრუნდა კინოს სამყაროს.
მსახიობი რომელმაც თავის დროზე ითამაშა ისეთი მსახიობების გვერდით როგორებიც იყვნენ ამიტაბჰ ბაჩანი, შაში კაპური, დჰარმენდრა, რაჯეშ ქჰანა, ჯიტენდრა ამჟამად კინოს პარალელურად თეატრშიც მოღვაწეობს.
მისი დებიუტი თეატრის სცენაზე შედგა რამეშ ტალვარის სპექტაკლში " Chupke Chupke", სადაც მან ითამაშა ქალის როლი, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს მამაკაცი.
მისი ყველაზე გახმაურებული რომანის შემდეგ სანჯაი ქჰანთან (ზაიედ ქჰანის მამა), რომელსაც მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავდა ჟურნალებსა და გაზეთებში რათქმაუნდა დასაწერი მასალა უხვად იყო. არანაკლები აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა მეორე ქორწინებამ მაზჰარ ქჰანთან, რომლის გამოც ზინათი, თავისი კარიერის პიკზე მყოფი კინოინდუსტრიიდან წავიდა, მიუხედავად იმისა რომ იმ მომენტში იყო ნომერ პირველი მსახიობი ბოლივუდში. ისევ უიღბლო ქორწინება და მაზჰარის მძიმე ავადმყოფობა, რასაც ზინათის ავადმყოფის საწოლთან მიჯაჭვა მოჰყვა. ზინათი მას უკიდურესი დაძაბულობის ფონზე გაეყარა. მაზჰარის გარდაცვალების შემდეგ კი მისმა ოჯახმა უფროს ვაჟს გონება აურიეს და ისიც ზინათისაგან წავიდა. თუმცა ამჟამად ორივე შვილი მასთანაა და მსახიობს აღარ სურს ისაუბროს უსიამოვნო წარსულზე.
მსახიობმა ისიც აღნიშნა რომ მის უფროს ვაჟსაც სურს კინოში სცადოს ბედი.
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ეხება ფილმ "დონი"-ს ძველ ვერსიასა (მასში ზინათ ამანი და ამიტაბჰ ბაჩანი თამაშობდნენ) და მის ახალ რიმეიკს (სადაც შესაბამისად შაჰრუჰ ქჰანი და პრიანკა ჩოპრა თამაშობენ).
-ვიცი რომ თქვენ ნახეთ ახალი "დონი".
-დიახ ვნახე. ფარჰანმა პირადად დამირეკა და მომიწვია პრემიერაზე. მე გულწრფელად მომეწონა. ჩემი შეხედულებით შაჰრუჰი იყო დიდებული.
-თუ შევადარებთ ამიტაბჰ ბაჩანისა და შაჰრუჰ ქჰანის დონს, არა იმის მიხედვით ვინ უკეთ ითამაშა, არამედ განსხვავებების მიხედვით, რომელიც მათ გმირებს შორისაა.
არა, არა, ნუ გამრევთ ამაში. მე არ დავიწყებ მათ შედარებას იმიტომ რომ თითონ დამოკიდებულება როლისადმი არის სხვადასხვა. როცა გადაიღეს ორიგინალი ვერსია, თვალის გადასავლები არაფერი იყო. ის იყო ორიგინალი. ამჟამად კი ეს კონკრეტული ისტორია გამოიყენეს და გადაითამაშეს. შეიძლება ითქვას რომ ეს სრულიად სხვადასხვა ფილმებია, რომლებიც სრულიად სხვადასხვა ეპოქაში გადაიღეს. მსახიობების თამაშს რაც შეეხება ამის განსჯას არ ვაპირებ. მე უბრალოდ ვიჯექი და ვტკბებოდი ფილმით. მე არ მივსულვარ კინოთეატრში კრიტიკული განწყობით და არც ახლა ვაპირებ ამას. ფილმში შაჰრუჰმა იმუშავა მშვენივრად.
-გამოდის თქვენ ორივე ვერსია მოგეწონათ.
-ნამდვილად.
-რას გრძნობდით დარბაზში მჯდომი, როცა ახალ ვერსიას უყურებდით?
-განვიცდიდი ნოსტალგიას განსაკუთრებით ისეთ რეპლიკებზე რომლებიც ძველი ვერსიიდან არის გადმოტანილი. მე მოვედი რომ მიმეღო სიამოვნება და მე ის მივიღე სრულად. ძალიან კარგად გაკეთებული ფილმია.
- და როცა უყურებდით რომ პრიანკა ჩოპრა თამაშობდა იგივე სცენებს რომლებიც ითამაშეთ თქვენ?
- ეს უბრალოდ ძველი ღვინოა ახალ ბოთლში. ჩემი შეხედულებით ის კარგად თამაშობს და გამოიყურება ძალიან საყვარლად.
- იყო თუ არა მიწვეული პრემიერაზე ძველი "დონი"-ს მთელი შემადგენლობა?
-არვიცი. წარმოდგენა არა მაქვს ვინ იყო იქ. ვიცი რომ ძველი ვერსიის ერთ-ერთი სცენარისტი სალიმ ქჰანი იყო. ის მოვიდა ჩემთან, ჩვენ გავისაუბრეთ და ორივემ დიდი სიამოვნებით ვნახეთ ფილმი. მე ნათლად ვხედავდი რომ მასაც მოეწონა. იყო ჰელენიც. დარბაზი სავსე იყო და ამასთან პრემიერა ერთდროულად ხუთ სხვადსხვა ეკრანზე შედგა, ამიტომ ძნელი სათქმელია ვინ იყო იქ და ვინ არა.
-როცა ფილმს იღებდით წლების წინ, იფიქრებდით რომ ის ასეთი ლეგენდარული იქნებოდა?
-როცა მუშაობ ფილმზე ყოველთვის გაქვს იმედი რომ ის წარმატებული იქნება. თუმცა არავის შეუძლია ასე დიდ დროზე გათვალოს. "დონი" ეკრანებზე გამოვიდა 1978 წელს. თითქმის 30 წელი გავიდა. შენ იღებ ფილმში და გაქვს იმედი რომ მას ექნება წარმატება, რომ ხალხი შეაფასებს შენს შრომას. სულ ესაა.
-თქვენ იყავით ნაწილი 70-ანი წლების ყველა მოდური ფილმისა. როცა იხედებით უკან, იმ ერაში, როგორია მოგონებები და რის გამო გაქვთ ნოსტალგია?
-მე არასოდეს ვიხედები უკან, მე მყარად ვდგავარ მიწაზე. ვცხოვრობ და ვტკბები ახლანდელით. როცა მეკითხებიან წარსულ ფილმებზე მხოლოდ მაშინ ვფიქრდები ამაზე. ვფიქრობ მე ძალიან გამიმართლა მქონოდა შესაძლებლობა მემუშავა კინოინდუსტრიის რამდენიმე საუკეთესო მწარმოებელთან. მე ვმუშაობდი საოცარ ხალხთან ნამდვილად საინტერესო პროექტებზე. ამიტომაც გამიმართლა.
-და არავითარი ნოსტალგია წარსულის მიმართ?
-არა. მე უბრალოდ ვიცი რომ ძალიან დაკავებული ვიყავი. მე ვმუშაობდი ამოსუნთქვის გარეშე და ეს მომწონდა.
-ინდურ კინოში თქვენ დაიკავეთ ნისა რომელიც შემდგომ ვეღარავინ დაიკავა. თავიდან რომ დაგეწყოთ, ისევ ისეთ როლებს აირჩევდით? როგორი იყო, ყოფილიყავი ინდურ კინემატოგრაფში "ცუდი გოგონა"?
-ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რეჟისორმა ამიყვანა ფილმში "Hare Krishna Hare Rama", ასეთ როლზე. ფილმი ჰიტი გახდა და ამის შემდეგ რეჟისორები ისევ და ისევ მთავაზობდნენ რუხ როლებს. ფილმებს ჰქონდა წარმატება და ასე გრძელდებოდა. არავის არაფერი დაუგეგმავს. მე მართლა არაფერს შევცვლიდი იმიტომ რომ მე ნამდვილად მომიწია დიდ ადამიანებთან მუშაობა.
-როგორ აფასებთ თქვენს თავს როგორც მსახიობს?
- მე ვფიქრობ ჩემი პოტენციალი არ იყო გამოყენებული ბოლომდე. ბევრი მათგანი აგებული იყო მხოლოდ გარეგნულ მონაცემებზე და ეს ამართლებდა. თუმცა როგორც მსახიობი მე ვიკარგებოდი. ყველამ იცოდა რომ მე მოაზროვნე განათლებული ადამიანი ვიყავი, თუმცა მაინც ასეთ როლებს მაძლევდნენ.
მაგრამ იყო ისეთი ფილმები, სადაც მე რაღაცის თამაშის საშუალება მქონდა და მე მათში ვითამაშე. მაგრამ იცით რა ხდებოდა? სიმღერები სადაც მე ვთამაშობდი ხდებოდა ჰიტები, ეს ნიშნავს რომ მაინც გარეგნული ხიბლი ჩრდილავდა ჩემს სამსახიობო პოტენციალს. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა და თანამედროვე მსახიობ გოგონებს აქვთ საშუალება გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე.
-როგორც ჩანს თქვენ მაშინვე გწყინდათ რომ ასეთ როლებს გთავაზობდნენ?
-არა, არ მწყინდა. ვიცოდი რომ ვმუშაობდი კარგ ადამიანებთან კარგ ფილმებში, უბრალოდ არავინ მაძლევდა საშუალებას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა. კარგით არ გვინდა. ახლა როცა დავუბრუნდი სამუშაოს მე აღარ ვარ მომხიბვლელი ლამაზმანი, ასაკოვანი ქალი ვარ და იმედი მაქვს იქნება საინტერესო როლები (იცინის).
-რას იტყვით ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ?
-ამიტაბჰ ბაჩანი იყო შესანიშნავი მსახიობი მაშინაც და ახლაც ასეა. ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია ჩვენს კინოინდუსტრიაში. მე რათქმაუნდა სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან თუ იქნებოდა კარგი სცენარი.
ზინათ ამანმა თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან კითხვაზე, ვის თვლის თანამედროვე ბოლივუდის სექს- სიმბოლოდ, თუმცა უამრავი კომპლიმენტი თქვა ზოგიერთი ნიჭიერი მსახიობების შესახებ. განსაკუთრებით აღნიშნა რანი მუქერჯი და პრიანკა ჩოპრა.
-და ისევ "დონი"-ს შესახებ. გაიხსენეთ საინტერესო მომენტები გადაღებებიდან.
-მახსოვს როგორი ეჭვით იღებდა ბ-ნი ბაჩანი ზოგიერთ სცენებს. ის არასოდეს იყო კმაყოფილი თავისი დუბლებით. დუბლს დუბლზე ირებდა მანამ სანამ არ მიიყვანდა აბსოლიტურ სრულყოფილებამდე. და როცა შაჰრუჰის მიერ შესრულებულს ვუყურებდი მე ვფიქრობდი რომ მან შესანიშნავად ითამაშა. შაჰრუჰი საერთოდ დიდებული მსახიობია. მიხარია რომ ეს ფილმი გადაიღეს.
-თქვენი აზრით რა არის ინდური კინოს წარმატების მიზეზი?
-ჩემი აზრით ის არის რომ ინდური ფილმი უნდა მოეწონოს ოჯახის ყველა წევრს დაწყებული ბებიადან დამთავრებული შვილიშვილით. ის უნდა მოეწონოს როგორც ქალაქელს ასევე სოფლელს.
-სხვადსხვა ქვეყნებში მსახიობებს სხვადასხვაგვარად ეპყრობიან. მაგ: ბრაზილიაში მათ ვერც ამჩნევენ ქუჩაში. ინდოეთში კი...
-ო, ინდოეთი ამ მხრივ მგონი ბოლო ქვეყანაა სადაც კულტი შემორჩა მსახიობების. დააკვირდით ჩამოსვლას და გამოჩენას ჩვენი მეგავარსკვლავის, ამიტაბჰ ბაჩანის. ერთი მხრივ იქმნება შთაბეჭდილება რომ რევოლუცია დაიწყო.
-ბედნიერი ხართ?
-დიახ, ამ ეტაპზე მადლობა ღმერთს კი. მე ვმუშაობ, საინტერესო და საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ეს ყველაფერი ჩემი შვილების მომავლისათვის. მე მათ არაფერზე ვეუბნები უარს და მხოლოდ ისინი არიან ჩემი ღირსეული მამაკაცები დღესდღეობით. გთავაზობთ სიმღერის კლიპებს ფილმის "დონი" ძველი და ახალი ვერსიიდან
-დიახ, ამ ეტაპზე მადლობა ღმერთს კი. მე ვმუშაობ, საინტერესო და საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ეს ყველაფერი ჩემი შვილების მომავლისათვის. მე მათ არაფერზე ვეუბნები უარს და მხოლოდ ისინი არიან ჩემი ღირსეული მამაკაცები დღესდღეობით. გთავაზობთ სიმღერის კლიპებს ფილმის "დონი" ძველი და ახალი ვერსიიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий