ფილმში "რაჯნეტი" არჯუნ რამპალი თამაშობს რანბირ კაპურის უფროსი ძმის როლს. როგორც ჩანს მათი ურთიერთობა ცხოვრებაშიც გადაიზარდა მეგობრობაში, რადგან ბოლო ხანებში მათ ხშირად ხედავენ ერთად.
-ამ ფილმში მე არ ვთამაშობ ჩვეულებრივ როლს. ეს ყველაზე ძლიერი ფილმია ჩემს კარიერაში. ჩემს გმირს ყველაფერი შეუძლია. მისი ძმა სასწავლებლად მიდის, ის კი რჩება ინდოეთში რომ შექმნას თავისი საკუთარი სამყარო.
აქამდე არჯუნის ყველაზე ძლიერ ფილმად ითვლებოდა პრაკაშ ჯჰას ფილმი, "Rock On".
-ფილმი რომელმაც აიყვანა ჩემი კარიერა სხვა სიმაღლემდე და მომცა ეროვნული ჯილდო. ეს იყო საოცნებო როლი. მე ვთამაშობდი როკ-ვარსკვლავს. ამ ახალ ფილმში კი სრულიად განსხვავებული როლი მაქვს.
არჯუნ რამპალი ასევე გამოჩნდება ფილმში "Housefull", რომელიც სრულიად განსხვავებული კომედიური ხასიათისაა.
-ეს გასართობი ფილმია. რეჟისორმა საჯიტ ქჰანმა იცის როგორ იმუშაოს მსახიობებთან. მე ვიმუშავე ფარა ქჰანთან, ახლა კი მის ძმასთან საჯიტთან.
იმდენად საინტერესო იყო მუშაობა აქშაი კუმართან, რიტეშ დეშმუქჰთან, დიპიკა პადუკონისთან, ლარა დატასთან და ჯია ქჰანთან რომ არჯუნს არც კი ახსოვს როგორ დაიზიანა ზურგი ფილმის გადაღებებისას.
"Ra.One" - კიდევ ერთი ფილმი, სადაც ის შაჰრუჰის "სუპერმენის" საწინააღმდეგოდ უარყოფით გმირს თამაშობს.
მიდის გადაღებები ასევე, ფილმისა სადაც მის გვერდით კაჯოლი და კარინა კაპური მოგვევლინებიან. არჯუნი კაჯოლის ქმრის და კარინას შეყვარებულის როლს თამაშობს.
-კაჯოლი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია, ხოლო მე და კარინა მეგობრები ვართ. ჩვენ ერთად დავიწყეთ ჩვენი კარიერა კინოში და ბევრი საერთო გვაქვს როგორც მეგობრებს და როგორც კაჯოლის თაყვანისმცემლებს. შესანიშნავია ითამაშო მთავარი როლი ორ ასეთ შესანიშნავ მსახიობთან. ვივეკ ობეროის კარიერა გაცილებით წარმატებული გახდა მას შემდეგ რაც ის გადაიღეს ფილმებში: "მსხვერპლი" და "პრინცი". ეს უკანასკნელი მალე გამოვა ეკრანებზე. ეს არის ფილმი რომლის შესახებაც არ წყდება საუბრები უკანასკნელ დროს.
ფილმი "პრინცი" მოგვითხრობს ერთ დაუმარცხებელ, ახალგაზრდაზე, ქურდზე, რომელსაც შეეძლო გამკლავებოდა ყველას და ყველაფერს, მოეპარა როგორც ვივეკი ამბობს, "თავად ეშმაკიც" კი, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს კარგავს მეხსიერებას და აღარ ახსოვს ვინ იყო და რა შეუძლია. ერთადერთი რაც იცის ეს არის ის, რომ მას დარჩა 6 დღის სიცოცხლე. ეს არის ფილმის ძირითადი ფაბულა, თუმცა საერთო ჯამში ფილმში არის რომანტიკული მომენტებიც და ფილმი ძალიან მასშტაბურია.
Комментариев нет:
Отправить комментарий