ბოლივუდის მეგა ვარსკვლავი ამიტაბჰ ბაჩანი უკუდურესად გაკვირვებული დარჩა როდესაც კუალა-ლუმპურეს საერთაშორისო აეროპორტში პოლიციის თანამშრომელს ის შაჰრუჰ ქჰანში შეეშალა.
67 წლის ბოლივუდის ლეგენდა აეროპორტში შეაჩერეს და ავტოგრაფი სთხოვეს. მაგრამ ის გაკვირვებული დარჩა, როცა აღმოჩნდა რომ ის შაჰრუჰ ქჰანი ეგონათ.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ბაჩანი თავის ბლოგზე წერს:
-აეროპორტები უცანური ადგილებია, სადაც თანამშრომლები სწრაფადვე ცნობენ ცნობად სახეებს. ისინი იკრიბებიან ბრბოდ და ითხოვენ ავტოგრაფებსა თუ ფოტოსურათებს. მე არ განვსჯი მათ რადგან ეს ბედნიერებას ანიჭებთ. ისინი დაინტერესებულნი არიან ჩვენი კინოთი და მსახიობებით. ერთხელ ფორმაში ჩაცმულმა თანამშრომელმა ჩემს ახლოს ჩაიარა, მობრუნდა რომ გამოეხატა აღიარება და გაღიმებულმა მომმართა:
-გამარჯობათ ბ-ნო შაჰრუჰ ქჰან!" - წერს ბაჩანი.
ასაკოვანმა მსახიობმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოლივუდური სახეა საზღვარგარეთ, აღარ იცოდა რა რეაქცია ჰქონოდა და დღემდე ვერ გადაუწყვეტია მიიღოს ეს კომპლიმენტად თუ არა.
Комментариев нет:
Отправить комментарий