კარან ჯოჰარმა კიდევ ერთხელ ითამაშა მშვიდობის მტრედის როლი. ადრე მან შეარიგა შაჰრუჰი და აიშვარია, ახლა კი ურთიერთობა მოაგვარა კარინასა და შაჰიდს შორის.
ყველას გასაოცრად შაჰრუჰთან წვეულებაზე კარანმა შესძლო და შეარიგა ყოფილი შეყვარებულები და აიძულა დალაპარაკებოდნენ ერთმანეთს ემოციების გარეშე.
მხილველები ყვებიან, რომ ყველას ეგონა როგორც ყოველთვის ხდებოდა ბოლო ხანებში შაჰიდი და კარინა აღმოჩნდებოდნენ თუ არა ერთმანეთის პირისპირ სრულ იგნორირებას გაუკეთებდნენ ერთმანეთს. თუმცა ამჯერად კარანმა არ დაუშვა ეს. მან აიძულა ისინი დაევიწყებინათ წარსული. შაჰიდმა, კარინამ და საიფმა ბევრი ისაუბრეს შაჰრუჰის წვეულებაზე.
ამ შერიგების შედეგად როგორც იქნა გადაწყდა მიეღოთ გადაწყვეტილება კიდევ ერთი მუსიკალური ნომრის გადაღებისა, ფილმისათვის "Milenge Milenge", რომელიც ორი წელია ვერაფრით გამოვიდა გაქირავებაში. გადაწყვეტილი იყო კიდევ ერთი სიმღერის დამატება, რომელიც კომპოზიტორმა ჰიმეშ რიშამიამ დაწერა.
პროდიუსერმა ბონი კაპურმაც დაამოწმა ეს სიახლე. ჰიმეშ რიშამიას სიმღერა ნებისმიერს აცდუნებდა. მათ მომცეს წინასწარი თანხმობა გადაღებებზე.
ეს იქნება მეორე მუსიკალური ნომერი რომელშიც კარინა და შაჰიდი ერთად გადაიღებენ განშორების შემდეგ. პირველად მათ სასწრაფოდ მოუხდათ გადაღება ფინალური სიმღერის "Mauja hi Mauja", ფილმისათვის "Jab We Met".
Комментариев нет:
Отправить комментарий