ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

სალმან ქჰანი - सलमान ख़ान

სალმან ქჰანი დაიბადა 1967 წლის 27 დეკემბერს.
მისი დებიუტი შედგა ფილმში, "Biwi Ho To Aisi"(1988).
წარმატება მოუტანა ბლოკბასტერმა "Maine Pyar Kiya"(1989), რისთვისაც მან მიიღო ჯილდო საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისათვის. ეს ფილმი 1989 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო.
მისი შემდგომი ფილმების არასრული სიაა: "Saajan" (1991), "Hum Aapke Hain Kaun"(1994), "Karan Arjun" (1995), "Khamoshi: The Musical" (1996), "Biwi No.1" (1999).
1999 წელს მან ასევე მიიღო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო
შესრულებისათვის პრიზი, ფილმში, "Kuch Kuch Hota Hai"(1998).
ამის შემდგომი ფილმებია: "Hum Dil De Chuke Sanam" (1999)"Har Dil Jo Pyar Karega" და "Chori Chori Chupke Chupke" (2000), "Hum Tumhare Hain Sanam" (2002), "Tere Naam" (2003), "No Entry"(2005), "Salaam E Ishq" და "Partner" (2007) და "Wanted (2009).
ეს არის ფილმები რომელთა მეშვეობითაც სალმან ქჰანი ბოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა.
სალმან ქჰანი არის ცნობილი სცენარისტის სალიმ ქჰანისა და მისი პირველი მეუღლის, სალმა ქჰანის შვილი. თუმცა მას არასოდეს არ უსარგებლია ამით როგორც სჩვევიათ ხოლმე ბოლივუდში და ყველაფრის მიღწევას მხოლოდ საკუთარი ძალებით შეეცადა.
მამამისის მეორე მეუღლე, ჰელენი, ასევე ცნობილი ბოლივუდის მსახიობია.
ჰყავს ორი ძმა: არბაზი და სოჰაილი და ორი და : ალვირა და ალპიტა.
რამდენადაც სალმანი იყო უფროსი შვილი, იგი მოწმეა დედის დეპრესიებისა და მთელი რიგი პრობლემებისა ოჯახში. თუმცა დრო ყველა ჭრილობას აშუშებს.
სალმანი ძალიან კარგად ხატავს. მას ეს ნიჭი დედისაგან გამოჰყვა. სკოლის წლებში ის ასევე კარგად მღეროდა.
უამრავი გამოკითხვებით ის რამდენიმეჯერ, ინდოეთის ყველაზე სექსუალურ თუ ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცად აღიარეს.
სალმან ქჰანმა მიიღო წინადადება მადამ ტიუსოს მუზეუმისაგან მისი ცვილის ფიგურის დამზადების და მუზეუმში განთავსების შესახებ.
2008 წლის 15 იანვარს მართლაც ის გახდა მეოთხე ინდოელი, ვისი ფიგურაც მუზეუმშია მოთავსებული.
2002 წლის 28 სექტემბერს ის დაპატიმრებული იყო საგზაო შემთხვევის გამო, რის შედეგადაც დაიღუპა ადამიანი, თუმცა სალმანი გაამართლეს და გაათავისუფლეს.
2006 წლის 17 თებერვალს ის ისევ დააპატიმრეს ნადირობის წესების დარღვევის გამო. მას 5 წლით პატიმრობა ემუქრებოდა თუმცა გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
მისი რომანი მის მსოფლიო, აიშვარია რაისთან საყოველთაო განსჯისა და მსჯელობის საგანი იყო ინდოეთში. მათი დაშორების შემდეგ აიშვარიას მშობლებმა საჩივარი შეიტანეს სასამართლოში სალმანის წინააღმდეგ, რამდენადაც აიშვარია აცხადებდა რომ სალმანი გასაქანს არ აძლევდა მას. გარდა აიშვარიასთან გახმაურებული რომანისა მას ჰქონდა ურთიერთობა სანგიტა ბიჯლანისთან, სომი ალისთან.
სულ ახლახანს სალმანი დაშორდა ასევე ცნობილ მსახიობს კატრინა კეიფს.
როგორც ამბობენ მას ამჟამად რომანი აქვს გერმანელ მოდელ კლაუდია სიესლასთან.
მიუხედავად უამრავი მითქმა - მოთქმისა, მას არასდროს დაუკარგავს თაყვანისმცემლების აურაცხელი რაოდენობა. თუმცა გარდა არასასურველი რეპუტაციისა მის შესახებ ბევრი კარგის გაგებაც შეიძლება. ის ხშირად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო საქმიანობებში. ხშირად სტუმრობს ავადმყოფ ბავშვთა სახლებს.
სულ ახლახან გამოვლინდა "google"-ს საძიებლის მიერ გამოვლენილი ყველაზე მოთხოვნადი ინდოელი ქალი და მამაკაცი. ყველაზე ხშირად მოძიებულ ინდოელ ქალად აღიარეს კატრინა კეიფი, თუმცა მას არც სალმან ქჰანი ჩამორჩა. ინდოელი მამაკაცებიდან ის ყველაზე მოთხოვნადია ამ საძიებელში.
მისი ერთ-ერთი ცნობილი დამახასიათებელი თვისებაა სხვადასხვა არომატიზირებული საპნების შეგროვება. მის სააბაზანოში არის კოლექცია სხვადსხვა სახის მცენარეული საპნებისა. ყველგან სადაც მას უწევს გამგზავრება, აუცილებლად იძენს ნატურალურ ხილსა და მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებულ საპნებს.

კლაუდია სიესლა

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails